საზოგადოება ემიგრანტის შვილის ემოციური პოსტი, რომელსაც მთელი საქართველო კითხულობს! 2017, 29 მაისი, 21:23 ემიგრანტი ქალბატონის შვილის მიერ სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ვებ-გვერდებზე განთავსებულმა ძალიან ემოციურმა პოსტმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია, პოსტში დეტალურად აღწერილია იტალიაში მყოფი ქალბატონის რთული სამსახური. წარმოგიდგენთ ამ პოსტს უცვლელად:
"მინდა ჩემი წერილი ყველა ემიგრანტის შვილმა წაიკითხოს და მიხვდეს, რა უზის თქვენ დედას ის რომ თქვენ ბოლო მოდის ტელეფონი, ძვირფასი ტანსაცმელი და გემრიელი საჭმელი გქონდეთ! მე მინდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც ყველა ემიგრანტის შვილს დააფიქრებს. დედაჩემი, წლებია იტალიაში ცხოვრობს. მუშაობს და ცდილობს არაფერი მოგვაკლოს, მაგრამ ადამიანს რაც უფრო მეტი აქვს მით უფრო და უფრო მეტი უნდა. მამაჩემიც მუშაობს, ჩვენ ოთხი დედმამიშვილი ვართ, მე ყველაზე უფროსი, უკვე მესამე კურსის სტუდენტი ვარ. მამაჩემიც მუშაობს, მანამდე თუ თვიდან თვემდე საჭმლის ფულს ძლივს აკოწიწებდნენ ჩემები, ახლა მოთხოვნილებები გაგვეზარდა. მეც არ ვყოფილვარ განსხვავებული ბავშვი, რომ ვუყურებდი სხვას ქონდა მეც ვთხოვდი დედას მინდათქო, ისიც ყველანაირად ცდილობდა გული არ დაეწყვიტა, რაც აქამდე გაკლდათ მინდა ყველაფერი გქონდეთ აბა მე აქ რისთვის ვარ წამოსულიო. ძალიან გამიჭირდა თავიდან დედის გარეშე, ძალიან მენატრებოდა, ღამით გამეღვიძებოდა ხოლმე და ვტიროდი. მერე მივეჩვიე რომ ჩემი და ძმა ჩემზე გადა დამოკიდებული, ვცილობდი დედის სითბო და სიყვარული გამენაწილებია მათთვის, დედასაც ხშირად ველაპარაკებოდით, ახლა ისინი უკვე დიდები არიან და თავის თავს თვითონ უვლიან, მეც სამი წელია თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად.ერთ დღეს დედას გამოვუცხადე, ჩემი მეგობარი თავის დედას იტალიაში მიყავს ზაფხულში დასასვენებლად და მეც წამიყვანეთქო, თან შენც გნახავ თა სხვა ქვეყანასაც დავათვალიერებთქო. მოკლედ თავი გავიგიჯე სანამ დედაჩემმა არ წამიყვანა. ათი დღით ვიყავი, სადაც მუშაობს იქ დავრჩი მეც და იქ სიტუაცია დამხვდა, დღეს ვერ ვპატიობ საკუთარ თავს რომ ასე უდერად ვხარჯავდი დედაჩემის გამოგზავნილ ფულს! ერთი შეხედვით კარგი ხალხი იყო, მეც ნორმალურად მიმიღეს, მითხრეს დედაშენის ოტახში დაიძინებო. დედას ოთახი სხვენში იყო, ერთი პატარა ოთახი, მეტის პრეტენზია არც მაქვსო მითხრა. დილით ადრე დგებოდა, ჯერ მოხუცისთვის უნდა გამოეცვალა, მერე საჭმელი უნდა გაეკეთებია მთელი ოჯახისთვის, სუფრა გაეწყო და ამ მოხუცისთვის ხელით ეჭმია. საშინელი მოხუცი იყო, დედაჩემს ტანჯავდა რომ ვუყურებდი სურვილი მიჩნდებოდა მომეკლა, ხან პირს დამუწავდა და ცოცხალი თავით არ აღებდა, ხან კოვზს ისე ძლიერად მოუჭერდა დედაჩემი ძლივს წაართმევდა ხოლმე. ამას როგორ იტანთქო ვკითხე, რა ვქნა შვილო ეს რო არ ავიტანო ქუჩაში აღმოვჩნდები და მერე თქვენ რა გეშველებათო. დედაჩემი ერთი წამითაც არ ფიქრობს საკუთარ თავზე. ამ ყველაფრისგან გულდამძიმებული ვარ და ერთ დილას სამზარეულოდან მესმის ყვირილის ხმა, ჩავედი სამზარეულოში და ოჯახის უფროსი ქალი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა… ვერ გავიგე რა მოხდა, როგორც დედამ მითხრა მოხუცი სასეირნოდ გაყავდა გარეთ და კარებთან მდგარ ვაზას ხელი დაავლო და დაამსხვრია, ეს ქალი დედაჩემს გამოენთო ყურადღებას თუ არ აქცევ ფულს რაში გიხდიო, ეს ვაზა საერთოდ თუ იცი რა ღირსო. დამცირება, ტკივილი, ნერვების შლა, დაღლილობა, უძილობა, სტრესი, ეს ყველაფერი იყო ის, რისი გადატანაც დედაჩემს უწევდა ოჯახის რჩენისთვის. ის ათი დღეს ვერ აღგიწერთ რა გადავიტანე, იმას რასაც ათი დღე ვერ გავუძელი დედაჩემი წლებია იტანს, ისევ თავისი შვილების გამო. ვეხვეწებოდი აქ აღარ დარჩე და ჩემთან ერთად დაბრუნდი საქართველოშითქო და ცოტა ფულს მოვუყრი თავს და ჩამოვალ მერეო დამპირდა. მის მერე 6 თვე გავიდა, დედა ისევ იმ ოჯახში მუშაობს. სახლში რომ დავბრუნდი ჩემ დაძმას მოვუყევი დედას ზედმეტი არაფერი სთხოვოთ, თქვენ არ იცით რა უზის თითოეული თეთრითქო."
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1. ლიდს იუნაიტედს ახალი მფლობელი ჰყავს! 2. ქალწულობის ქამარი - 7 უცნაური მაგალითი, შუა საუკუნეების სამარცხვინო ინსტრუმენტისგან! 3. 18 ფეხბურთელი, რომლებმაც ყველაზე მეტი ჰეთრიკი შეასრულეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში! 4. NASA -მ სივრციდან დედამიწას უახლესი, შთამბეჭდავი ფოტოები გამოუგზავნა 5. იცოდით თუ არა ალუბლის ამ სასარგებლო თვისებების შესახებ? 6. "ვწერ მათთვის, ვისაც ეს სჭირდება-სიმსივნე განაჩენი არაა!" - გაუზიარეთ მთელ საქართველოს! 7. ვინ არის ცნობილი მოდელი, რომელიც ბუნების სილამაზეში ცხოვრობს!
467 8-ს მოსწონს
|