x
მეტი
  • 23.06.2024
  • სტატია:135536
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509825
ექვსი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკი.
imageარსებობს მცენარეები, რომლებიც თავიანთი თვისებებით სასარგებლო,

განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ორგანიზმზე.

ანტიბიოტიკებს სასარგებლო ზემოქმედების მიუხედევად, ბევრი

არასასიამოვნო გვერდითი მოვლენები აქვს. წარმოგიდგენთ იმ


მცენარეებს, რომლებსაც ანტიბიოტიკების მსგავსი მოქმედება აქვთ და

აგრეთვე მათი მიღება მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო

ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე.მათ პრაქტიკულად არ აქვთ

უკუჩვენება, არაჩვეულებრივად უწყობენ ხელს ჩვენს

გამოჯანმრთელებას და ამავე დროს უფრო იაფია მათი შეძენა ვიდრე

წამლების.

image


ნიორი.მიუხედავად იმისა, რომ ნიორს სპეციფიკური სუნი აქვს ის

ეფექტურად მოქმედებს მიკრობების, ვირუსების, სოკოსა და

ბაქტერიების წინააღმდეგ.ნიორი დიდი რაოდენობით შეიცავს

ვიტამინებს, მიკროელემენტებს.აუცილებელია მისი რეგულარულად

მიღება თუნდაც ერთი-ორი კბილის დღეში.

image


მალინა.მალინა ტკბილი სასიამოვნო გემოს მცენარეა.ის იწვევს ოფლისდენას, რაც ძალიან კარგია მაღალი ტემპერატურის დასაწევად.ის

ძალიან ეფექტურად მოქმედებს ზემო სასუნთქ გზებზე.მას

ღებულობენ აგრეთვე გრიპის პროფილაქტიკისათვის.უფრო კარგია

მას თუ მივიღებთ ცოცხლად ან გავყინავთ და ისე შევინახავთ ზამთრისთვის.


image

თაფლი.თაფლს გააჩნია მრავალი სასარგებლო თვისება.ის ძლიერი

ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება.

კარგია თუ დღეში ერთ კოვზ თაფლს რეგულარულად მივიღებთ.

ძალიან სასარგებლოა ბავშვებისათვის.


image

შინდი. შინდი გამოირჩევა ანტიბაქტერიული მოქმედებით.ძალიან

კარგ შედეგს იწვევს დისბაქტერიოზისა და დიარეის დროს, ამ შემთხვევაში კარგია თუ მას მივიღებთ კისელის სახით.ის ძალიან

კარგია ბუასილის დროს ამ დროს უნდა ჭამოთ მწიფე შინდი5 დღის

განმავლობაში ორი ჭიქა დღეში.

image

ბროწეული ხასიათდება ანტიმიკრობული და ორგანიზმის გასაძლიერებელი თვისებებით.ძალიან კარგია დაბალი ჰემოგლობინის დროს, ყელის ტკივილის დროს.შეგვიძლია მივირთვად პირდაპირ ან გამოწურული წვენი.2 ს/კ ბროწეულის სოკს გავხსნით 1 ჭიქა გადადურებულ წყალში და ისე მივირთმევთ.

image

ლიმონი შეუცვლელია ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით

ზამთრის პერიოდში.ლიმონი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა

სისტემისა და თირკმლების მუშაობას.იცავს აგრეთვე ორგანიზმს

ვირუსული ინფექციებისაგან.ამისათვის საჭიროა ერთ ჭიქა წყალში

ცავაწვეთოთ რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და ისე დავლიოთ.

0
2034
9-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
2034
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0