სხვა მეცნიერებმა სავარაუდოდ ნოეს კიდობანი აღმოაჩინეს 2017, 25 მაისი, 9:30 ![]() მკვლევართა ჯგუფი Noah's Ark Ministries International (NAMI) 99% ალბათობით ამტკიცებს, რომ ნოეს კიდობანი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Daily Express იტყობინება. კიდობანი თოვლისა და ვულკანური წარმოშობის ქანების ქვეშ არის მოქცეული დაახლოებით ზღვის დონიდან 400 მ. სიმაღლეზე.ხოლო აღმოჩენილი ნივთის ასაკი დაახლოებით 4 800 წელია. მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, მან ფეი იუენის განცხადებით, ჯერჯერობით არ შეგვიძლია 100% ვამტკიცოთ, რომ აღმოჩენილი ხის ნამსხვრევები ნოეს კიდობანია, თუმცა ალბათობა 99%-ია.მკვლევართა ჯგუფი ამჟამად დამატებით დაფინასნებას ელოდება, რომ არარატის მთაზე სრულყოფილი არქეოლოგიური ექსპედიცია განახორციელოს. ბიბლიის თანახმად, ნოემ კიდობანი ღმერთის მითითებით ააგო წარღვნის დროს, იმისთვის, რომ ნოეს ჯალაბობა, ცხოველები და თესლები გადაერჩინა. ![]() 619 6-ს მოსწონს 1-ს არა
|