x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"..და იესომ უთხრა მათ:ჩემი ცოლი..."
პაპირუსი, ახლა უკვე ცნობილი როგორც "იესოს ცოლის სახარება" (The Gospel of Jesus's Wife), უძველესი ჭეშმარიტი საბუთია. დაწერილია იმ დროს, როდესაც დაიწერა მათეს, ლუკას, იოანესი და მარკოზის სახარება და გახდა კანონიკური. პაპირუსის ტექსტი შოკისმომგვრელი შინარსისაა.


შეგახსენებთ რაზეა საუბარი:ორი წლის წინ ჰარვარდის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების პროფესორმა კარენ კინგმა (Karen L. King) რომის მე-10 კოპტის კველევის საერთაშორისო კონგრესზე((Х International Coptic Congress in Rome) წარმოადგინა სენსაციური დოკუმენტი, პაპირუსის ნაგლეჯი დაწერილი ადრეული ეგვიპტელი ქრისტიანების-კოპტების ენაზე.ტექსტში არაორაზროვნად მინიშნებულია იმაზე, რომ იესო ცოლიანი იყო. (ამ თემაზე თავის დროზე ვწერდი "იესო ქრისტე ცოლიანი იყო?)


პაპირუსის ზომა 4X8-ზეა და მასზე 8 სტრიქონია განთავსებული.მე-9 არ იკითხება:"

"...არა მარია იმსახურებს ამას ..."

"... ეს შეიძლება იყოს ჩემი მიმდევარი...."

და რაც მთავარია:

"... და იესომ უთხრა მათ: ჩემი ცოლი ..."

"... როგორც ჩემთვის, მე, ის ..."


იესო აღიარებს, რომ ცოლიანია, სავარაუდოდ მარია მაგდალინელზეა საუბარი...image



ორი წლის წინ თვითო კარენ კინგს ეეჭვებოდა, რომ ეს შესაძლოა ისტორიული ჭეშმარიტება ყოფილიყო, თუმცა იმასაც აღიარებდა, რომ არაა მტკიცებულება იმის შესახებაც, რომ იესო ქრისტე ცოლიანი არ იყო.

მაშინ უმეტესმა მკვლევარებმა დოკუმენტს ფალსიფიკაცია უწოდეს.

-მე დარწმუნებული ვარ, რომ საქმე გვაქვს აუტენტურ საბუთთან-განაცხადა პროფესორმა-კოპტოლოგმა სტეფან ემელიმ მიუნსტერის უნივერსიტეტიდან, თუმცა მანვე აღიარა, რომ პაპირუსის ტექსტი სწორადაა ნათარგმნი.


-ეს ფალსიფიკაციაა-მწვავე რეაგირება მოახდინა ალინ სიციუმ, ჰამბურგის უნივერსიტეტის პაპიროლოგმა-ფრაგმენტის ნამდვილობა ეჭვქვეშ დგას.image



კვლევა 2 წელი გრძელდებოდა, სკეპტიკოსებიც გაოგნებულები არიან.პაპირუსი ყალბი არაა, ამერიკის სამი უნივერსიტეტის მკვლევარები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იკვლევდნენ ფრაგმენტს და ერთხმად მივიდნენ დასკვნამდე:ტექსტი დაწერილია ჩვ. წელთაღრიცხვით არაუგვიანეს მე-6 საუკუნეში.

პაპირუსის ფრაგმენტის მელანი შეადარეს უძველეს კოპტურ დოკუმენტს, ე.წ. მიკრო-რამანული სპექტროკსოპიული ანალიზით, პაპირუსის ფრაგმენტი მელანი და დოკუმენტი, რომელიც ჩვ. წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეშია დაწერილი იდენტური აღმოჩნდა.image






საიდან მოიტანა კინგმა პაპირუსის ნაგლეჯი? თვითონ აცხადებს, რომ კერძო კოლექციონერისგან შეიძინა, რომლის სახელსაც ის არ ახმაურებს.

იცოდა თუ არა ამ პაპირუსის შესახებ დენ ბრაუნმა?ავტორმა სკანდალური წიგნისა "და ვინჩის კოდი", სავსებით შესაძლებელია.სწორედ იესოს ცოლმა და შვილებმა დააინტრიგა წიგნის მკითხველი.

