სასმელები იცით რითი განსხვავდება სინამდვილეში კოკა-კოლა და პეპსი? - ეს ბევრმა არ იცის! 2017, 6 ივნისი, 0:03 ![]() Pepsi vs. Coca-Cola ამ მხრივ კაცობრიობა შეიძლება ორ ძირითად ნაწილად გავყოთ: კოკა-კოლას მოყვარულებად და პეპსის გულშემატკივრებად. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მათ შორის განსხვავებას საერთოდ ვერ ამჩნევენ. ![]() შემადგენლობა კი კოკას და პეპსის თითქმის ერთნაირი აქვს. თუმცა Coca-Cola-ს ეტიკეტზე შემადგენლობა პირდაპირ არის მითითებული, Pepsi-ს შეფუთვაზე კი ბევრი რამ დაფარულია სხვადასხვაგვარი "E"-ების ქვეშ. მაგ. ორთოფოსფორის მჟავა მითითებულია, როგორც E338. კვებითი ღირებულების ანალიზმა ცხადჰყო, რომ Pepsi ოდნავ მეტ შაქარს, კალორიებსა და კოფეინს შეიცავს, ხოლო Coca-ში შედარებით მეტი სოდაა. სხვათა შორის, ბევრმა ალბათ იცის, რომ Coca-Cola-ს ნამდვილი ფორმულა მკაცრად არის გასაიდუმლოებული, შესაბამისად, შემადგენლობაც საზოგადოებისთვის ბოლომდე ვერ იქნება ცნობილი (მეტის შესატყობად გადადით ბმულზე). Pepsi-ს შემადგენლობას კი მწარმოებლები არ მალავენ. ![]() კოკა-კოლასა და პეპსი-კოლას შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან დაიწყო, როცა ორმა ბრენდმა ერთმანეთის კონკურენტული სატელევიზიო სარეკლამო კამპანიები დაიწყო. ამ პროცესს ხშირად "კოლათა ბრძოლად" მოიხსენიებენ. მას შემდეგ ამ უდიდეს ბრენდს შორის კონკურენცია არ შეწყვეტილა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ფალსიფიცირებული მინერალური წყალი - როგორ გავარჩიოთ და რა ზიანი მოაქვს! ![]() 2. არასოდეს გადააგდოთ პლასტმასის ბოთლები - ეს საოცარი რამ ყველამ უნდა იცოდეს! ![]() ![]() 4. რას უშვრებიან ბანანს, რომელიც ჩვენთან იყიდება - ეს ბევრმა არ იცის! ![]() 5. იცით რით განსხვავდება ეს ბულგარულები და რომელი უნდა გამოვიყენოთ? - გაითვალისწინეთ! ![]() 2193 5-ს მოსწონს
|