x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გაიგეთ ვის რა ნიჭი გვერგო... ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ლეგენდის მიხედვით, ერთხელ, გამთენიისას, ღმერთმა 12 ზოდიაქოს ნიშანი თავისთან იხმო და თითოეულს ყურში მისი მოწოდება და დანიშნულება უთხრა, ისე რომ, დანარჩენებს არ გაეგოთ. და ეს გახდა ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი საიდუმლო. მაგრამ, ის ბოლოს მაინც გამჟღავნდა და ახლა ნებისმიერი ადამიანს შეუძლია შეიტყოს, თუ რა ნიჭი ერგო მის ზოდიაქოს ნიშანს ღმერთისგან:

image


ვერძი


შენ ლიდერობას გაკისრებ – ხალხის გულში ცეცხლი უნდა დაანთო და მათ წინ გაუძღვე! საკუთარი ოცნებისკენ იარე და სხვები შთააგონე! ბევრი სიჯიუტისთვის გაგკიცხავს, მაგრამ გახსოვდეს, ჯიუტობის გარეშე, მიზნის მიღწევა შეუძლებელია!



კურო


შენთვის ძალიან უჩვეულო საჩუქარი მაქვს. შენ ძალიან მარტივად შეგეძლება მატერიალური დოვლათის გამრავლება და გამდიდრება, თუ... თუ შენს გულში მუდმივად სიყვარულის ცეცხლი იგიზგიზებს. მთავარია, ერთმანეთში არ აგერიოს ფული და სიყვარული. სიყვარული შენთვის ყოველთვის I ადგილზე უნდა იყოს და მაშინ, ყველაფერი გამოგივა – მეორე, მესამე და მეათეც...



მარჩბივი


მე გაძლევ, ადამიანების ურთიერთგაგებაში დახმარების უნარს. მაგრამ, ჯერ საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან უნდა მოხვიდე ჰარმონიაში. ამას თუ შეძლებ – მსოფლიო ერთ-ერთ საუკეთესო პოლიტიკოსს, დიპლომატს ან ფსიქოლოგს მიიღებს, კაცობრიობის ისტორიაში.



კირჩხიბი


შენ უჩვეულო მგრძნობელობას და მისგამ მომდინარე სიბრძნეს გაძლევ. მაგრამ, ძალიან გთხოვ, ნუ გახდები განდეგილი-ბრძენი, რადგან შენი სიბრძნე ძალიან საჭიროა ირგვლივმყოფთათვის!



ლომი


ისევე, როგორც ვერძს, შენც ხალხის წინამძღოლობის უნარს გაძლევ. ბევრი ეგოიზმში დაგდებს ბრალს და შენს გაკიცხვას დაიწყებს. მაგრამ, თუ გაუჭირდებათ, ისევ შენთან მოვლენ დახმარების თხოვნით. ამიტომ, ლიდერობის უნარის გარდა, სულგრძელობის უნარსაც გაძლევ, რომ ვინც დახმარებას გთხოვს, ყველას დაეხმარო, წარსულში მისი შენდამი დამოკიდებულების მიუხედავად!



ქალწული


შენ, ჩემს მიერ შექმნილი, ამ მშვენიერი სამყაროს შესწავლას გავალებ. მიჰყევი ცნობისმოყვარეობას, გამოიკვლიე, გამოიყენე სკურპულოზურობის (ყველაფრის ზედმიწევნით შესრულება) უნარი და ირგვლივ, სიმშვიდის და საკუთარი ჩვევებისადმი ერთგულების აურა გაავრცელე.



სასწორი


გაძლევ ჩვეულებრივ ნივთებში სილამაზის დანახვის შესაძლებლობას. დატკბი და შენს მიერ აღქმული სილამაზე სხვებსაც გაუზიარე. ხოლო ის, თუ როგორ გააკეთებ ამას, თავად გადაწყვიტე – შეგიძლია იმღერო, დახატო, წერო ან სხვა რამე მოიფიქრო. შენ საკმარისი ნიჭი გაქვს საიმისოდ, რომ სილამაზის გადმოცემა მოახერხო!



მორიელი


შემი საჩუქალი ყველაზე მძიმეა, 12 საჩუქალს შორის… მაგრამ, ნუ გაბრაზდები ჩემზე, შვილო ჩემო. მე შენ სხვა ადამიანის სულის განჭვრეტის უნარს გაძლევ და რა თქმა უნდა, ეს უამრავ ტანჯვას მოგიტანს... მაგრამ, როგორც კი სამყაროს ისეთად მიიღებ, როგორიც არის... შენ ყველაფერს შეძლებ, რასაც ისურვებ.



მშვილდოსანი


სხვებისთვის სიხარულის მინიჭენის და მათში ოცნების სინათლის ანთების უნარს გაძლევ. ყველა, ვისაც შენთან ურთიერთობა ექნება, ყველაზე საუკეთესოს აღმოაჩენს საკუთარ თავში.



თხის რქა


შრომისმოყვარეობის ნიჭს გაძლევ. შენ ხალხს შრომა და შრომის ფასი უნდა ასწავლო, იმისთვის რომ, ის მიიღონ, რასაც მოინდომებენ. შენზე უკეთესად ვინვ იცის, რომ ყველაზე საუკეთესო, დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღება!



მერწყული


თავისუფლებას და ბედნიერებას გაძლევ, რომ ხალხს შენი საშუალებით ვესაუბრო… შენ უნდა გაახსენო მათ ჩემი არსებობა. ყველაზე უკეთესად ეს იმ შემთხვევაში გამოგივა, თუ მართლაც ბედნიერი იქნება. ასე, რომ, სიხარულს ნუ მოაკლებ საკუთარ თავს!



თევზები


შენ მომავლის წინასწარმეტყველების და წინასწარ შეგრძნების ნიჭს, ინტუისიას გაძლევ. ეს ადვილი არ იქნება – შენ სრულად შეიგრძნობ სამყაროს და იარებს მიიღებ, მასში არსებული უამრავი ტანჯვის გსმო. მაგრამ, ნუ შეგეშინდება! ყველაზე რთულ სიტუაციებში, ყოველთვის შენთან ვიქნები და დაგეხმარები.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ყველაზე მოკლე ჰოროსკოპი


3-3 რჩევა, აღმოსავლეთის ბრძენისგან, ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

image


0
9771
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
9771
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0