თუმცა დენ ბრაუნი უფრო "ფილიპეს სახარებას" დაეყრდნო, (მარია მაგდალინელი ნახსენებია იქ, როგორც იესოს "ცხოვრების მეგზური")რომელიც 1945 წელს იქნა აღმოჩენილი ეგვიპტეში და დათარიღებულია ჩვ. წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში.image




9
629
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
629
  
2015, 24 თებერვალი, 7:07
იესო ქრისტე იყო ადამიანად მოსული ღმერთი! ღმერთს ცოლი არ სჭირდება, იგი თავად ქმნის ადამიანს.. ეს ტყუილია და თუ სიმართლეს შეესადაგება, მაშინ ქრისტეს მტრებმა დაწერეს.. არ ირწმუნოთ!!!
2014, 18 აპრილი, 22:34
საწყენად არ მიმიღია უბრალოდ კორექტირება შევიტანე,ჩემო კარგო ჩემ კომენტარს კიდევ ერთხელ თუ გადაავლებ თვალს დაინახავ რომ მე არ ვუჭერ მხარს ამ მოსაზრებას,რომ იესო ცოლიანია,კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს-დაქორწინება ღვთისგან კურთხეული კავშირია,ამიტომ ეს ასე რომ ყოფილიყო დაიწერებოდა ბიბლიაში,ამაში გასასაიდუმლოებელი არაფერია,მე მჯერა,მწამს რომ იესო უცოლო იყო,ვისაც სახარება წაუკითხავს ამის უამრავ მტკიცებულებას ნახავს მასში.
2014, 18 აპრილი, 21:23
არავის ცოდნას არ ვეხები. ცუდად გაიგეთ ჩემი ნათქვამი. ჩემი მოგონილი არაა, რაც მე დავწერე. ინ-იან თქვენ არ გეწყინოთ, მაგრამ ვერ ერკვევით ამ საკითხში, ოღონდ ცუდად ნუ გამიგებთ. თქვენ თქვენი რწმენიდან გამომდინარე აზრს ამბობთ, მაგრამ ძალიან დიდი არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ამ საკითხს, ყავდა თუ არა ცოლი ქრისტეს. ამ თემაზე უდიდესი წმიდა ღვთისმეტყველების და თეოლოგების სწავლება არსებობს და არ გვაქვს უფლება საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნა და წმიდა მამათა ნააზრევი ვუგულველვყოთ! ვიმეორებ, მე არავის ცოდნას არ ვეხები. ამ თემაზე ერთი აზრი არსებობს მართლმადიდებლურ ეკლესიაში.
2014, 18 აპრილი, 17:52
ბატონო აჩიკუნა ნურც თქვენ შეეხებით სხვის ცოდნას ამ საკითხზე იქნებ არანაკლები იცის ვინმემ,მე მჯერა რომ ცოლო არ ყავდა და თქვენი არ იყოს აქ კომენტარში მოვიყვანო ამის არგუმენტები სიტყვა გამიგრძელდება,მე იმიტომ დავწერე რომ არსებითი მნიშვნელობა არა აქვსთქო რომ ცოლობა ან უცოლობა ეს დანაშაული არასოდეს ყოფილა ღვთის კანონით ასე რომ ამას იესო არ დამალავდა,და ამაზე არ უნდა იყოს აგებული რწმენა
2014, 17 აპრილი, 18:08
არც მჯერა:)
2014, 17 აპრილი, 12:58
არ არსებობს რომ ქრისტეს ცოლი ყოლოდა ეს სიცრუეა ჭესმარიტებას მოკლებული. ნუ დაუჯერებთ სულელ და უტვინო ადამიანებს,.
2014, 17 აპრილი, 12:31
ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ყავდა თუ არა ცოლი ქრისტეს. ეს ღრმა თეოლოგიური საკითხია და აქ დაწერა ნამდვილად არ გამოვა, დიდი ტექსტი იქნება. თუ მართლა გაინტერესებთ
ეს საკითხი სჯობს სათანადო ლიტერატურა წაიკითხოთ. "იმის თქმა კი, რომ ქრისტეს ცოლი ჰყავდა ისეთივე მკრეხელობაა, როგორც ღვთის გმობა". ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, რომ სათანადო ცოდნის გარეშე არ იმსჯელოთ ასეთ საკითხებზე, რადგან ბევრი ადამიანი შევა შეცდომაში! პატივისცემით აჩიკუნა.
2014, 17 აპრილი, 1:43
საინტერესო სტატიაა,მომეწონა. კარგი იქნება ასეთი სტატიები ბევრი იყოს ამ საიტზე,მაგრამ მკითხველთა გემოვნებიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს უაზრო თემებზე ბოდიალი.
2014, 16 აპრილი, 22:51
სტატია საინტერესოა
მაგრამ რა არსებითი მნიშვნელობა აქვს ყავდა თუ არა ცოლი?ეს დანაშაული არაა და არც ყოფილა,იესომ თქვა-ვინც ღმერთმა შეაუღლა კაცი ნუ დააშორებს მათ
ასევე თქვა
მიატოვებს კაცი დედას და მამას და მიეკვრება მის ცოლს და იქნებიან ერთი ხორცი
მას რომ ცოლი ყოლოდა კანონიერ წიგნებშიც ჩაიწერებოდა ,ამაში დასამალი არაფერია,აი ის წიგნები რომელიც ამბობს რომ ცოლი ყავდაო-ფილიპეს სახარება და ეს პაპირუსი არაკონინუკურია
0 1 9