x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გასული საუკუნის სპორტული რეკორდები,რომელიც დღემდე დაუძლეველია
imageარის რეკორდები, რომელიც გასულ საუკუნეში დამყარდა, თანამედროვე სპორტსმენები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ძველი რეკორდები მოხსნან, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.



1)იური სედიხი, ბადროს ტყორცნა(საბჭოთა კავშირი)-1986 წელს სპორტსმენმა ბადრო 86, 74 მეტრზე გატყორცნა, ეს რეკორდი დღემდე მოუხსნელია.

image


2)ნატალია ლისოვსკაია, ბირთვის ტყორცნა-(საბჭოთა კავშირი)-(სხვათა შორის იური სედიხის ცოლი)1987 წელს ბირთვი 22, 63 გაისროლა, ეს რეკორდი დღესაც მოუხსნელია.



image


3)ტატიანა ლედოვსკაია, ოლგა ნაზაროვა, მარია პინიგინა და ოლგა ბრიზგინა-ესტაფეტა 4х400(საბჭოთა კავშირი)1987 წელს დაამყარეს რეკორდი 3.15, 17 წამში, ეს რეკორდი დღემდე მოუხსნელია.


image



4)გალინა ჩისტიაკოვა-სიგრძეზე ხტომა(საბჭოთა კავშირი)-1985 წელს გადახტა 7მ და 52 სმ-ზე, ეს რეკორდი დღემდე მოუხსნელია.


image


5)მაიკ პაუელი-სიგრძეზე ხტომა(აშშ)-1991 წელს გადახტა 8 მ და 95 სმ-ზე, ეს რეკორდი დღემდე მოუხნელია.


image


6)იარმილა კრატოხვილოვა-სირბილი(ჩეხოსლოვაკია)-1983 წელს სპორსტმენმა 800 მეტრიანი დისტანცია 1:53, 28 წამში გაირბინა, რეკორდი დღემდე მოუხსნელია.


image


7) მარიტა კოხი-სპრინტი(გდრ)-1985 წელს აღმოსავლეთ გერმანელმა სპორტსმენმა 400 მეტრიანი დისტანცია 47, 6 წამში დაფარა, რეკორდი დღემდე მოუხსნელია.


image



8)ფლორენს გრიფიტ-ჯოინერი-სპრინტი(აშშ)-1998 წელს ფლორენსმა ერთბაშად ორ დისტანციაზე დაამყარა მსოფლიო რეკორდი:100 (10, 49) და 200 (21, 34), ორივე რეკორდი დღემდე მოუხსნელია.

image


9)უვე ჰონი-შუბის ტყორცნა(გდრ)-გერმანელმა სპორტსმენმა 1984 წელს შუბი 104, 8 მეტრზე გატყორცნა, რითაც ერთბაშად 10 მეტრით გააუმჯობესა უწინდელი რეკორდი და სახიფათოდ მიუახლოვდა მაყურებლების ტრიბუნას..ამის შემდეგ შეიცვალა წესები მაყურებლების უსაფრთხოების მიზნით, ხოლო რეკორდი დღემდე მოუხსნელია.


image



10)ჰავიერ სოტომაიერ სენაბრია-სიმაღლეზე ხტომა(კუბა)-1988 და 1993 წელს ორჯერ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი, ხოლო სიმაღლე.- 2, 45 მეტრი დღემდე დაუძლეველია.


image


11) ოლგა კორბუტი-სპორტული ტანვარჯიში(საბჭოთა კავშირი)-ლეგენდარული სპორტსმენი, რომელმაც 40 წლის წინ ნამდვილი ფურორი მოახდინა მთელს მსოფლიოში, მისი ტრიუკები დღესაც განუმეორებელია და უკვე აკრძალულიც, რადგან სხვა სპორტსმენმა, ელენა მუხინამ სცადა მისი გამეორება, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დამთავრდა.მუხინა 26 წელი იყო მიჯაჭვული საწოლზე გადატეხილი ხერხემლით.


image


P.S.-ოლგა კორბუტის გამოსვლა მიუნჰენის ოლიმპიადაზე 1972 წელს, იხილეთ და დატკბით მისი ფანტასტიური, არამქვეყნიური გამოსვლით.


0
721
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
721
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0