x
image
ციცი
Mediator image
"ქალი რომ სხვისი სიკვდილით ტკბობას განიცდის, რაზე უნდა ელაპარაკო?"-დარეჯან ლიპარტელიანი ელისო კილაძეზე
image
ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას-"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წუხელ, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა"-სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა.

ამ თემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული აქტიურობით გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე გამოირჩეოდა:

"ლამის მთელი ერი ბედნიერი როა შენი გარდაცვალების პერსპექტივით, კი უნდა დაფიქრდე რა მიქარე ასეთი!
ათეისტი რომ ხარ, ღმერთზე აღარ გეუბნები არაფერს."


"ველოდები "ქართუს"პრესსამსახურის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
გიორგი უძილაური და ვიღაც ლეკა ეკითხებათ თუ არ ეკითხებათ, ყველაფერზე განცხადებებს აკეთებენ და ორი სიტყვა უთხრან დაზაფრულ ქოცელიტას!"



"გულით ვუსურვებ ბიძინა ივანიშვილს ჯანმრთელობას !
მე მინდა ის ვნახო გასამართლებული და გაკულაკებული !
არავითარი ხელოვნური ჩარევები..."


"სამშობლო არ უნდა გძულდეს !
ხალხი არ უნდა მოატყუო!
ფული ყველაფერი არაა!
ქველმოქმედება სიკეთეა და არა პოზა!
კაცი სიტყვით ფასდება!
ნეგატივი უკვალოდ არ ქრება!
თუ გინდა რომ ხალხმა არ იღლიცინოს შენი გარდაცვალების პერსპექტივაზე -წესიერად უნდა მოიქცე !!!!
ღმერთს თუ უნდა გაპატიოს, მე არ გაპატიებ-ცოცხალი მჭირდები !
ყველაფერზე პასუხი უნდა აგო, მათ შორის ჩემი შვილის პატიმრობაზეც..."


"გერმანიის კლინიკებში რომ ჩამორეკეს და ბიძინას ვერ მიაგნეს-ის ხალხი.
ამათ საკუთარი ქოცმრევლი მართლა ბრიყვები გონიათ-როდის იყო ევროპული კლინიკები ჯანმრთელობის შესახებ პერსონალურ მონაცემებს გასცემდნენ, თან ტელეფონით?!"


"დილით ჭორვილაში დედები მიდიან ბიძინა ივანიშვილის მოსანახულებლად.
ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს, მოიკითხავენ !
გაზეთებს ჩაუტანენ და სელფებსაც გადაიღებენ.
Megi Gociridze რა გიჟი ხარ..."


ელისო კილაძის სტატუსებს ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი გამოეხმაურა:

"ქალი რომ სხვისი სიკვდილით ტკბობას განიცდის, საერთოდ, რაზე უნდა ელაპარაკო?... ხოდა, იმიტომაც არის ალბათ, ერთ შავ წერტილში რომ გაიყინა, ეს ღორქალა და ერთ ადგილზე ბუქსაობს კაი ხანია... - ხალხში სიძულვილს სთესავს და თავადაც იმასვე იმკის... სხვისი შვილების თავისუფლება არ უხარია და მასვე უბრუნდება უკან თავისივე ბოროტება... ამ ბოროტ არსებას, ბიძინა ივანიშვილის სიკვდილი კი არა, ვერაფერი ვერ უშველის... ის იყო, არის და იქნება მუდამ, ბინძური, ბოროტი და საძულველი არსება! საწყალი მისი ოჯახი, ამ ჯადოქრის ხელში... უფალი სამართლიანია და ასეთ ბინძურ ადამიანს, სასტიკად დასჯის!"



imageimage

5
757
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
757
  
2017, 19 ივნისი, 13:50
მოსტყვნია პატრონი
2017, 18 ივნისი, 22:06
სხვას უთხრიდა ორმოს და თვითონ ჩავარდაო მასზეა ნათქვამი....
2017, 18 ივნისი, 21:26
ეტყობა, რომ ვერაა, ,, ვიდზეც,, კი . რამდენი საშინელი სტატუსი აქვს თან ამ თემაზე . ყველაფერს პოლიტიკურად როგორ უნდა უყურო
2017, 18 ივნისი, 14:17
ავადმყოფია ცალსახად, აფხაზეთის ომის ვეტერანზე ცალფეხა დავით ახრახაძეზე წერს ქილერიაო!
ცალფეხა ქილერი გაგიგიათ ვინმეს? :)
2017, 18 ივნისი, 12:19
ეს ქალი მარათლა არაა ნორმალური. ყველაფერი და ეს სხვის სიკვდილს ჩასაფრებულობას მაინც რა გამართლება უნდა მოუძებნო.
0 1 5