x
image
t.x.
ჯერ კარგად დაფიქრდი ანუ "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს"

imageსაკმაოდ ვრცელია პრობლემების ჩამონათვალი, რასაც მისი მოხმარება იწვევს, მაგრამ რჩევებს არც თუ ისე ხშირად ვითვალისწინებთ. თავის გასამართლებლად გამონათქვამსაც ვიყენებთ "სილამაზე მსვერპლს მოითხოვს"ო. ის მართლაც ალამაზებს ქალს, ზოგჯერ მამაკაცებიც მოიხმარენ, ვისაც თავისი სიმაღლე არ მოსწონს, თუმცა მის უარყოფით შედეგებზე არც ვფიქრობთ. საუბარია მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე. ლამაზი და მოხდენილია ქალი მაღალ ქუსლებზე, მაგრამ მისი ხშირი მოხმარება მრავალ პრობლემას იწვევს, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებში. ხშირად დაინახავთ 14-15 წლის გოგონებს მაღალი წვრილი ქუსლებით, როცა ჯერ კიდევ მათი ხერხემალი და ძვლოვანი სისტემა ჩამოუყალიბებელია.image

imageარ გაგიკვირდებათ და ქუსლებზე პირველები არა ქალები, არამედ მამაკაცები დადგნენ – უძველესი ქუსლიანი მამაკაცის წუღები მე-9 საუკუნის სპარსეთშია აღმოჩენილი. ქალის პლატფორმები კი უფრო გვიან გაჩნდა და მე-15 საუკუნეში თურქეთიდან ევროპაშიც შემოვიდა. მათი დანიშნულება ბანალურად პრაქტიკული იყო – ქალებს არ სურდათ ფაშფაშა და კოჭებამდე კაბის კალთები ქუჩის მტვერსა და ტალახში ამოეგანგლათ.image

მაღალ ქუსლებზე ქალი უფრო მომხიბვლელი და თავდაჯერებულია, მაგრამ ეს გარკვეულწილად პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას. მუდმივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებამ შეიძლება ტკივილი, სახსრების დეფორმაცია, ხერხემლის გამრუდება და ოსტეოართრიტიც გამოიწვიოს.

ფეხები მთელ სხეულს აბალანსებს. ქუსლის ხშირად შემაღლებულ მდგომარეობაში ყოფნამ შეიძლება ტერფების დეფორმაციამდე მიგვიყვანოს და ფეხებმა ვეღარ შეძლოს ნორმალურად ფუნქციონირება.

ჭარბწონიან ქალბატონებს, რომლებიც უპირატესობას მაღალ ქუსლებს ანიჭებენ, შეიძლება მყესების დაჭიმვა განუვითარდეთ. ამ დროს ხერხემალსაც დიდი დატვირთვა ადგება. ხშირად ქალბატონებს თავის ტკივილი აწუხებთ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარული მოქმედებს კისრის არეში არსებულ ნერვულ დაბოლოებებზე და სწორედ ეს ხდება ხშირად ტკივილის გამომწვევი მიზეზი.image

1. შეეცადეთ, არ იაროთ მაღალ ქუსლებზე მთელი დღის განმავლობაში. თუ დროის უმეტეს ნაწილს სამუშაო მაგიდასთან ატარებთ, მიეცით ფეხებს დასვენების საშუალება: გაიხადეთ ფეხზე და რამდენიმე წუთი ამოძრავეთ თითები.

2. ფეხსაცმლის არჩევისას მხოლოდ მისი სილამაზით ნუ იხელმძღვანელებთ. გახსოვდეთ! ის, პირველ რიგში, კომფორტული და მოსახერხებელი უნდა იყოს.

3. ქუსლის უსაფრთხო სიმაღლე მერყეობს 3-5 სმ-მდე. შედარებით სქელი ქუსლი ნაკლებ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, ვიდრე წვრილი ქუსლი. ე.წ. შპილკა. თუ მაღალი ქუსლის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, ტერფი სიმაღლეს ნელ-ნელა შეაჩვიეთ: ანუ დაიწყეთ 4-5 სმ-იანი ქუსლით და მისი სიმაღლე თანდათანობით გაზარდეთ.

4. ნუ დაზოგავთ ფულს ხარისხიანი ფეხსაცმლის შესაძენად!

5. შეეცადეთ, ყოველ საღამოს ტერფებზე სარელაქსაციო მასაჟი გაიკეთოთ.imageimage

0
133
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0