სხვა არასოდეს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად ყოფნისას! - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 2017, 3 ივლისი, 11:49
ჭურჭელთან, ზოგადად საკმაოდ ბევრი ტრადიცია თუ წეს-ჩვეულებაა დაკავშირებული. ეზოთერიკა ჭურჭლის რეცხვასთან აკავშირებს ცნობიერებიდან ცუდი აზრების, ეგოიზმისა და ანგარების "გამორეცხვას".
თეფშებისა და ჭიქების რეცხვა უთანაბრდება ოჯახში ბედნიერებისა და ფინანსური წარმატების მოზიდვას. ჭუჭყიანი ჭურჭელი, რომელიც სიზარმაცის გამო მთელი ღამე დატოვეთ ნიჟარაში, იქცევა გაღებულ კარად, რომლიდანაც ინტენსიურად გაედინება სიმდიდრე. ყოველი ადამიანის სახლში გამეფებულია საკუთარი, განსაკუთრებული ენერგეტიკა. იგი შედგება ოჯახში მცხოვრების თითოეული წევრის ენერგეტიკებისგან. საკვების მიღება - ოჯახის ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილია და შესაბამისად, ჭურჭელი, რომლიდანაც საკვებს მივირთმევთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს. ქართული სუფრა სტუმრიანობის დროს განსაკუთრებული გულუხვობის გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, სტუმრების წასვლის შემდეგ, როგორც წესი, უამრავი ჭურჭელი რჩება გასარეცხი. ხშირია შემთხვევა, როცა რომელიმე სტუმარი კეთილ ნებას იჩენს და მასპინძელს ჭურჭლის რეცვაში დახმარებას სთავაზობს. დიასახლისიც უარს არ ეუბნება, რადგან საქმე მართლაც რომ თავზე საყრელი აქვს და დახმარება ნამდვილად სჭირდება. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, კეთილ სტუმარს აუცილებლად ზრდილობიანი უარით უნდა უპასუხოთ! რატომ? ამით შეიძლება ოჯახში ენერგეტიკული ბალანსი დაირღვეს. ჭურჭელსა და იმ ოჯახს შორის, რომლის წევრებიც მას ყოველდღიურად იყენებენ, ძალიან მჭიდრო კავშირი არსებობს, რომელიც გარეშე პირთა ჩარევას ვერ იტანს. კეთილმოსურნე დაქალი ან ნათესავიც კი, რომელიც თქვენს სახლში ჭურჭელს რეცხავს, თქვენი ოჯახის სიმშვიდისა და ჰარმონიის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი საფრთხეა. გჯერათ თუ არა ამის, ნებისმიერ შემთხვევაში, ეზოთერიკა ამ ყველაფრს შესახებ გვაფრთხილებს და გვირჩევს, არასოდეს მივცეთ სტუმარს უფლება ჩვენი ოჯახის კუთვნილი ჭურჭელი გარეცხოს და პირიქით, სტუმრად ყოფნის დროს არასოდეს შევთავაზოთ მასპინძელს ჭურჭლის რეცხვაში დახმარება. ასევე უნდა გაითვალისწინოთ: 1. უძველესი ხერხი, რომლითაც გაიგებთ ხართ თუ არა გათვალული - ეს ბევრს დაეხმარა! 2. რატომ არის საშიში "ემდეეფის" ავეჯი და როგორ ავირიდოთ საფრთხე - დაიმახსოვრეთ ეს მოქმედებები! 3. რატომ არ შეიძლება სახლში ობობას მოკვლა - ეს ბევრმა არ იცის! 4. რატომ არის ზოგიერთ ბინაში ფანჯარა სამზარეულოსა და ტუალეტს შორის - ეს უნდა იცოდეთ! 5. საგნები, რომლებსაც სახლში სიკეთე ან ბოროტება შემოაქვთ - დაიმახსოვრეთ ისინი! 6. საგნები, რომელთა ჩუქებაც არ შეიძლება - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ! 7. იცით რომელია ნამდვილი არაჟანი? - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 7103 4-ს მოსწონს
|