x
image
ვიზა კოხაძე
იწვევს თუ არა შეკრულობას ხორბალი და ზოგიერთი სუფთა პროდუქტი?
imageმიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ირჩევს დიეტის დროს სრულიად გააქროს მენიუდან ხორბლის ნაწარმი ( როგორიცაა პურ - ფუნთუშეული, ნამცხვარი ) ჯანმრთელ ადამიანებსაც გარკვეული პრობლემები ექმნებათ ხორბლის მოხმარებით. როგორც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის პროფესორი იზაბელ სკიპალა ამტკიცებს, ინგლისის მოსახლეობის 2 % სუფთა პროდუქტებითაა ალერგიული.სუფთა პროდუქტებში იგულისხმება ვაშლი, ატამი, ნიახურის და სტაფილოს ცოცხალი წვენები, ასევე არყის ყვავილი. ზემოთჩამოთვლილი პროდუქტები იწვევენ ორგანიზმში გლუტეინის ჭარბ რაოდენობას, რაც რეაქციას ახდენს ადამიანის პირის ღრუში, უკიდურეს შემთხვევაში კი ყელის ტკივილს.imageდოქტორი სკიპალა, რომელმაც ლონდონში გამართულ Cheltenham მეცნიერთა ფესტივალზე პრეზენტაციაზე წარადგინა თავისი კვლევა, აღნიშნა, რომ " მოსახლეობის სამი მეოთხედი მოდის ჩემს კლინიკაში და დარწმუნებით ამბობენ, რომ მათ პრობლემა აქვთ ხორბალთან.სინამდვილეში ხილი და ბოსტნეულთან დაკავშირებული ალერგიები ბევრად უფრო გავრცელებულია. მე მინახავს ადამიანი, რომელიც ანაფილაქსიური შოკისგან გადავიდა ცოცხალ წვენზე. ეს ნედლი პროდუქტია, რომელიც პრობლემას იწვევს, მაგრამ ადამიანებმა არც კი იციან ამ ტიპის ალეგიის შესახებ, რადგან ხორბლის ალერგია სამწუხაროდ უფრო " მოდურია" - ამტკიცებს დოქტორი იზაბელ სკიპალა.

იმავე კოლეჯის ცნობილი დიეტოლოგი ამტკიცებს, რომ პაციენტები დიდ ბრიტანეთში განიცდიან Pollen Food სინდრომს.

image

სინდრომის შესახებ Dr Skypala ბრიტანულ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია კლინიკური და ექსპერიმენტული ალერგიის შესახებ, სადაც გააფრთხილა საზოგადოება, რომ უახლოეს წლებში ეს ალერგია შეიძლება ეპიდემიად გადაიქცეს.წინა კვლევამ აჩვენა, რომ ხილი უფრო იწვევს პრობლემას, ვიდრე ბოსტნეული.მისი მტკიცებით, კლიმატის ცვლილების და დაბინძურების შედეგია არსებული პრობლემა.რა არის გლუტეინი?


გლუტეინი არის ცილა (წებოვანა), რომელსაც შეიცავს მარცვლეულები (ხორბალი, შვრია, ქერი). ხშირად ადამიანებს აქვს გლუტენის შეუთავსებლობა, რაც გამოიხატება ალერგიული რეაქციით ისეთი პროდუქტების მიღებისას, რომლებიც შეიცავს წებოვანას.

გლუტეინის შემცველი საკვები განსაკუთრებით ვნებს "ცელიაკით"დაავადებულ ადამიანებს.ცელიაკი- არის გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი ვერ ინელებს გლუტეინს, ორგანიზმში მოხვედრისას ის იწვევს ნაწლავის ატროფიას, შედეგად ადამიანი ვერ იღებს ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ხოლო აუცილებელი ელემეტები ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი მისთვის შეუთავსებელი ხდება.

0
80
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0