x
image
გვანცა1234
,,ვინ ურჩია ნინო სუბლატს, რომ დემონური შესამოსლით და დემონური სახით გამოსულიყო?''-აქრქიმანდრიტი ანთიმოზი ნინა სუბლატს უპირისპირედება

“ევროვიზია 2015''-ზე გასულ ქართველ კონკურსანტს ნინა სუბლატს ე.გ “ბუქმეიქერები'' საუკეთესო ხუთეულში მოხვედრას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, ყველასგან მოულოდნელად, ნინას სხვა
ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს, მან საკმარისი ქულები ვერ მიიღო და
მიუხედავად შესანიშნავი სიმღერისა და შესრულებისა ათეულშიც ვერ მოხვდა და
მეთერთმეტე ადგილს დასჯერდა.

ამ თემასთან დაკავშირებით ცნობილმა ადამიანებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს, თუმცა სოც. ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არქიმანდრიტი ანთიმოზი აღმოჩნდა. მან ნინას უამრავი პოსტი მიუძღვნა და კრიტიკა არ დაიშურა მისთვის. imageნინო სუბლატი
ვინ ურჩია ნინო სუბლატს, რომ დემონური შესამოსლით და
დემონური სახით გამოსულიყო? შე დალოცვილო ლამაზი გოგო ხარ, ლამაზი კაბა
ჩაგეცვა და გემღერა ისე)))))))
ეტყობა უთხრეს ევროვიზია დემონურს აწვება და ესე უფრო მოვხიბლავთო!))))))
ვაი ჩვენს პატრონს! დემონიზაციაში მაინც გავასწარით ევროპას))))))
ქე გვაჯობა თეთრ კაბაში გამოწყობილმა გაფითქინებულმა რუსმა გოგომ)))))))))))))))))))))))''-წერს ანთიმოზი თავის “facebook'' გვერდზე. imageცოტა ხანში მან ხალხს ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გულშემატკივრობისკენ მოუწოდა და აქაც ახსენა ნინა: “ნინო სუბლატს კი არა ნიკოლოზ ბასილაშვილს უბალეშიკეთ მთელმა საქართველომ ევროპა რო დაიპყროს კაცურად!
ღმერთმა ძალა მოგცეს საქართველოს სადიდებლად!'' imageსოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ანთიმოზის ამგვარ აქტიურობას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტის გამოქვეყნება გადაწყვიტა, რომელშიც მუქარის ტონი იგრძნობოდა და დაწერა: “უცოდინრებო! მარტო შავ ფერში არაა საქმე
თქვე დალოცვილებო, დიდი
მაესტრო-რობიკო სტურუას ჩანაფიქრს ვუგებ, რომელიც ხანდახან, თავის თავს ვერ
უგებს, ნინო სუბლატის რეჟისორის ჩანაფიქრი საბავშვო ბაღია. არ გამაბრაზოთ,
თორემ მისხალ-მისხალ აგიხსნით ყველაფერს!
ეხლა, დემონოლოგიის ლექციების კითხვა დამაწყებინეთ ფბ-ზე)))))))))))))))))))))))))))))))''. imageარქიმანდრიტმა ანთიმოზმა ამ თემაზე გადაცემა “იმედის კვირა''-შიც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნინას გამოსვლაში კაბალიზმის ნიშნებს ხედავდა. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ინტერვიუდან: „ვიცით, რომ თეთრი ანგელოზი დაეცა და შემდეგ შავ ანგელოზად გადაიქცა,
დემონად. დემონოლოგია მხოლოდ ჩაცმაში და ვიზუალში არ გამოიხატებოდა. რომ
გადავხედოთ კლიპის მიმდინარეობას, დემონოლოგიიდან 5-6 კაბალისტურ ნიშნებს
გაჩვენებთ. მე ეს ვიცი, იმიტომ, რომ შესწავლილი მაქვს და ამ კაბალიზმით და
დემონოლოგიით გავაოცეთ ევროპა და მე ეს პროვინციონალიზმი მგონია". imageშეგახსენებთ, რომ 23 მაისს, საქართველოს დროით ღამის 11 საათზე, პირველ არხზე პირდაპირ
ეთერში ვიხილეთ მსოფლიო დონის მუსიკალური ფესტივალის, ევროვიზიის ფინალი,
რომელშიც მონაწილეობას ოცდაშვიდი ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა. მათ
შორის ნინა სუბლატი საქართველოდან. გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი
გახდა. მეორე ადგილი რუსეთმა, მესამე კი იტალიამ დაიკავა.
როგორც ვიცით საქართველოდან წასული ცნობილი მომღერალი ფართო აუდიტორიის
წინაშე 2013 წელს წარსდგა, მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“.
პოპულარობა მალე მოიპოვა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. თუმცა სამწუხაროდ ნინას სხვა ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს, მან საკმარისი ქულები ვერ მიიღო
და მიუხედავად შესანიშნავი სიმღერისა და შესრულებისა ათეულშიც ვერ მოხვდა
და მეთერთმეტე ადგილს დასჯერდა.

image

5
82
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
82
  
2015, 26 მაისი, 11:21
აი ზე ზუსტად ჩამოაყალიბე ჩემი ნაფიქრალიც...
2015, 26 მაისი, 11:14
გული მტკივა გუჯა ყველა ასეთ სასულიერო პირზე, ათეისტებს და მათ ვისაც ჯერ არ აქვთ გამყარებული რწმენა, აზრებს აკარგვინებენ ყველანაირად, ამიტომაა მერე ხალხის შეძახილი- აი თქვენი ეკლესია, აი თქვენი მამაოები... რატომ?!! მიაჭირე შე დალოცვილო გონებას წიხლი და სწორად შეარჩიე მოძღვარი, ნება თავისუფალია.
2015, 26 მაისი, 11:06
გავაზიარე
2015, 26 მაისი, 11:06
მართალი ხარ მაკა, თან ნახალოვკელი ვარ და გინება მოსულას-მერე....
2015, 26 მაისი, 10:29
მაინც ვერ ვიკავებ თავს კომენტარისგან- სასულიერო პირის ადგილი და დანიშნულება სოც-ქსელი და კრიტიკა არაა!!
0 1 5