საზოგადოებრივი იყო, თუ არა, ფარული მოლაპარაკება, სტალინსა და ჰიტლერს შორის, ომის დასრულებასთან დაკავშირებით? 23 ოქტომბერი, 8:44 თითქოს და, რა მოლაპარაკება შეიძლებოდა ყოფილიყო, ორ შეურიგებელ მტერს, გერმანიას და სსრ კავშირს შორის? მაგრამ, ირკვევა, რომ მცდელობები იყო – თან 1941 წლიდან მოყოლებული – 1945 წლამდე. ამ დროის მანძილზე, სამხედრო წარმატება, ერთიდან მოწინააღმდეგიდან – მეორეზე გადადიოდა, ამიტომ, მოლაპარაკებები ცალკეულ მომენტებში, მომგებიანი, ხან ერთი მხარისთვის იყო, ხან – მეორისთვის. მოლაპარაკების ქრონოლოგია კი ასეთი იყო: 1941 წ. აგვისტო ზავი სტალინს უნდოდა, ხოლო მასზე შეთანხმება, სსრ კავშირში, ბულგარეთის ელჩს ივან სტამენოვს დაევალა. მართალია, ბულგარეთი ჰიტლერის უჭერდა მხარს, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ ელჩის გადაბირება შეძლო. რა თქმა უნდა, სტალინს გერმანელებისთვის რაღაც უნდა შეეთავაზებინა და ეს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე, ტერიტორიების დათმობა იყო. თუმცა, ჰიტლერი იმ დროს, ფაქტობრივად, წარმატებით იყო ფრთაშესხმული და თვლიდა, რომ რაც უნდოდა, ყველაფერს, თავად წაიღებდა... 1941 წ. ოქტომბერი ამ მოლაპარაკების წარმოებაც სტამენოვს დაევალა. ვინ ურჩია სტალინს ჰიტლერისთვის დაზავების თხოვნა, უცნობია. მაგრამ, დღევანდელი გადასახედიდან, აშკარაა, რომ ასეთი რამ შეუძლებელი იყო... იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტალინი დანებებას აპირებდა, მას აუცილებლად ექნებოდა პირობები, რომელზეც ფიურერი, ალბათ გაიცინებდა, რადგან ის, უკვე მოსკოვში შესასვლელად ემზადებოდა. 1942 წ. აგვისტო დადგა დრო, როდესაც გერმანელებმა, საკუთარი ძალების ობიექტურად შეფასება დაიწყეს (აქ, რა თქმა უნდა, ჰიტლერი არ იგულისხმება). შელენბერგი და ჰიმლერი მიხვდნენ, რომ საჭირო იყო მოლაპარაკება, მაგრამ სტალინთან კი არა, ამერიკასთან და ბრიტანეთთან. თუმცა, მათ საკუთარი გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანეს. ხოლო, მომავალი მოკავშირეები, იმით იყვნენ ბედნიერები, რომ ამის შესახებ, საბჭოთა კავშირში ვერ გაიგეს. 1942 წ. დეკემბერი ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ, როგორც ამბობდნენ, სტალინთან მოლაპარაკება ბენიტო მუსოლინიმ გადაწყვიტა. ის სსრ კავშირს ძალების გაერთიანებას და ამერიკასთან და ბრიტანეთთან ომს სთავაზობდა. 1943–1944 წწ. ამ პერიოდში, გერმანიის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკება, ისევ ფიურერის გვერდის ავლით გადაწყვიტა. მაგრამ, არა ბრიტანეთთან, ან ამერიკასთან, არამედ სტალინთან. საბჭოთა ხელმძღვანელობასთან შეხვედრას რიბენტროპი და შელენბერგი ცდილობდნენ. მაგრამ რიბენტროპმა, წინასწარ, იმდენი პირობა წამოაყენა, რომ ცხადი იყო – გერმანელებთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. იაპონიის ძალისხმევა იაპონია უკვე 1943 წელს აწყობდა გეგმებს, ომის შედეგთან დაკავშირებით. ქვეყნის ხელისუფლებამ გეგმა დასახა და გერმანიას და სსრ კავშირს შორის, შუამავლის ფუნქცია იტვირთა. ისინი სტალინს, მხოლოდ ჰიტლერის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებს დაბრუნებას კი არა, საკუთარი ინტერესების დათმობასაც ჰპირდებოდნენ – ზავის შემთხვევაში, სამხ. სახალინი და კურილიის კუნძულები სსრ კავშირის ხელში გადავიდოდა და საბჭოთა გავლენა მანჯურიაზე, მონღოლეთზე და ჩრდ. კორეაზე გავრცელდებოდა. მაგრამ, ეს ყველაფერი უშედეგო იყო – სტალინს სეპარატული ზავი უკვე აღარ სჭირდებოდა... და 1945 წლის დასაწყისშიც კი, იაპონიას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ სტალინს, ჰიტლერთან ზავის დადებაზე დაიყოლიებდა. არხის სხვა სიახლეები:* რას წერდა გერმანული და სხვა ქვეყნის პრესა 1941 წლის 22 ივნისს?* ყველაფერი შესაძლებელია, ვიდრე ცოცხალი ხარ – 12 მიზეზი, რომ არ დანებდეთ* სენსაციური აღმოჩენა თურქეთში – ნაპოვნია მსოფლიოში ყველაზე ძველი კალენდარი* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას334 1-ს მოსწონს
|