ბატონი ფრანჩესკო ლენტინი დაიბადა 1889 წელს, სიცილიაში. ოჯახში მე-12 და უკანასკნელი შვილი იყო. მის ხერხემალზე მიბმული იყო 1 ფეხი და 1სრულფასოვანი მამაკაცური ორგანოს სრული კომლექტი. მისი მესამე ფეხი იყო პატარა, დეფორმირებული და ავადმყოფი.
.ფრენკს ჰქონდა 16 ფეხის თითი. ყველაზე ძალიან მას აწუხებდა, რომ ფეხები სხვადხსვა სიგრძის იყო. ექიმები ვერ ბედავდნენ ფეხის ამპუტაციას, ეშინოდათ, რომ ხერხემალს დაუზიანებდნენ. მშობლებმა მიატოვეს, იზრდებოდა დეიდასთან, რომელმაც ინტერნატში ჩააბარა.
ინტერნატში მიხვდა, რომ მასზე უარესებიც არსებობდნენ. ისწავლა სირბილი, ველოსიპედზე სიარული, ცხენზე ჯდომა.
8 წლისა მოხვდა ამერიკაში და მაშინვე ცირკში აიყვანეს.
ფრენკი კარგი მოსაუბრე და საოცარი ადამიანი იყო. ხუმრობდა საუცხოოდ. ამ თვისებებით მოხიბლა ახალგაზრდა ლედი, დაქორწინდა და 4 ჯანმრთელი შვილი შეეძინა. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ცირკში. გარდაიცვალა 1966 წელს.