სასარგებლო პროდუქტები თეთრი ბალი უფრო სასარგებლოა თუ წითელი? - ის, რასაც ბევრი არ ითვალისწინებს! 2017, 24 მაისი, 21:35
ორი ათას წელზე მეტია, რაც ადამიანს ბალი მოჰყავს. ამ ხნის მანძილზე ამ ხილის 4000-ზე მეტი ნაირსახეობაა იქნა გამოყვანილი.
ბლის სასარგებლო თვისებები შეუფასებელია. მას იყენებენ როგორც კულინარიაში, ასევე მედიცინასა და კოსმეტიკაში. დაწვრილებით ამ უნიკალური პროდუქტის სასარგებლო თვისებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე. ბალი შეიძლება იყოს წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, თეთრი... მათგან რომელია ყველაზე სასარგებლო? ბლის სხვადასხვა სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება პიგმენტური შემადგენლობითა და ორგანული მჟავებისა და შაქრის შეფარდების პროცენტული მაჩვენებლით. მუქი წითელი შეფერილობის ბალში უფრო დიდი რაოდენობით ანტოციანებია - ეს არის მოწითალო-იისფერი შეფერილობის ბუნებრივი პიგმენტები, რომლებიც განეკუთვნებიან ბიოფლავონოიდებს. ბიოფლავონიოდებს შეუძლიათ სისხლძარღვების კედლების გაძლიერება, ორგანიზმის გაახალგაზრდავება და მისი დაცვა კიბოსგან. ამდენად, რაც უფრო წითელია ბალი, მით მეტად სასარგებლოა. თუმცა! თუ ადამიანს ალეგიისადმი აქვს მიდრეკილება, რეკომენდებულია ღია ფერის ჯიშების ბლის მოხმარება. უფრო მჟავე ჯიშები გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ტკბილი. მჟავე გემოს მიზეზი, როგორც წესი, არის ორგანული მჟავები და ვიტამინები, მაგალითად, როგორიცაა: С (ასკორბინის მჟავა) და В9 (ფოლის მჟავა). ამიტომ სიმჟავე ბალში გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე სიტკბო. ამასთან, რაც მეტად ტკბილია ნაყოფი, მით კალორიულია და მით მეტ ხანს მიმდინარეობს ნაწლავებში დუღილის პროცესი. არის ადამიანთა კატეგორია, რომელთათვისაც ბლის მიღება საერთოდ არ არის რეკომენდებული - ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. ასევე დაგაინტერესებთ: 1. როდის არ უნდა მივირთვათ მარწყვი - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 2. ბალი - როდის არ უნდა მივირთვათ, რა სარგებლობა მოქვს და როგორ უნდა შევინახოთ? - ბევრს გაუკვირდება! 3. უნდა გავთალოთ თუ არა კიტრი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 4. სრული სიმართლე კარაქის შესახებ - საიდუმლო, რომელსაც დიდხანს გვიმალავდნენ! 5. რატომ არ ემართებათ მკერდის კიბო ჩინელ ქალებს - საიდუმლო, რომელმაც მსოფლიო შეძრა! 2867 6-ს მოსწონს 2-ს არა
|