საზოგადოება ქალთა/კაცთა სახეები აეროსმიტის კონცერტზე: მაიმუნი "ღრუზინები", აგრესორები, "მაძუნგალები" და ა.შ. 2017, 21 მაისი, 22:58 ![]() როგორც ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, აეროსმიტის კონცერტსა არ ჩაუვლი ჭორებისა და მითქმა-მოთქმის გარეშე. ზოგიერთებმა მოახერხეს ბილეთების დროულად შეძენა, ზოგი კი კონცერტს მიღმა დარჩა. გუამ შეროზია კონცერტის დღეს აფასებს და საკმაოდ ვრცელ პოსტს აქვეყნებს: "ქალთა/კაცთა სახეები აეროსმიტის კონცერტზე: 1. მაიმუნი "ღრუზინები" - ორსულად ვარ გამატარეთ, ცოლი დავკარგე ვეძებ და ა.შ. კომენტარებით სცენისკენ გაძრომის მსურველები 2. "ძმები" - ძაან აბშიწელნი გოგო-ბიჭები, რომ არ გიცობენ, მაგრამ ერთად რომ მღერით და ძველი მეგობრებიბით კონტაქტობთ 3. აგრესორები: აუუ წაიაღეს ტვინი, რას მეხებან, რა ქაჯობაა უფ... და მსგავსი იდიოტი კომენტარებით წარმოდგენილები, თითქოს კონცერტზე კი არა და პანაშვიდზე ვიყავით და მდუმარედ უნდა გვესმინა 4. ლაივერები - არც მოუსმენიათ, არც უყურებიათ, მთელი საღამო აშვერილი ხელით ალაივებდნენ და სრულიად ვერ მოსულ საქართველოს გულზე ხეთქავდნენ :დ 5. კაი ბიჭები/გოგოები - მთელი 2 საათი რომ არც განძრეულან, არც ხმა ამოუღიათ, როგორც დადგნენ ისე იდგნენ ბოლომდე, მაგრამ ძაან მაგრად გაერთნენ :)))) 6. ემოციურები - ყველა ნოტზე და ყველა გამოსვლაზე რომ კიოდნენ, ხტუნავდენ მშვიდ სიმღერებზეც, ენერგიის უშრეტობით რომ გაგაოცებდნენ 7. დაბნეულები - ხან რა უვარდებოდათ, ხან რა და ნახევრად ჩამუხლულებმა რომ გაატარეს საღამო, ფეხებში შემომძვრალებმა 8. ზარმაცები - დასადგომი რომ აიღეს, მაგრამ მთელი კონცერტი მიწაზე რომ ისხდნენ, აღარ ამდგარან 9. პრინცესები - აეროსმიტზე, თან დასადგომ ადგილას, მაღალი ქუსლებით, საღამოს კაბით და საბანკეტო მაკიაჟით რომ იყვნენ წარმოდგენილები 10. "მაძუნგალები" - პრინცების და პრინცესების საპირისპირო, ჩუსტებუთ და ხალათებით მობრძანებულები, გხვდებოდა ასევე ჭარბ ოფლიანობაც... 11. ბედს მინდობილები - უბილეთოდ რომ ჩამობრძანდნენ, შესასვლელთან ყიდვის იმედად, ან იშოვეს, ან ვერ, მაგრამ ვინც არ რისკავს ის რომ არ სვამს შამპანურს ეგ მომენტი :დ 12. გარყვნილები - ვითომ სივიწროვის გამო, ყველა რბილობზე ხელს რომ გითათუნებდნენ, გიტყაპუნებდნენ და შემდგომი ინსპირაციისთვის "მასალებს" აგროვებდნენ :დ 13. მომზადებულები - ყველა სიმღერა ზეპირად რომ იცოდნენ და აი ვაბშე ყველას რომ ააყოლეს პირი. მეწყინა, მე რომ ვერ მოვემზადე სათანადოდ :))) 14. "გაპროჭილები" - კონცერტის წინ იმდენი რომ დალიეს პატრონს რომ ვეღრა ცნობდნენ და სავარაუდოდ ტაილერის ნაცვლად ნინო ჩხეიძე რომ მდგარიყო სცენაზე - ვერც განასხვავებდნენ :დ 15.საყვარელი პაწაწინები, წინ რომ მუტანტები ედგნენ (ჩემი ჩათვლით), ვერაფერი რომ ვეღარ დაინახეს და მაინც კარგ ხასიათზე იყვნენ :))) და მე, ცალკეც და ნაწილობრივ რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიაშიც." ![]() თქვენთვის საინტერესო: დათო ოქიტაშვილი დათო ხუჯაძეს სასამართლოთი ემუქრება: "იქნებ "ვარსკვლავოსანი" ხუჯაძე ვინმემ დაარიგოს" ![]() "მინდა ნაწილი გაგახაროთ, ნაწილს სულში ჩაგაფურთხოთ"-გურამ შეროზია ![]() ყველაზე სიმპათიური ქართველი მამაკაცების TOP 10 ![]() ცნობადობა მარტივად, ანუ ვის "რა დაუჯდა" პოპულარობა ქართულად ![]() ხელოვნური სილამაზე, ანუ პლასტიკური ქირურგიის 10 საუკეთესო შედეგი ქართველ ვარსკვლავებში ![]() 18 ყველაზე ჭკვიანი ჰოლივუდის ვარსკვლავი ![]() ვინ არის ქართველი ტრანსგენდერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან რომანზე სახალხოდ საუბრობს ![]() შორენა ბეგაშვილის, მაია ჯაბუასა და კრისტი ყიფშიძის არასრულწლოვანი ქალიშვილების სკანდალური ფოტოები ![]() 493 3-ს მოსწონს
|