ფიტოთერაპია ჰიპერტონია, ართრიტი, აკნე, სოკო- ასკილის ფესვები უამრავ დაავადებას კურნავს! (+რეცეპტი) 2017, 16 მაისი, 15:41 საზოგადოების ნაწილმა იცის, რომ ასკილს ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია. იგი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. მას იმუნიტეტის გამაძლიერებელი, შარდმდენი, მატონიზირებელი და სხვა სამკურნალო თვისებები აქვს . არანკლებ ეფექტურია თავად ასკილის ფესვები. შეუძლია ებრძოლოს მაღალ არტერიულ წნევას, სახსრების დაავადებებსა და არა მხოლოდ.
ასკილი ფესვების ნაყენი ჰიპერტონიით დაავადებული პაციენტებისთვის : ერთთვიანი კურსი რეკომენდირებულია მაღალი წნევისა და ათეროსკლეროზის დროს. საჭიროების შემთხვევაში კურსის გამეორება შეიძლება, თუმცა მხოლოდ 2 -კვირიანი შესვენების შემდეგ. რეცეპტი: 1 სუფრის კოვზ ასკილის ფესვებს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთით ორთქლის აბაზანაზე, შემდეგ კი თერმოსში ჩაასხით და 6 საათი დადგით. დალიეთ 50 მლ მიღებული ნაყენი, ყოველი ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. ართრიტის, მარილების დაგროვებისა და ართროზის განვითარების დროს: 25 გრამ ასკილის ფესვებს დაასხით 1 ლიტრი სუფთა არაყი, ჩაასხით მინის ქილაში და 21 დღე ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ. კვირაში ერთხელ კარგად შეანჯღრიეთ ნაყენი. მკურნალობის კურსი: დალიეთ 1 ჩაის კოვზი მიღებული ნაყენი, ყოველი ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. ამ დაავადებების პრევენციისთვის ეს ნაყენი, სამ თვეში ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში სვით. აკნეს, ჭინჭრის ციების, სოკოსა და ჭრილობების სამკურნალოდ: ასკილის ნაყენის კომპრესებს აქვს ატიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, მთრთილავი, შემახორცებელი ეფექტი. კომპრესის მომზადების წესი: 2 სუფრის კოვზ ასკილის ფესვებს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შემდეგ ძალიან დაბალ ცეცხლზე და დადგით და საათ-ნახევარი ადუღეთ. გადმოდგით და თავზე რამე დაახურეთ რომ ჩაიორთქლოს. სტერილური მარლა დაასველეთ მიღებულ ნაყენში და პრობლემურ ადგილზე დაიფინეთ, მანამ სანამ არ შეშრება. სახეზე მხოლოდ 20 წუთით გაიჩერეთ. ნაყენის გამოყენება უკუნაჩვენებია: • წყლულების; • ჰეპატიტის; • ჰიპერაციდული გასტრიტების; • თრომბოფლებიტის; • გულის უკმარისობის; • მცენარეთა მიმართ ალერგიის დროს. გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს! იყავით ჯანმრთელები! იხილეთ აგრეთვე: მრავალძარღვას ნაყენი 100-ზე მეტ დაავადებას შველის! (+რეცეპტი) დაემშვიდობეთ დიაბეტს, სიმსივნურ წარმონაქმნებსა და სიმსუქნეს! გაყინულ ლიმონს ჯადოსნური თვისებები აქვს! ე.წ "პერეკისი" უნიკალური მკურნალია! მისი მიღების წესი და დოზირება! გაიკეთეთ იოდის ბადე და გათავისუფლდით 20-მდე დაავადებისგან! ამ მეთოდს ჯადოსნური თვისებები აქვს! ჩაყარეთ ნიორი ღვინოში- ეს რეცეპტი 100-ზე მეტ დაავადებას შველის! სენსაციური აღმოჩენა!!!დაავადებების 66%-ს საკვები კურნავს!!! ჯანსაღი კვებისა და გახდომის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან!!! ''მასთან მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ''- რეჰანის ჯადოსნური თვისებები გაწუხებთ შებერილობა? ეს საშუალება სამუდამოდ დაგავიწყებთ ამ პრობლემას! 676 7-ს მოსწონს
|