პროფილაქტიკა პარაზიტების წინააღმდეგ მებრძოლი პროდუქტები (+ რეცეპტები და მოხმარების წესები) 2017, 23 მაისი, 11:05 ზიანის მომტანი ორგანიზმების მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს. მათ ხომ სხვის ხარჯზე ცხოვრების დიდი სურვილი აქვთ და პარალელურად, ადამიანის ორგანიზმს წამლავენ კიდეც. ამიტომ, პარაზიტებისგან თავის დასაცავად, დრო და დრო, პროფილაქტიკის ჩატარება აუცილებელია. ორგაინზმში ვერანაირი პარაზიტი ვერ შეძლებს დასახლებას, თუ კვების რაციონში, ხალხური მედიცინის მიერ რეკომენდირებული, ქვემოთ მოცემული სურნელოვან მცენარეები იქნება ჩართული. მხოხავი ბეგქონდარა
ნაყენის მოსამზადებლად: აიღეთ 2 ჩ. კ. (მშრალი) ან 4 ჩ. კ. ნედლი მცენარე და მოათავსეთ ჭიქაში > დაასხით 250 მლ. მდუღარე წყალი > დააყენეთ 10-15 წუთი (თავზე დაახურეთ). მიიღეთ დღეში 3-ჯერ. სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ თაფლი, უშუალოდ ნაყენის მიღების წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა 21 დღე. ნაყენის მიღება არ არის რეკომენდირებული: ფეხმძიმე ქალებისთვის, ბავშვებისთვის 3 წლამდე, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის და თირკმელების დაავადების და კუჭის წყლულის არსებობის შემთხვევაში. მიხაკი
ნაყენის მოსამზადებლად: აიღეთ თავსახურიანი მინის ქილა ან ემალირებული ქვაბი, რომელიც ჰერმეტულად იხურება და ჩაყარეთ 1, 5 გ. დაფქული მიხაკი > დაასხით მდუთარე წყალი და მაშინვე დაახურეთ სახურავი > 1 საათის შემდეგ გაფილტრეთ სტერილური ბინტით > გაყავით 3 ნაწილად. მიიღეთ საჭმლის მიღებამდე, 20 წუთით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დღე არის. შემდეგ, 1 კვირა უნდა დაისვენოთ და ისევ გაიმეოროთ მკურნალობის კურსი. შენიშვმა: 1 ჩ. კ. დაფქული მიხაკი, დაახლოებით 6–7 გრ-ია. თუ ნაყენს დაუფქვავი მიხაკით მოამზადებთ, მაშინ 300 მლ. წყალზე 6 კოკორი იქნება საჭირო. მაგრამ, ასეთი ნაყენი, სამკურნალო არ არის. მას უფრო პროფილაქტიკური დანიშნულება აქვს.
ავშანი (აბზინდა)
პარაზიტების მოსაშორებლად, 100 გრ. მშრალი აბზინდას ფხვნილი არის საჭირო. პირველი 3 დღის მანძილზე, 2-2, 5 საათში ერთხელ, მიიღეთ 1 არასრული ჩაის კოვზი ფხვნილი ანუ დღეში 5-6-ჯერ. შემდეგი 4 დღის მანძილზე, იგივე რაოდენობით, დღეში 3-4-ჯერ! საერთო კურსი – 1 კვირა. მიღების წესი კი ასეთია: ენაზე დაიყარეთ ფხვნილი და წუალი მიაყოლეთ. ნიორი
პროფილაქტიკისთვის, დღეში 1 კბილი ნივრის მიღება საკმარისი იქნება. ჯანჯაფილი ამაღლებს ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს, ასევე გამოირჩევა შესანიშნავი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. მას ასევე შეუძლია პარაზიტების კვერცხის და ჭუპრის განადგურება, მაგრამ ვერ ერევა უკვე ზრდასრულ პარაზიტებს. ამიტომ, მისი მიღება რეკომენდირებულია მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით. არომატული და გემრიელი ჩაის მოსამზადებლად: 1 ს. კ. მწვანე ჩაით ან პიტნის მომზადებულ ჩაის დაამატეთ 0, 5 ჩ. კ. გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი > დაახურეთ თავზე და დააყენეთ 10-15 წთ. > დაამატეთ 1 ჩ. კ. ნატურალური თაფლი და 1 ნაჭერი ლიმონი. რეკომენდირებული დოზა პროფილაქტიკისთვის — 0, 5 ჩ. კ. დღეში. P. S. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი პარაზიტები უკვე დაავადებულია, ჯანჯაფილის მიღება არ შეიძლება, რადგან ნაწლავებში მათთვის არასასურველი გარემოს შექმნის დროს, იქიდან გარბიან და მთელს ორგანიზმს ედებიან.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ეს ნამდვილი ბომბი არის! (ჯანმრთელობოს ელექსირი) საოცარი სასმელი, 3–1-ში: მკურნალობა, ჯანმრთელობის აღდგენა და ჭარბი წონის მოცილება რატომ რ შეიძლება მეცადინეობა 21 სთ-დან – 23 სთ-მდე და ვარჯიში 23 სთ-დან – 01 სთ-მდე 852 11-ს მოსწონს
|