სხვა რას ფიქრობენ რუსები საქართველოს შესახებ. საინტერესო ფაქტები ჩვენზე, მათი გადმოსახედიდან 2017, 12 მაისი, 10:01 საქართველოში ლეგენდები და ტრადიციები უცვლელია. იქ ჩასული უცხოელის დახვდება: ადგილობრივი მოსახლეობის უჩვეულო ყოფა, მათი ტემპერამენტული საუბრის მანერა, უსაზღვრო კეთილგანწყობა და უცნობი ადამიანის სახლში მიწვევის წესი, თუნდაც ჭიქა ღვინოს შესასმელად, რაც ასე უჩვეულოა ცენტრალური რუსეთის მკვიდრისთვის. ეს ყველაფერი ტურისტს აფიქრებინებს, რომ ის სხვა პლანეტაზე მოხვდა. მაგრამ, ეს ნამდვილად მიწიერი ქვეყანაა და მას საქართველო ჰქვია… 1. უცხოელები ამ ქვეყანას Georgia-ს ეძახიან, ხოლო ქართველებისთვის ის საქართველოა. 2. საქართველო ხანდაზმულების ქვეყნად ითვლება. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, დრო, რომელსაც ადამიანი სტუმართან ატარებს, ასეკში არ ეთვლება. შესაძლებელია, სწორედ ეს იყოს მათი სტუმართმოყვარეობის მიზეზი? 4. ქართული სიმღერა «ჩაკრულო», 1976 წელს, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა, როგორც გზავნილი უცხოპლანეტელებისთვის, წარმოდგენის შესაქმნელად, კაცობრიობის მუსიკალური შესაძლებლობების შესახებ. 6. ოჯახური ურთიერთობები და ნათესაური კავშირები ძალიან მტკიცეა, ხოლო მამის სიტყვა «გასაჩივრებას არ ექვემდებარება». 8. საქართველოში დაიბადა, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რუსი პოეტი, ვ. მაიაკოვსკი. ის დას. საქართველოში მდებარე ქ. ბაღდადში მოევლიან ამ ქვეყანას. 9. 1950 წ. 21 მარტს, საქართველოში დაიბადა რუსი პოლიტიკოსი სერგეი ლავროვიც, რომელმაც თავისი ცხოვრების პირველი წლები, ძველ თბილისში, არარატის ქუჩაზე გაატარა. მისი ნამდვილი გვარი კალანტაროვი არის და ლავროვი მოგვიანებით, დედამისის მეორე ქორწინების შემდეგ გახდა. 11. საქართველოში ძალიან მოსახერხებელია მოგზაურობა ავტოსტოპით – ბევრი მძღოლი მზად არის ტურისტი სრულიად უფასოდ წაგიყვანოს და გზაში, საკუთარი ქვეყნის შესახებ, რამდენიმე ლეგენდაც მოუყვეს. 13. საქართველოს ტერიტორიაზე მსოფლიოში ყველაზე ძველი ღვინის ჭყრჭელი და ვაზის ნაშთები არის აღმოჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ქართველების კი არა, ღვინის სამშობლოც არის. 14. ქართველებს ძალიან უყვართ და ამაყობენ საკუთარი სამშობლოთი. მაშინაც კი, როდესაც ქვეყნიდან მიემგზავრებიან, ფულის შოვნის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ და თუ ამას ვერ ახერხებენ, საკუთარ ფესვებს არასოდეს ივიწყებენ. 16. საქართველოში პრაქტიკულად აღმოფხვრილია კორუფცია და ბიუროკრატია. 17. 2000 წლიდან ქვეყანაში ტურიზმის განვითარება დაიწყო. განვითარდა სამთო-სათხილამურო კურორტებიც: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, და თეთნულდი. 18. ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი დასახლებ ევროპაში, სადაც მოსახლეობა მთელი წლის მანძილზე არის – უშგულია. ის ზემო სვანეთში, 2.300 მ-ზე მდებარეობს. 19. გადმოცემის თანახმად, ქუთაისიდან 40 კმ-ის დაშორებით მდებარე მღვიმეში, ყველასთვის ცნობილი, ძვ. ბერძნული მითოლოგიური ლეგენდის გმირი, პრომეთე იყო მიჯაჭვული, რომელმაც ადამიანებს ცეცხლი აჩუქა, რის გამოც დაისაჯა კიდეც. 20. ქვეყანაში ღირსშესანიშნაობის უმრავლესობის ნახვა უფასოდ შეიძლება. ხოლო, თუ რომელიმეზე თანხის გადახდას ითხოვენ, ის დიდი არ არის. 21. თუ თქვენ სტუმრად მოხვდებით ქართულ ოჯახში, იქიდან მშიერი არასოდეს წამოხვალთ – მასინძლები სუფრაზე ყველაფერს აწყობენ, თუნდაც ეს ოჯახის უკანასკნელი მარაგი იყოს. 24. საქართველოში დღემდე არსებობს ახალგაზრდა კაცის მიერ, საცოლეს მოტაცების შემთხვევები. თუმცა, ამჟამად, ასეთი რამ, მხოლოდ გოგონას თანხმობით ხდება. 27. საქართველოში არ არის ცენტრალური გათბობა და ცხელი წყალი. გაზის და ელექტროგამაცხელებლები ინდივიდუალურად არის დამონტაჟებულია როგორც კერძო სექტორში, ისე ბინებში. 28. ნუ გაგიკვირდებათ, თუ დაინახავთ, რომ ქართველები შეხვედრისას ერთმანეთს ლოყაზე კოცნიან. ეს ტრადიცია არ ითვალისწინებს არც სქესს და არც ასაკს. როდესაც ისინი სტუმრად მიდიან, ყველას კოცნიან – მასინძლებს და მათ მისვლამდე, მისულ სტუმრებს. 29. საქართველოს ზოგიერთ ქალაქში, მაგ., თბილისში და ბათუმში, ზამთარში თოვლის მოსვლა, რაღაც არაორდინალურ მოვლენად ითვლება. ამიტომ, როდესაც თოვლი მოდის, ყველა, დიდია-პატარიანად, ქუჩაში გამოდის და ხალისობს. ასეთი დღეები ხომ სულ რამდენიმეა წელიწადში. 30. ჩვენთან არსებობს სტერეოტიპი, რომ ქართველებს არ უყვართ რუსები – ეს ასე არ არის, ისინი დიდი ხნის წინ მიხვდნენ, რომ მოსახლეობა პასუხისმგებელი არ არის იმის გამო, რასაც ზემდგომი აკეთებს და რომ, თუ ადამიანი კარგია, მის ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. 389 12-ს მოსწონს
|