ნანუკა ჟორჟოლიანმა ,,მეორადი'' ტანსაცმლის და ნივთების მაღაზია გახსნა? რატომ ყიდის ჟურნალისტი საკუთარ ნივთებს?
სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელს ვირუსივით მოედო ახალი “ფეისბუკ'' გვერდი “ნანუკას Second Hand''. გვერდის შესახებ უამრავი ჭორ-მართალი გავრცელდა, ყველას ძალიან აინტერესბდა თუ რაში იყო საქმე. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტა, რომ მოცემულ გვერდზე მართლაც გაიყიდება მისი ნივთები, რომ შემდგომ შეგროვილი თანხით დაფინანსდეს სტუდენტების სწავლა-განათლება.
ჟურნალისტი წერს: “გვერდი დამუშავების პროცესშია. შეიცვლება ბევრი რამ, მაგრამ მთავარი არა და ამიტომ უკვე მოგახსენებთ. აქ, ამ გვერდზე, გაიყიდება ჩემი ნივთები, დაბალ ფასში ბუნებრივია. ამიტომაც ჰქვია second hand-ი:) შემოსული თანხით დაფინანსდება კონკრეტული ადამიანების (სტუდენტების) სწავლა. ვინც ამას ვერ ახერხებს. თითოეულ მათგანს გაგაცნობთ♥''.
გაყიდვა უკვე დაიწყო და გვერდს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ფასები კი მეტად ხელმისაწვდომია. გვერდზე იყიდება თმის სარჭეები, საყურეები, საათები, სამაჯურები და ა.შ. გვერდმა ხალხში დადებითი ემოციები გამოიწვია. მომხმარებლები დიდ მადლობას უხდიან ჟურნალისტს და საქებარ სიტყვებს არ იშურებენ მისთვის.
გთავაზობთ ზოგიერთი მომხმარებლის შეფასებას:
“ძალიან მაგარი წამოწყებააა ნანუკა. შენ ხარ სუპერ გოგო.''
“ ნანუკა დღითიდღე უფრო და უფრო გაფასებ, მე ერთი რიგითი მაყურებელი! ძალიან კეთილი ხარ და ზე ადამიანური! წარმატებები ყველა კეთილ საქმეში!''
“ ძალიან მაგარი იდეაა, + იაფი რომაა ბევრი შეძლებს შეძენას და ყველას ექნება საშუალება სხვას დაეხმაროს.''
“ აუ, რა ძაან მაგარი იდეა. მე საქართველოში არ ვცხოვრობ და ეხლა სიამაყით ვაჩვენე და ავუხსენი ოჯახს თქვენი იდეიის შესახებ''.
ჟურნალისტი ასევე ამბობს, რომ ზაფხულში აპირებს, რომ თავისი ნივთები ბათუმში, უკვე დახლიდან გაყიდოს. ასევე მან დაანონსა, რომ სპეციალურად ბანკეტების სეზონისთვის ლამაზი კაბები გამოქვეყნდება.
წარმატებებს ვუსურვებთ ნანუკა ჟორჟოლიანს!