სხვა რატომ რ შეიძლება მეცადინეობა 21 სთ-დან – 23 სთ-მდე და ვარჯიში 23 სთ-დან – 01 სთ-მდე 2017, 17 მაისი, 9:26 ყველა ცოცხალ არსებას საკუთარი დღის რეჟიმი აქვს. ადამიანები და ცხოველთა სამყაროს დიდი უმრავლესობა დღე ფხიზლობს, ხოლო ღამე იძინებს. ამის მიზეზი, ჩვენს ორგანიზმზე მზის და მთვარის ზემოქმედება არის: მზე ააქტიურებს პროცესებს ორგანიზმში და მოქმედების ძალას გვაძლევს, ხოლო მთვარე, პირიქით – ადუნებს მას და დასვენების საშუალებას იძლევა. მზის ზეგავლენა, ორგანიზმს არ აძლევს სრულფასოვნად დასვენების საშუალებას, ხოლო მთვარე – არ იძლევა მოქმედების საშვალებას, ადამიანის ფსიქიკისთვის ზიანის მიყენების გარეშე. საღამოს 9 -დან – 11 საათამდე ისვენებს გონება. ამ პერიოდში აზროვნების უნარის დაქვეითება ხდება, მაგრამ არა უცბად. ეს თანდათანობით ხდება და ჩვენთვის, ხშირ შემთხვევაში, შეუმჩნეველი რჩება. დროის ამ მონაკვეთში, ადამიანი თუ აქტიურად არის ჩართული აქიობაში, ტვინი გამოჩენილი ძალისხმევისთვის მეტისმეტად იტვირთება და ამ მდგომარეობის ნეგატიური შედეგი, წლების მანძილზე გროვდება. 11-დან 1-საათამდე ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა კლებულობს – ისვენებს ნერვული და კუნთოვანი სისტემა. დროის ამ პერიოდში, ფიზიკური აქტიობების შედეგი – სისუსტე, პესიმიზმი, მოდუნება, სხეულის დამძიმება, გონებრივი და ფიზიკური სისუსტე არის. ჩვეულებრივ, სიმპტომების გამოვლენა მომენტალურად ხდება. იმ შემთხვევაში, თუ დროის ამ მონაკვეთში, ორგანიზმის ფიზიკურად დატვირთვა მუდმივად ხდება, ქვეითდება ადამიანის იმუნური სისტემა და სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადებები ვითარდება. კერძოდ, ხდება ცვლილებები ნერვული სისტემის და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაში. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ: ღამის 1 საათიდან – დილის 3 საათამდე ძილი აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ექმნება ადამიანის ფსიქო-ემოციურ შესაძლებლობებს. რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, შედეგი არ აყოვნებს და ის გადაჭარბებული გაღიზიანებით, აგრესიით და ანტაგონიზმით გამოიხატება. იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმის დარღვევა სისტემატურ ხასიათს ატარებს, ორგანიზმი ემოციურად იფიტება, რამაც თავის მხრივ, შეიძლება ისტერია გამოიწვიოს. ამის შემდეგ კი, თანდათანობით ყალიბდება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ანუ, ადამიანი გარკვეული დროის მანძილზე, მეტისმეტად აფორიაქებულია, ხოლო შემდეგ, ღრმა დერესიაში ვარდება, რომლის დროსაც, თანდათანობით სუსტდება სმენა, ყნოსვა, მხედველობა, შეგრძნების უნარი და გემოვნების რეცეტორების აქტიურობა. 187 11-ს მოსწონს
|