სხვა ნაპოვნია გოგონა ,რომელიც 2600 წლის წინ ცხოვრობდა. 2012, 23 სექტემბერი, 17:07 გერმანელმა კრიმინალისტებმა და ანტროპოლოგებმა შესძლეს 16-17 წლის გოგონას სახის რეკონსტრუქცია, რომელიც დაახლოებით 2600 წლის ცხოვრობდა გერმანიაში. 2000 წელს, ქვემო საქსონიაში ჭაობიან ადგილას ნაპოვნი იქნა ახალგაზრდა გოგონას ჩონჩხის ნარჩენები, თავიდან გამოძიება დაიწყო ადგილობრივმა კრიმინალურმა პოლიციამ.ვარაუდობდნენ, რომ ჩონჩხი მიეკუთვნებოდა ჯერ კიდევ 1969 წელს დაკარგულ ადგილობრივ მაცხოვრებელს ელკე კერლს, რომელიც ბოლოს დისკოტეკაზე ნახეს.თუმცა დ.ნ.მ-ის ანალიზის აღების შემდეგ დამტკიცდა, რომ ძვლის ნარჩენებს არავითარი კავშირი არა აქვს 1969 წელს დაკარგულ გოგონასთან. ამის შემდეგ უკვე ნაპოვნი ძვლებით ანტროპოლოგები დაინტერსდნენ, ანალიზების აღების შემდეგ დადგინდა, რომ გოგონა დაახლოებით 2650 წლის წინ ცხოვრობდა თანამედროვე ჩრდილოეთ გერმანიის ტერიტორიაზე.არქეოლოგიური გათხრების შემდეგ ნაპოვნი იქნა გოგონას მუმიფიცირებული ხელიც.ჰანოვერის მკვლევარებმა წარმოადგინეს მისი სახის რეკონსტრუქცია, ამასთანავე ივარაუდეს, რომ იგი ცაცია იყო, მოზარდ ასაკში ძალადობის მსხვერპლი შეიქმნა, ამასთანავე მას ბავშვობიდან უხდებოდა თავით ტვირთის ტარება.სიკვდილის ნამდვილი მიზეზი ჯერ-ჯერობით მეცნიერებისთვის უცნობია 16477 22-ს მოსწონს
|