სხვა "უცხოპლანეტელთა ცივილიზაცია არსებობს და უკვე დიდი ხანია დედამიწას სტუმრობენ" 2019, 15 მარტი, 12:16
არსებობს უდავო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ უცხოპლანეტელები დედამიწას სტუმრობენ. ამის შესახებ ამერიკელმა დოქტორმა, სტივენ გრიგმა სოფო შევარდნაძესთან ინტერვიუში განაცხადა, პროგრამაში SophieCo .
გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან: -დოქტორო გრიგ, თქვენი აზრით ჩვენ მარტო არ ვართ სამყაროში და უკვე მრავალჯერ იყო იყო კონტაქტი ჩვენს და უცხოპლანეტელებს შორის, მაგრამ ასეთი განცხადებები ყოველთვის უცნაურად ჩანს....როგორ უნდა დაგვიმტკიცოთ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, უცხოპლანეტელები არსებობენ და ისინი აღმოჩენილები არიან? -კარგი კითხვაა, ეს უკვე მოხდა, 2017 წელს... გამოვიდა დოკუმენტური ფილმი "არაღიარებული"(Unacknowledged), მას დაარქვეს ასე, პირველი სიტყვის ფორმულირების "არაღიარებული პროექტები შეზღუდული წვდომის" გამო, -ასე უწოდებენ ამერიკელი სამხედროები ზესაიდუმლო პროგრამებს, რომელიც ამოს და არამიწიერ სიცოცხლეს შეეხება. თქვენ ნახავთ, რომ 950-ზე მეტმა სამხედრომ მისცა ჩვენება სრულიად საიდუმლო დოკუმენტებზე და ფოტოებზე. ჩვენ არამიწიერი ბიოლოგიური ნიმუშის ანალიზიც კი ჩავატარეთ, არსებობს უცხოპლანეტელთა ვიზიტის უტყუარი მტკიცებულებები და გულწრფელად რომ გითხრათ, ამის შესახებ იცის გასაიდუმლოებული პროექტის ყველა მონაწილემ. საზოგადოებას ამას უმალავენ, ცდილობენ, ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახონ, ტექნოლოგიების და ნავთობდოლარის მაკროეკონომიკის, გეოპოლიტიკური ცვლილებების და ფულის გამო. -რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენ მიერ აღწერილი სამყაროს შესახებ:უპირველეს ყოვლისა, უცხოპლანეტელები ჩვენთან მხოლოდ დროებით მოფრინავენ თუ უკვე აქ მყარად დამკვიდრდნენ? -არა, ეს სადაზვერვო მისიაა, ატომური იარაღის გამოცდის შემდეგ არამიწიერი ცივილიზაციის ვიზიტები ჩვენს პლანეტაზე გახშირდა, მათ აშკარად აღელვებთ ჩვენი შესაძლებლობები და მასობრივი განადგურების იარაღი. ამოუცნობი ობიექტების ვიზიტი შესამჩნევად გახშირდა, როდესაც ჩვენ დავამზადეთ ბირთვული იარაღი და წყალბადის ბომბი. ეს არის ფაქტი, ჩვენ გვყავს მრავალი მოწმე, რომელიც ზესაიდუმლო პროექტებში იყო ჩართული და იმყოფებოდნენ ბირთვული ობიექტებზე, სწორედ იქ მოფრინდებოდნენ ხოლმე უცხოპლანეტელთა ხომალდები და აკვირდებოდნენ ჩვენს მოღვაწეობას. ადამიანებმა(მათ შორის ფანტასტიკის დარგში მომუშავეებმა) ჩაგვინერგეს იმ რისკზე და ხიფათზე, რომელიც უცხოპლანეტელთა შემოჭრამ შეიძლება გამოიწვიოს. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა, საფრთხედ ისინი აღგვიქვამენ. ამჟამად კაცობრიობის ცივილიზაცია ძალზე არასტაბილურია, რომელმაც ვერ შეძლო პლანეტაზე მშვიდობის დამკვიდრება. ეს უნდა მომხდარიყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ უკეთესობისკენ ცვლილები დღემდე არ ჩანს. ვცდილობთ, ხალხს გადავცეთ ეს: როდესაც ჩვენ დავიწყეთ კოსმოსის ათვისება და მასობრივი განადგურების იარაღის განვითარება, ეს იყო სიგნალი, რომ ჩვენი ცივილიზაცია არის განვითარების გარკვეულ ეტაპზე და სწორედ ესაა პრობლემა. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვთვლიან ევოლუციურ, მაგრამ ამავე დროს პრობლემატურ ცივილიზაციად. ასე რომ, კაცობრიობის მთავარი ამოცანაა საფრთხის ქვეშ მყოფ საზოგადოებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რა დროსაც ჩვენ ბრიყვულად აღარ ვიომებთ ერთმანეთთან, მშვიდობიანი თანაარსებობისკენ გადავდგამთ ნაბიჯს და კოსმოსს კეთილშობილური მიზნებისთვის ავითვისებთ. როდესაც ამ მნიშვნელოვან ეტაპს მივაღწევთ, სხვა ცივილიზაციებთან კონტაქტი ბევრად უფრო ღია იქნება. სრული ინტერვიუ იხილეთ ვიდეოში ფილმი "არაღიარებული"(2017) -სრულად, რუსულ ენაზე დუბლირებული)397 5-ს მოსწონს
|