ასტროლოგია 3-3 რჩევა, აღმოსავლეთის ბრძენისგან, ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის 2017, 25 დეკემბერი, 9:52 თითოეულმა ჩვენგანმა სამყაროს წესების დაცვით უნდა იცხოვროს, რომლებიც ძველთაგანვე ცნობილია. მაგრამ, აღმოსავლეთის სიბრძნის თანახმად, სამყარო ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 3 მნიშვნელოვან გაკვეთილს უტარებს, რომლის შესწავლა აუცილებელია. ხოლო იმისთვის, რომ შეცდომა არ დავუშვათ და ღირსეულად გავიაროთ ცხოვრებისეული გამოწვევები, ქვემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინება არის საჭირო. თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს სამი რჩევა ეძლევა, დაიმახსოვრეთ ეს რჩევები და საჭირო დროს გამოიყენეთ.
ვერძი I. ბედნიერება — ახლობელი ადამიანები არიან. სიმდიდრე მოდის და მიდის, ხოლო ოჯახის წევრები და მეგობრები ყოველთვის თქვენთან რჩებიან. დააფასეთ ჭეშმარიტი სიყვარული და მეგობრობა. II. თუ გინდათ, რომ ბედნიერი იყოთ, წარსული წარსულში დატოვეთ.III. პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება — მისგან თავის შორს დაჭერა არის. კურო I. ყველა ადამიანი თანასწორია, სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად. არავის აქვს უფლება საკუთარი თავი სხვებზე მაღლა დააყენოს და თავი ზეადამიანად წარმოიდგინოს. II. მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ. III. შემთხვევით არაფერი ხდება. ამ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია. მარჩბივი I. ეგოიზმი არასდროს აყენებს ადამიანს მომგებიან პოზიციაში. ის მხოლოდ წუთიერი ძალაუფლების, კარგი განწყობის და თვითკმაყოფილების შეგრძნებას იძლევა. კირჩხიბი I. ამ სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს! თუ ვინმეს ტკივილს მიაყენებთ, არც თქვენ დარჩებით დაუსჯელი. ლომი I. ყველაზე სასარგებლო თვისება ამ ცხოვრებაში — საკუთარი თავის სხვის ადგილზე ზარმოდგენა არის. ის ძალას და თავისუფლებას მოგცემთ, რაზეც უმრავლესობა ოცნებობს. ქალწული I. თქვენ ყოველთვის მართალი ვერ იქნებით! შეცდომა ყველამ შეიძლება დაუშვას — თქვენ, თქვენმა მტერმა და მეგობარმა, ბრძენმა და სულელმა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ შეცდომების აღიარება შეგეძლოთ. სასწორი I. ცხოვრება შავ-თეთრი ზებრა არ არის — ის ჭადრაკის დაფაა და არჩევანი ყოველთვის თქვენზეა. მორიელი I. თუ თქვენ სრულიად მარტო შეცვლით სამყაროს უკეთესობისკენ, ეს მაინც არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ სხვებს მიუთითოთ, თუ რა უნდა აკეთონ. II. სხვებს რჩევა მხოლოდ მაშინ მიეცით, როდესაც ამის შესახებ გთხოვნით მოგმართავენ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, თქვენი მცდელობა მანიპულაციად შეფასდეს. მშვილდოსანი I. დიპლპმატიური ადამიანები ყოველთვის უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე ეგოისტები. ეს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილია და რაც უფრო მალე ისწავლით მას, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. თხის რქა I. იდეალური ადამიანები არ არსებობენ, რაც უფრო მეტად შეეცდებით ამ მდგომარეობამდე მისვლას, მით უფრო მოსაწყენი გახდებით ირგვლივმყოფთათვის. მერწყული I. ყოველთვის დააფასეთ სხვების დახმარება და ყურადღება! იმას, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა, მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, როდესაც ვკარგავთ. თევზები I. ცხოვრებისგან სიამოვნება რომ მიიღოთ, ჯერ პრიორიტეტები უნდა განსაზღვროთ. ზუსტად უნდა დაადგინოთ რა გინდათ – დაისახოთ მიზანი და მისკენ იაროთ. 15 წესი, რომლის შესრულების შემთხვევაში, იღბალი, სიხარული და ბედნიერება არ მოგაკლდებათ რა არის სული და რატომ მოდის ის დედამიწაზე?
1974 9-ს მოსწონს
|