პროფილაქტიკა წონაში კლებისა და ორგანიზმის გაახალგაზრდავების რეცეპტი ტიბეტელი ბერებისგან 2017, 12 ივნისი, 10:10 იუნესკომ, 1971 წელს ერთ-ერთი ექსპედიციის დროს ტიბეტში, აღმოაჩინა ორგანიზმის გაახალგაზრდავების რეცეპტი. ბერების გადმოცემით, ისინი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ მას, ჯერ კიდევ ძვ.წ. აღ. მე-6 საუკუნიდან. როგორი ეფექტი აქვს მას? ხელს უწყობს წონაში კლებას, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, ანადგურებს ბაქტერიებს, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აახალგაზრდავებს სხეულს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ინგრედიენტები: 100 გრ. გვირილა 100 გრ. კრაზანა 100 გრ. უკვდავა 100 გრ. არყის ხის კვირტები კრაზანა შეიცავს დიდი რაოდენობით ცინკს და სხვა მიკროელემენტებს, რომელთა გარეშე იმუნიტეტის უჯრედები არ მუშაობს. გვირილა ხელს უწყობს შარდის ბუშტთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას, ხელს უშლის გაზების წარმოქმნას, ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიებს. არყის ხის კვირტებს გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე, მასთან ერთად კი მავნე ნივთიერებები, ბაქტერიები. უკვდავა აქრობს ანთებას და ანადგურებს მავნე მიკრობებს, აუმჯობესებს ლიპიდურ მეტაბოლიზმს, ეხმარება ათეროსკლეროზთან, დიაბეტთან, ჭარბ წონასთან ბრძოლაში, დევნის ნაღვლის ბუშტიდან ქოლესტერინს. ყველა ეს მცენარე, კომბინირებულად, აახალგაზრდავებს ორგანიზმს. მომზადებისა და მიღების წესი: ყველაფერი დააქუცმაცეთ, აურიეთ და მოათავსეთ ფაიფურის ან შუშის ჭურჭელში. საღამოს 1 ს. კ. დაასხით 0.5 ლ. ადუღებული წყალი, დააყენეთ 20 წუთი ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში, შემდეგ გადაწურეთ. ოდნავ გააგრილეთ. შემდეგ 250 მლ. ცხელ ნაყენში გახსენით 1 ჩ.კ. თაფლი. მიიღეთ საღამოს ვახშმის მერე, ამის შემდეგ არაფერი დალიოთ და ჭამოთ. დილით გააცხელეთ (ოღონდ არ აადუღოთ) დარჩენილი სითხე, გახსენით კვლავ 1 ჩ.კ. თაფლი და მიირთვით. ასე მოიქეცით ყოველ დღე სანამ ბალახების ნაერთი არ გაგითავდებათ. მკურნალობის კურსი 5 წელში გაიმეორეთ. მოხმარების შედეგი: ასევე დაგაინტერესებთ: დაივიწყეთ გასტრიტის შესახებ მეორე დღესვე – ბუნებრივი საშუალება, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ! 5 ფაქტორი, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიოში – ეს ბევრმა არ იცის! კაკლის უღელი – რა დაავადებების განკურნებაა შესაძლებელი მისი მეშვეობით 4 სამკურნალო სასმელი, რომელიც ორგანიზმში ანთებას აქრობს და ვირუსებს ანადგურებს ცნობილი ამერიკელი ექიმი გვიყვება ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც ყველა ინფექციას ანადგურებს ორგანიზმში ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი 10 პროდუქტი, რომელიც იმუნიტეტს გაგიძლიერებთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ 2470 9-ს მოსწონს
|