x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელი ნაყინია ყველაზე ნატურალური - რა აჩვენა ექსპერტიზამ
image

ნაყინის ეს სახეობა საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. ყველასათვის ცნობილია, რომ ეს არის კიდევ ერთი პოპულარული ნაყინის - პლომბირის და მინანქრის ნაერთი. პირველად მისი საწარმოო წესით დამზადება აშშ-ში დაიწყეს, 1920 წელს, სახელწოდებით "ესკიმო პაი" ("ესკიმოსების ნამცხვარი"). 1935 წელს კი ცილინდრის ფორმის, ხის ჯოხზე წამოგებული, მოჭიქური ნაყინის დამზადება სსრკ-შიც დაიწყეს. იმ დროს მას, ცხადია, საუკეთესო შოკოლადისა და ნაღებისგან ამზადებდნენ. ესკიმო მომხმარებელში განსაკუთღებით პოპულარული გახდა იმ მკაცრი კონტროლის წყალობით, რომელსაც იმ დროს წარმოება გადიოდა. დღეისთვის ნორმატივები და ხარისხის კონტროლიც განსხვავებულია, ხოლო ესკიმოს ვარიაციების დათვლაც კი შეუძლებელია. თუმცა ამ სასიამოვნო ტკბილეულის მოყვარულებისთვის მაინც მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რამდენად უსაფრთხო და ხარისხიანია პროდუქტი, რომელსაც მწარმოებლები გვთავაზობენ.


image

სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ექსპერტიზის შედეგები, რომელიც ჩაატარა "როსკონტროლმა". ეს უკანასკნელი წარმოადგენს პირველ, ყველაზე მასშტაბურ არასამთავრობო პროექტს პროდუქტისა და მომსახურეობის ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების სფეროში.

ტესტირების ფარგლებში შემოწმებული იქნა 7 ცნობილი ბრენდის მიერ წარმოებული ესკიმო. როგორც გაირკვა, შედეგები არც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა.



ექსპერტიზა ჩატარდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შემოწმდა მინანქარი, მეორე ეტაპი კი თავად ნაყინის - პლომბირის შემოწმებას დაეთმო.


ტესტირებაში მონაწილეობას იღებდა შემდეგი ბრენდები: «Чистая линия», «Свитлогорье», «Коровка из Кореновки», «Айсберри Ленинградское люкс», «Настоящий пломбир —Русский Холод», «48 копеек» და «Лакомо — Наша семья».

ექსპერტიზის შედეგები


ესკიმო "Свитлогорье" (ქულა 70)

image

შემოწმებული მაჩვენებლების მიხედვით (მიკრობიოლოგიური, ანტიბიოტიკების შემცველობა) სრულად პასუხობს უსაფრთხოების მოთხოვნებს. ნაყინი არ შეიცავს მცენარეულ ცხიმებს. მინანქარი ნატურალურ რძის ცხიმზეა დამზადებული.


ესკიმო "Чистая линия" (ქულა 63)


image

პასუხობს უსაფრთხოების მოთხოვნებს. არ შეიცავს მცენარეულ ცხიმებს. დაფარულია ნამდვილი შოკოლადის მინანქრით (კაკაოს ცხიმის ეკვივალენტებზე დამზადებული).


ესკიმო "48 копеек" (ქულა 62)


image

პასუხობს უსაფრთხოების მოთხოვნებს. ნაყინი არ შეიცავს მცენარეულ ცხიმებს. საქაროზის მასიური წილის მიხედვით არ შეესაბამება ГОСТ 31457-2012-ის სტანდარტებს.

ესკიმო "Коровка из Кореновки" (შავ სიაში აღმოჩნდა)


image
მინანქარი არ შეესაბამება შეფუთვაზე მითითებულ შემადგენლობას (კაკაოს ცხიმისა და რძის ცხიმის ნარევი) - შეიცავს ქოქოსის ზეთს. მინანქრის სწორი დასახელება ГОСТ 31457-2012 -ის მიხედვით უნდა იყოს - "შოკოლადის მინანქარი მცენარეული ცხიმით". ცხიმის მასიური წილი შეფუთვაზე მითითებულთან შედარებით ნაკლებია. თავად ნაყინი შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს. არ შეიცავს მცენარეულ ცხიმებს.


ესკიმო "Айсберри-Ленинградское люкс" (შავ სიაში აღმოჩნდა)


image
არ შეესაბამება სახელწოდებას "ნაღების ნაყინი", რადგან შეიცავს რძისგან განსხვავებული ცხიმების მნიშვნელოვან წილს. მინანქარი არ არის შოკოლადის, როგორც ეს მითითებულია შეფუთვაზე და არ შეესაბამება მითითებულ შემადგენლობას (შეიცავს სხვა ცხიმების მინარევებს). საქაროზის მასიური წილის მიხედვით არ შეესაბამება შეფუთვაზე მითითებულ ГОСТ 31457-2012-ს. ცილის მასიური წილი მესამედით ნაკლებია შეფუთვაზე მითითებულზე. შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს.


ესკიმო "Лакомо-Наша семья" (შავ სიაში აღმოჩნდა)


image
ნაყინი შეიცავს რძის ცხიმისგან განსხვავებული ცხიმის მნიშვნელოვან მინარევს (40%-მდე) და არ შეესაბამება დასახელებას "პლომბირი". მინანქარი არ შეესაბამება შეფუთვაზე მითითებულ სახელწოდებას "შოკოლადის მინანქარი". მინანქრის სწორი დასახელება ГОСТ 31457-2012-ის მიხედვით უნდა იყოს "შოკოლადის მინანქარი მცენარეული ცხიმით". საქაროზას მასიური წილის მაჩვენებლის მიხედვით არ შეესაბამება შეფუთვაზე მითითებულ ГОСТ 31457-2012-ს. შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს.



ესკიმო "Настоящий пломбир-Русский Холод" (შავ სიაში აღმოჩნდა)


image
მინანქარი არ წარმოადგენს რძიან შოკოლადს, როგორც ეს შეფუთვაზეა მითითებული (შეიცავს კაკაოს ცხიმის შემცვლელს). ცხიმისა და ცილის მასიური წილი შეფუთვაზე მითითებულთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. ნაყინი პასუხობს უსაფრთხოების მოთხოვნებს. არ შეიცავს მცენარეულ ცხიმებს.


როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს იყო მხოლოდ რუსულ ბაზარზე არსებული პოპულარული ნაყინების ტესტირების ოფიციალური შედეგები და არ ეხება ქართულ პროდუქციას.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვისთვის არ შეიძლება და რა სარგებლობა აქვს ნაყინს

image

2. როგორ და რომელი მაიონეზი ავირჩიოთ - ტესტირების შედეგები

image

3. იცით რითი განსხვავდება სინამდვილეში კოკა-კოლა და პეპსი? - ეს ბევრმა არ იცის!

image

4. რა სარგებლობა და ზიანი შეიძლება მოიტანოს ატამმა - ეს უნდა ვიცოდეთ!

image


5. მაწონი უფრო სასარგებლოა თუ კეფირი? - ეს უნდა ვიცოდეთ!

image






1
4079
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
4079
  
2017, 16 ივნისი, 16:06
მეგონა ქართულ პროდუქტზე ისაუბრებდით. აღმოჩნდა, რომ რუსული გაწუხებთ. მებადება მარტივი კითხვა - რატომ? სირცხვილია, იყოთ რუსული პროპაგანდის ნაწილი.
0 1 1