x
მეტი
  • 31.01.2023
  • სტატია:125330
  • ვიდეო:355892
  • სურათი:498185
ბარბარა ბრილსკა დღემდე ვერ ხვდება რატომაა "ბედის ირონია" ასეთი პოპულარული
image1941 წელის 5 ივნისს დაიბადა ცნობილი პოლონელი მსახიობი ბარბარა ბრილსკა.მას დღეს 76 წელი შეუსრულდა.


ბარბარა ბრილსკა აღიარებს, რომ დღემდე ვერ ხვდება რატომაა ელდარ რიაზანოვის ფილმი "ბედის ირონია ანუ გაამოთ" ამდენი წლის განმავლობაში ასეთი პოპულარული, არა და სწორედ ამ ფილმმა მოუპოვა მსახიობს ყველაზე დიდი პოპულარობა ყოველ შემთხვევაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და თავის დროზე საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიითაც დაჯილდოვდა.


მის სამშობლოში "ბედის ირონია" პრაქტიკულად არც უჩვენებიათ და უცნობ ფილმად რჩება, ამასთანავე არის ფილმები სადაც ცნობილი პოლონელი ქერათმიანი ლამაზმანი თამაშობს და ამის შესახებ მაყურებლებმა ცოტა რამ თუ იციან.




1)ბედნიერი კალოშები(პოლონეთი)-1958 წელი, 17 წლის ბარბარას დებიუტი შედგა ფანტასტიკურ-კომედიურ ფილმში, რომელიც ჰანს ქრისტიან ანდერსენის მოტივებზეა გადაღებული.


image


2)ფარაონი-(პოლონეთი)1966-ბარბარასთვის ნამდვილი წარმატება მხოლოდ 8 წლის შემდეგ დგება, როდესაც ისტორიულ ფილმში რამზეს XIII-ს ცოლს, კამას თამაშობს.


ფილმი წარდგენილი იყო "ოსკარზე", როგორც საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმი, შემდეგ იყო ჩვენება კანის ფესტივალზე...


image


3)მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია-(1967—1968)-პოლონური სათავგადასავლო მრავალსერიანი მხატვრული ფილმი მეორე მსოფლიო ომის თემაზე, ძალზედ პოპულარული საბჭოთა კავშირში.

image



4)"შევარდენის კვალი"(1968) და "თეთრი მგლები"-(1969)-გერმანია-ბარბარამ ითამაშა ლამაზმან კეტრინ ემერსონის როლი ერთბაშად ორ გერმანულ ვესტერნში, სადაც მისი პარტნიორი იყო ლეგენდარული იუგოსლაველი მსახიობი გოიკო მიტიჩი.ფილმები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა განსაკუთრებით სოცბანაკის ქვეყნებში.


image


image


5)სიყვარულის ანატომია-1972(პოლონეთი) -ფილმმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ცენზურის გარეშე აჩვენეს ბარბარა ბრილსკა სექს-სიმბოლოდ აქცია, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ფილმის დაჩეხილი ვარიანტი გაუშვეს წარმატება მაინც უდიდესი იყო, სწორედ ამ ფილმის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა რიაზანოვმა "ბედის ირონიაში" მოეწვია მსახიობი.


image


6)ბედის ირონია, ანუ გაამოთ(1975)-საბჭოთა კავშირი- საკულტო საბჭოთა საახალწლო ფილმი, რომელიც გამოვიდა 1975 წელს. წლიდან წლამდე ტრადიციად იქცა მისი საახალწლო ტელეეთერში ჩვენება. 1977 წელს მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია.

ამ ფილმის შემდეგ ფაქტიურად შეწყვიტეს რეჟისორებმა მისი მხატვრულ ფილმებში მიწვევა.1978-80 წლებში ბარბარამ რამდენიმე პოლონურ ტელესერიალში ითამაშა.


image


7)დაუნ ჰაუსი-2001 წელი(რუსეთი)-შავი კომედია, სადაც მსახიობი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა კინოს.ფილმი გადაღებულია თედორე დოსტოევსკის რომანის, "იდიოტის" მოტივებზე.

image


8)კაზუს ბელი-2006 (რუსეთი)-პროვოკაციული სათაურის მიუხედავად ეს არის ფილმი-კომედია სიყვარულზე.


image


9)ბედის ირონია-გაგრძელება 2007 -(რუსეთი).ლეგენდარული საახალწლო კომედიის გაგრძელება, რომელმაც რეკორდი მოხსნა რუსეთში და დსთ-ს ქვეყნებში 2008 წელს, ფილმის საკასო შემოსავალი 49, 92 მილიონი $ შეადგინა.


image

0
401
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0