სასარგებლო პროდუქტები სეზონის ხილი, რომელიც სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალში ლიდერობს! 2017, 29 ივნისი, 19:24 მუშმალა, სუბტროპიკული მუშმალა, რასაც იგივე იაპონურ ზღმარტლს ეძახიან არის - მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება. ნაყოფი მრგვალია (დიამეტრი — 3 სმ-მდე, კულტურული ფორმისა — 10 სმ-მდე). ოვალური ან მსხლისებრი ფორმა აქვს, წვნიანია, მომჟავო-ტკბილი; ნარინჯისფერი ან ყვითელია. მოჰყავთ კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროსა და ყირიმის სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე შუა აზიის ზოგ რაიონებში. მცენარე ყვავილობს ნოემბერ-დეკემბერში, ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (კომპოტი, მურაბა და სხვა), თესლისაგან ამზადებენ ყავის სუროგატს. მუშმულა სუბტროპიკული კარგი დეკორატიული მცენარეა. მრავლდება თესლითა და მყნობით.
ანტიოქსიდანტების და ფლავონოიდების საშუალებით, დაზიანებულ უჯრედებს აღადგენს და გულს შეტევებისგან იცავს. მდიდარი ბოჭკოები ეხმარება საჭმლის მონელების სისტემას და ნაწლავების ეფექტურად მუშაობას. მუშმალა ასევე ეფექტურია ყაზბობის წინააღმდეგ. კომპოტიც ძალიან სასარგებლოა - დაგიცავთ დიზანტერიის და დიარეისგან. რაც შეეხება მუშმალის ფოთოლს, მოხარშეთ კარგად, შემდეგ მიირთვით ჩაის სახით - დიაბეტის წინააღმდეგ ერთ-ერთი წარმატებული ხალხური მეთოდია. გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი თვისებებისა, მუშმალა სასარგებლოა კენჭის და წელის ტკივილების წინააღმდეგაც! გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებას!!! ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1. მუშმალა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
2. ფოტოებში დამალული 4 საშინელი დეტალი - ეს უნდა ნახოთ!
3. საუკუნის მოვლენა!!! დეკემბერში ადამიანის თავის გადანერგვის პირველი ოპერაცია ჩატარდება
4. "მზეს უნდა შეეხოს" - NASA, 2018 წელს მზეზე კოსმოსურ ხომალდს უშვებს!
5. საკვები პროდუქტები, რომელიც ივნისში აუცილებლად უნდა მიირთვათ!!!
6. გარგარი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, ხილის ამ სახეობის შესახებ!
7. 5 პრაქტიკული ინფორმაცია, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ!
1455 10-ს მოსწონს
|