x
image
t.x.
რადგან ხელების გარეშე დავიბადე, არ ნიშნავს, რომ ოცნებაზე უარი ვთქვა(+ გალერეა)
image
ხშირად ჯანმრთელი, საღსალამათი ადამიანი წარუმატებლობის შემთხვევაში ფარ-ხმალს ყრის და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. ყველაფერს უიღბლობას აბრალებს. მაშინ რაღა უნდა ქნან მათ, ვინც თავიდანვე ფიზიკური ნაკლით დაიბადა? ზოგი მათგანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს მიჰყვება, ერთეულები კი ოპტიმიზმის გრძნობით აღვსილნი ჩვეულებრივებზე უკეთ ახერხებენ ცხოვრებას და თავის წარმოჩენას. ბევრისთვის ხელების და ფეხების უქონლობა არაა მიზეზი იმისა, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება ვერ მიიღოს და ცნობილი ვერ გახდეს.

ამის ნათელი მაგალითია 23 წლის პოლონელი მხატვარი მარიუშ კედზერსკი ( Kędzierski). მარიუში ხელების გარეშე დაიბადა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია შეექმნა ნამდვილი შედევრები. ასეთი ნახატების შექმნა ბევრ ხელებიან ადამიანს და მხატვარსაც კი გაუჭირდება. ის 1992 წლის 10 ნოემბერს პოლონეთში, სვიდნიცაში დაიბადა. ამჟამადაც იქვე ცხოვრობს. მისი ტალანტი ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში გამომჟღავნდა, როცა გაუთავებლად ხატავდა. ასე გრძელდებოდა 12 წლამდე. მცირე შეფერხების, ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ ისევ განაგრძო ხატვა. მისი შემოქმედება უმთავრესად პორტრეტებისაგან შედგება და იყიდება ამერიკაში, ინგლისსა თუ სამხრეთ კორეაშიც კი. ის ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა ინტერიერის დიზაინზე, ახლაც სწავლობს უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში. 2013 წელს მიენიჭა მეორე პრემია "Best Global Artist Award Vienna 2013" -ის.

შექმნილი აქვს 700-ზე მეტი ნახატი. თავის თავზე კი ასე ამბობს: "თუ ხელების გარეშე დავიბადე, ეს არ ნიშნავს, რომ დავივიწყო ჩემი ოცნებები". მხატვარი მთელს მსოფლიოში მოგზაურობს და თაყვანისმცემლებს აოცებს თავისი ტალანტით.imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




როგორ შევისწავლოთ უცხო ენა - რჩევები ადამიანისგან, რომელმაც 16 ენა იცოდა



13 წლის არაბი გოგონა ქორწილის ღამეს გარდაიცვალა



საშინელი ძველებური წეს-ჩვულება



მეცნიერებმა გამოიკვლიეს თუ რა ემართებათ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ




0
45
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
45