სხვა შურისაგან თავის დასაცავად 2012, 14 სექტემბერი, 16:00 შურიანობას ზოგიერთი ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს და არავითარ საშიშროებას არ ხედავს მასში, მაგრამ ასე არ არის.
შური სხვისი ბედნიერებითა და კეთილდღეობით გამოწვეული ბოღმაა, რომელიც შურის ობიექტზე უარყოფით ენერგეტიკულ გავლენას ახდენს, თანაც ეს მარტო იმას კი არ ვნებს, ვისიც შურთ, არამედ მასაც, ვისაც შურს. შურიანობისაგან თავის დასაცავად საჭიროა:
1. ჯიბით ატარეთ ლობიოს, ცერცვის ან ოსპის მარცვალი. წყვილლებნიანებს ადამიანისგან შურის აცილების მაგიური ძალა გააჩნიათ.
2. გაახმეთ მუხის რამდენიმე ფოთოლი და ჩაიდეთ იმ ჩანთაში, რომლითაც საქმეზე მიდიხართ. ნაწილი კი შინ დამალეთ იქ, სადაც ფული და ძვირფასი ნივთები გიწყვიათ.
3. შურისაგან თავდასაცავად კარგია აბზინდა. შეგიძლიათ ის ოფისშიც იქონიოთ. 4. დაკიდეთ კარის თავზე გამხმარი სამყურის კონა, რათა სახლში შური არ შეიპაროს. ეს ბალახი ოჯახის წევრთა კარგ ურთიერთობასაც უწყობს ხელს. 5. სახლში შესასვლელ კარზე დაამაგრეთ გიშრის ჯვარი. 203 5-ს მოსწონს
|