x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რის სამკურნალოდ გამოიყენება ქართული ყოჩივარდა ხალხურ მედიცინაში? (პლიუს ნაყენის რეცეპტი)
image


ქართული ყოჩივარდა ფურისულასებრთა ოჯახში შედის. ის მრავალწლიანი ტუბერისმაგვარი განიერფესვურიანი მცენარეა. ყოჩივარდა მეტად კოლორიტული, კომპაქტური და ოთახის მოსართავად შესაფერისი მცენარეა. ოთახის კულტურად უმთავრესად თურქული და ევროპული ყოჩივარდა გვევლინება, თუმცა, შესაძლებელია, სხვა სახეობებიც მოვიშინაუროთ. მთავარია, ისეთი რეჟიმი შევურჩიოთ, რომ ზამთარშიც - სხვა ყვავილების დასვენების პერიოდში - იყვავილოს. თანაც ყოჩივარდას ფერთა პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია - არსებობს ჰიბრიდები თეთრი, მოვარდისფრო, მუქი წითელი, მეწამული და იისფერი ყვავილებით.


თანაც ყვავილობა საკმაოდ დიდხანს - 3, 5 თვემდე გრძელდება. ქართული ყოჩივარდა ადრე გაზაფხულზე, ცისთვალას, თეთრყვავილასა და სხვა ადრე მოყვავილე, ტყის კალთის ქვეშ მოზარდ ყვავილებთან ერთად წითელი (მოვარდისფრო) ლამაზი ყვავილებით ამკობს ჩვენს ტყეებსა და ბუჩქნარებს.


ზემოდან და ქვემოდან შებრტყელებული, მომრგვალო ფესვურის სიმსხო 2-4 სმ ფარგლებში მერყეობს. ფესვები ფუნჯისებრია და ტუბერის ქვედა მხარეს ვითარდება. ფოთლები გულის მოყვანილობისაა, ზოგჯერ მოგრძო კვერცხისებრ გულისნაირი, კიდემთლიანი, ზემოდან მოთეთრო-მომწვანო ლაქებით.



საერთოდ ყვავილების ყუნწები სწორმდგომია, მაგრამ ყვავილობამდე და ყვავილობის ჟამს თავდახრილი, დაყვავილების შემდეგ კი სპირალურად ეხვევა და თესლი მიწაში ჩააქვს.


image


აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყოჩივარდას ჩვენში გავრცელებული ყველა სახეობა შხამიანია და ყველა ცხოველს წამლავს, გარდა ღორისა. თუმცა, გამხმარი ტუბერი ტოქსიკურობას კარგავს და მისი საკვებად გამოყენება შეიძლება.


მრავალრიცხოვანი წითელი ყვავილებით და თეთრლაქებიანი ფოთლებით ყოჩივარდა ლამაზი მცენარეა, იგი ფართოდ ინერგება დეკორატიულ მებაღეობაში; სელექციონერებმა გამოიყვანეს მისი საბაღო ფორმებიც.


ყოჩივარდა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ღვიძლისა და გინეკოლოგიური დაავადებისას, ნევრალგიის, ფრონტიტისა და ჰაიმორიტის საწინააღმდეგოდ. ნედლი ფესურის წყალზე ნაყენს ყურში იწვეთებენ ქრონიკული გამონადენების დროს. სისტემატური თავის ტკივილების დროს... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ნაყენის რეცეპტი



1
859
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
859
  
2020, 22 აპრილი, 20:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1