საბუნებისმეტყველო მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ ცნობენ ძაღლები «ცუდ» ადამიანებს 2017, 21 ივნისი, 15:41
რადგან ძაღლები ზოგიერთ ადამიანთან კონტაკტში შედიან, ხოლო ზოგს კი ერჩიან – ამას რაღაც ახსნა უნდა ჰქონდეს. მეცნიერებმა გადაწყვიტეს ძაღლის ე. წ. მე-6 გრძნობის გამოკვლევა და მათი ადამიანებისადმი დამოკიდებულების, შინაგანი ასპექტების გამოვლენა. იმის დასადგენად, თუ როგორ ახერხებენ ძაღლები ადამიანების იდენტიფიცირებას, ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ძაღლისთვის ორი სიტუაცია შექმნეს. ექსპერიმენტში ძაღლის პატრონი და სამეცნიერო ცენტრის ორი თანამშრომელი მონაწილეობდა. პირველ სიტუაციაში, ძაღლის პატრონი ყველანაირად ცდილობდა საკვების კონტეინერის გახსნას. ეს რომ ვერ «მოახერხა», დახმარებისთვის თანამშრომლებს მიმართა, ერთ-ერთი გახსნაში დაეხმარა, ხოლო მეორე – იქვე იდგა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. როდესაც კონტეინერი გაიხსნა, ძაღლმა იქიდან ამოღებული საკვები ორივე თანამშრომლისგან მიიღო. მეორე სიტუაციაში, პატრონმა კონტეინერი რომ ვერ გახსნა, იგივე თხოვნით თანამშრომლებს მიმართა. ერთ-ერთმა უარი უთხრა დახმარებაზე, ხოლო მეორე – არც განძრეულა. პატრონმა ამ სიტუაციის გათამაშების შემდეგ, კონტეინერი გახსნა, საკვები ორივე თანამშრომელმა ამოიღო და ძაღლს გაუწოდა. ძაღლმა საკვები მხოლოდ იმ თანამშრომლისგან მიღო, რომელიც იდგა და არაფერს აკეთებდა, ხოლო ვინც პატრონს უარი უთხრა, მის მიცემული საკვებს არ გაეკარა. ექსპერიმენტუ რამდენჯერმე ჩატარდა და მასში მონაწილე ყველა ძაღლი ერთნაირად იქცეოდა. ამრიგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხოველის ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას, მისი ქცევა განსაზღვრავს სხვა ადამიანებთან მიმართებაში. ანუ თუ ძაღლი, თქვენი გარემოცვიდან, ვინმეს ახლოს არ იკარებს ან უღრენს — ეს იმას ნიშნავს, რომ წარსულში იყო შემთხვევა, რომლის დროსაც, ეს ადამიანი, ძაღლის აზრით, «ცუდად» მოიქცა. და იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ძაღლებს ძალიან კარგი მეხსიერება აქვთ!
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * რატომ არ უყვართ ძაღლებს და კატებს ერთმანეთი? 1799 9-ს მოსწონს
|