დასავლეთის კულტურაში ნუმეროლოგიის შესახებ დიდი ხნის მანძილზე არის ცნობილი. ამ მეცნიერებას საფუძველი ცნობილმა ბერძენმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა პითაგორმა ჩაუყარა (ძვ. წ. აღრ. VI ს.). თუმცა, ნუმეროლოგია ბაბილონში, ინდოეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში და რომში, პითაგორამდეც არსებობდა, მაგრამ ის სისტემა რაც დღეს არსებობს, პითაგორს ეკუთვნის.
მან სპეციალური ნუმეროლოგიური სქემაც კი შექმნა, რომლის თანახმად, ყველა ადამიანმა იმ ცხოვრებით უნდა იცხოვროს, რაც ციფრებით არის მისთვის განსაზღვრული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ცხოვრების მანძილზე, ის უიღბლობისთვის იქნება განწირული!
ეს მოსაზრება, დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება, ნაკლებად დამაჯერებლად მოგეჩვენოს, მაგრამ თქვენ თავადვე შეგიძლიათ შეამოწმოთ და გაიგოთ, თუ რამდენად მართალი იყო პითაგორი!
საკუთარი გზის დასადგენად, გაიარეთ შემდეგი ტესტი:
I. დააჯამეთ დაბადების დღის ციფრები. მაგალითისთვის, ავიღოთ 1969 წლის 29 მარტი — 29.03.1969. მიღებული რიცხვის ციფრები იქამდე უნდა შეკრიბოთ, ვიდრე ციფრს არ მიიღებთ:
2+9+0+3+1+9+6+9 = 39
3+9 = 12
1+2 = 3.
ამ შემთხვევაში, ცხოვრების გზა არის №3
II. ამის შემდეგ, ნახეთ თქვენი ცხოვრების გზის ნომერი და გაიგეთ, რით უნდა იყოთ დაკავებული ცხოვრებაში!
ცხოვრების გზა №1:
ადამიანი–«ერთიანები» — უპირველეს ყოვლისა, ორიგინალურად მოაზროვნე და ხელოვნების ნიჭით დაჯილდოვებული პირები არიან. მათი მთავარი მახასიათებელი მიზანდასახულობა და მისკენ სწრაფვა არის. ამასთან, ისინი ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებენ ან ყველაზე და ყველაფერზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ.
ეს კი, შესაფერისი პროფესიების ჩამონათვალია: ფრილანსერი/დამოუკიდებელი კონტრაქტორი; ბიზნესმენი; მენეჯერი; გაყიდვების მენეჯერი; მარკეტოლოგი; რეკლამის სპეციალისტი; დიზაინერი; ინჟინერი; მწვრთნელი–კონსულტანტი; პოლიტიკოსი; დეველოპერი; ბროკერი; ფინანსური კონსულტანტი; კრეატიული დირექტორი; სპორტსმენი.
ცხოვრების გზა №2:
ადამიანი–«ორიანები», პირველ რიგში, დეტალებზე ახდენენ ორიენტირებას. ისინი ხედავენ და ისეთ რაღაცეებს ამჩნევენ, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება. ჩვეულებრივ, «ორიანები» საუკეთესო მეგობრები და აღმზრდელები არიან, რადგან სხვებზე ზრუნვა და გვერდში დგომა მათსავი, სხვებს არ შეუძლიათ.
და კიდევ, ისინი ხშირად იბრძვიან სხვისი უფლებების და შესაძლებლობების გაფართოვებისთვის.
ეს კი, შესაფერისი პროფესიების ჩამონათვალია: აღმზრდელი; ფსიქოთერაპევტი; მკურნალი; მზარეული; დიპლომატი/მედიატორი; პოლიტიკოსი; მუსიკოსი; მხატვარი; დიზაინერი; სოციალური მუშაკი; ადმინისტრატორი; თერაპევტი; ალტერნატიული მედიცინის სპეციალისტი; ბუღალტერი/ეკონომისტი; მასაჟსტი; მსახიობი.
ცხოვრების გზა №3:
ადამიან–«სამიანებს» ძალიან უყვართ ხმამაღლა მსჯელობა და საკუთარი აზრის დაფიქსირება. გარდა ამისა, ისინი შემოქმედებითი ხასიათით გამოირჩევიან და მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა!
სილამაზისადმი საკუთარი დამოკიდებულებით, მათ სხვების აყოლიებაც შეუძლიათ. ხოლო, მთავარი «სამიანებისთვის» — საკუთარი «მეს» დაფიქსირება არის: იქნება ეს ხელოვნებაში, სპორტში, თუ სამეცნიერო სფეროში.
ეს კი, შესაფერისი პროფესიების ჩამონათვალია: მსახიობი; მხატვარი; ჟურნალისტი; დიზაინერი; მზარეული; მუსიკოსი; მოცეკვავე; მწვრთნელი; მწერალი; ფოტოგრაფი; გამყიდველი; არქიტექტორი; გრაფიკული დიზაინერი; სტილისტი; კოსმეტოლოგი; ვიზაჟისტი; ხელოვნებათმცოდნე.
ცხოვრების გზა №4:
ადამიანი–«ოთხიანები» — სხვებზე მეტად, დეტალებს, სისტემურობას და ყველაფრისადმი მეთოდოლოგიურ მიდგომას აფასებენ. თუ მათთან ერთად, რამის გაკეთებას სწრაფად მოინდომებთ, ისინი ამაზე არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებიან: მათ უყვართ, როდესაც გეგმა, მცირე დეტალებამდე, არის გააზრებული.
სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ისინი ყოველთვის მაღალკვალიფიციური მენეჯერები და ორგანიზატორები არიან. სადაც არ უნდა გამოჩნდნენ ეს ადამიანები, იქ ყოველთვის სტაბილური სიტუაცია და წესრიგი დამყარდება.
ეს კი, შესაფერისი პროფესიების ჩამონათვალია: დირექტორი/მმართველი/ხელმძღვანელი; ბიზნესმენი; რედაქტორი; აუდიტორი; ბუღალტერი/ეკონომისტი; ექიმი; ინჟინერი; სამხედრო/სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი; პირადი მწვრთნელი; ანალიტიკოსი; არქიტექტორი; ადვოკატი; ბიზნეს–კონსულტანტი; ბანკირი ან ფინანსური ინვესტიციების ანალიტიკოსი.
ცხოვრების გზა №5:
«ხუთიანები» — არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში, ყველაზე მეტად, მრავალფეროვნებას და სიახლეს აფასებენ. აქვთ კომუნიკაბელურობის და ანალიტიკური აზროვნების ნიჭი. ხოლო, მეგობრები მათ იმის გამო აფასებენ, რომ ყოველთვის კარგი რჩევის მიცემა შეუძლიათ.
ეს კი, შესაფერისი პროფესიების ჩამონათვალია: პროექტების მენეჯერი; ტურისტული ბიუროს კონსულტანტ–მენეჯერი; საზეიმო ღონისძიებების ორგანიზატორი; გამომძიებელი; რეკლამის და მარკეტინგის კონსულტანტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; სტილისტი; ტელე–რადიო წამყვანი.
ცხოვრების გზა №6:
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, ყველაზე ხშირად, მუშაობას მომსახურების სფეროში იწყებენ. მათ ძალიან მოსწონთ სხვა ადამიანების დახმარება, გვერდში დგომა და კონსულტაციების გაწევა.
ეს კი, შესაფერისი პროფესიების ჩამონათვალია: მოდის ექსპერტი და იმიჯმეიკერი; ინტერიერის დიზაინერი; თერაპევტი; მასწავლებელი; მკურნალი; დირექტორი; მანუალური თერაპევტი; მოდელი; ვიზაჟისტი; მედიცინის მუშაკი; სტილისტი; კოსმეტოლოგი.
ცხოვრების გზა №7:
ადამინ–«შვიდიანებს» მოვლენების წინასწარ განჭვრეტა შეუძლიათ. ისინი აქტიურობით არასდროს გამოირჩევიან, რადგან ყველაფერზე კარგად დაფიქრება უყვართ — ასეთია მისი ანალიტიკური აზროვნების ბუნება. მათ შეუძლიათ რთული სამოქმედო გეგმის შედგენა და ურთულესი პრობლემის მოგვარება. ძალიან უყვართ ტექნოლოგიები და სულიერ სიმშვიდეს პოულობენ ტექნიკასთან ურთიერთობით. ხოლო, საყვარელი მეცმიერება — ფსიქოლოგია არის.
ეს კი, შესაფერისი პროფესიების ჩამონათვალია: მკვლევარი/მეცნიერი; ანალიტიკოსი; IT-კონსულტანტი; ფილოსოფოსი/ფსიქოლოგი; ჯურნალისტი; ინჟნერი; პროგრამისტი; ბუღალტერი; მოძღვარი; ექიმი; ნატუროპათი; ბიოგრაფი.
ცხოვრების გზა №8:
ადამიანი–«რვიანები» — უპირველეს ყოვლისა, ნიჭიერი ხელმძღვანელები არიან. დიდი პრობლემის მოსაგვარებლად, ისინი ნოვატორული იდეების გამოყენებასაც არ ერიდებიან, არ უყვართ სხვის დაქვემდებარებაში მუშაობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს სხვა, დირექტორი არის.
ეს კი, შესაფერისი პროფესიების ჩამონათვალია: ბიზნესმენი; დამოუკიდებელი კონტრაქტორი; პროექტების მენეჯერი; ბანკირი; ბიზნეს–კონსულტანტი; ბროკერი; ადვოკატი; ქირურგი; პოლიტიკისი/მაღალი თანამდებობის პირი.
ცხოვრების გზა №9:
«ცხრიანები» — უნიკალური ადამიანები არიან, რადგან მათში გაერთიანებულია, როგორც შემოქმედებით საწყისები, ის სხვებისთვის მუშაობის უნარი. ამიტომ, ისინი, უფრო ხშირად, მომსახურების სფეროში საქმდებიან. ხოლო, მათ რჩევებს, ყოველთვის ყურადღებით ისმენენ და ითვალისწინებენ.
ეს კი, შესაფერისი პროფესიების ჩამონათვალია: ჯანდაცვის და განათლების სფეროების სპეციალისტი; მხატვარი; მწერალი; უფლებადამცავი; ადვოკატი; მსახიობი; პოლიტიკოსი; სამოქალაქო აქტივისტი; კადრების მმართველი (HR); საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ენერგეტიკოსი, გრაფიკული დიზაინერი; მოდელიერი; ფოტოგრაფი.