x
image
- ლანა -
რატომ უნდა შეიყვაროთ ქალი მორიელი

image




ფდფ


ქალი, რომლის გულშიც ცეცხლია, სულში კი - ქარიშხალი. დიახ, ეს იდუმალი მორიელია (24 ოქტ. - 22 ნოემ.). შარმიანი გარეგნობა და თვალშისაცემი თვალები. მან იცის რა სურს ცხოვრებაში და ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვს. გამოარჩევს მაქსიმალიზმი. მისტიკურ მორიელს ბოლომდე ვერასდროს ამოხსნით. ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნება თუ შეძლებს მის გვერდით ყოფნას, თუმცა ესეც იღბლიანთა ხვედრია. ფრთხილ მორიელს რთულად უყვარდება. სიყვარული მისთვის ნდობის ტოლფასია.


• განწყობაზე მყოფ მორიელს ყველაფრის მიღწევა შეუძლია და თუ ამ ქალთან ხართ, გჯეროდეთ, რომ თავს განსაკუთრებულად იგრძნობთ.


• ის განგმირავად არ იყვირებს, რომ უყვარხართ. ხალხისშუა გამოივლის და ნელა ჩაგჩურჩულებთ ყურში, როგორ უყვარხართ. ძალიან მაცდურია. ღირს, არა?

• მისი სასიამოვნო ღიმილი მთელ დღეს გაგინათებთ :)

• მორიელ ქალს ყველაზე ლამაზი თვალები აქვს - დიდი, ინტელექტუალური, ღრმა და გამჭოლი.

• ინტენსიურად ვნებიანი და საოცრად ემოციური. ეს წყლის ნიშანი იდუმალია შეყვარებულთათვის.

imageimage

• საოცრად ერთგულია და თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს.

• მორიელი ქალი თითქმის არასდროსაა ზედაპირული ან ყალბი. საუბრობს იმას, რასაც ფიქრობს. ჭკვიანი და სანდოა.

• მას სჯერა, რომ პირველ რიგში შენი მეგობარი უნდა იყოს და შემდეგ - შეყვარებული.
• საბედისწერო მორიელი პირველი კლასის მაცდური ქალბატონია. მან იცის, რა აქვს საუკეთესო და არ უშინდება ამ ღირსებებით კეკლუცს. უყვარს საუკეთესო ტრენდების ჩაცმა და მართლა იამაყებთ მისი მოპოვებით.
• ის ოჯახის ადამიანია და თუ ოდესმე მასზე დაოჯახებას გადაწყვეტთ, ის თავად გაუძღვება ოჯახს. თქვენ მხოლოდ მოიგებთ ^_^ (განაწყენება ძვირად დაგიჯდებათ)

გჰნ

აქვე რამდენიმე კარგი ფაქტი ქალ მორიელზე:

○ მას ბევრი ნაცნობი ჰყავს, მაგრამ მცირეოდენი განსაკუთრებული მეგობარი.

○ ის ძალიან ინტუიციურია.

○ თუ შეყვარებულია, იძლევა საუკეთესო ურთიერთობას.

○ პრაქტიკული და ნამდვილია, იშვიათად ზერელე. მორიელი სიმართლეს თვალებში ჩაგახედებთ.

○ ამბიციურია. აქვს მიზნები ცხოვრებაში, რომელსაც ბოლომდე მიიყვანს. ძლიერი, მებრძოლი და ამასთანავე მომთმენია.

○ არავისზეა დამოკიდებული, თავისუფალი ჩიტია.

○ ის დაკვირვებულია, ახსოვს ყველაფერი. ვაი, თუ მორიელს კუდზე დააბიჯეთ...

○ უშიშარი და ჯიუტია. ცხოვრებაში წარუმატებლობის შემდეგ, მალევე დგება.

○ გაწონასწორებული და გრაციოზულია. შესანიშნავად ესმის მოდა.

image

○ ოდნავი ღიმილიც ისეთი მღელვარეა, თვალს ვერ მოწყვეტთ. მის მზერას დიდხანს როდი უძლებენ.

○ არ დგამს დრამებს. სიტყვებს სიფრთხილით არჩევს. სამართლიანი და დაბალანსებულია.

○ ვინც უყვარს, კლანჭებით იცავს.

○ დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევს.

○ მას უბრალოდ სურს, ყველა ბედნიერი იყოს.

მორიელთან ნიღაბი არ მოირგოთ!


ქალი მორიელი ყველაფერში გამოგიწვევთ, მის გვერდით ''გაიზრდებით''. თქვენი ცხოვრება შეიცვლება. ერთი შეხედვით ცივი მორიელის თბილი და ღრმა გულის გასაღები ძვირად ფასობს♥ წინ ბევრი გამოცდა გელით ;)

image


იყავით გულწრფელი, ღირსეული, თავდაჯერებული, ძლიერი, წინდახედული, უშიშარი, მოსიყვარულე, გულუხვი, მტკიცე და გემოვნებიანი - აი, ასეთს მიგიღებთ ;დ

0
2289
შეფასება არ არის
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
2289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0