x
image
გვანცა1234
სელებრითები, რომლებმაც თვითმკვლელობა სცადეს

თქვენ ალბათ ხშირად გინატრიათ რომელიმე სელებრითის ადგილას ყოფნა, რადგან მათ ერთი შეხედვით ყველაფერი აქვთ: ფული, დიდება, სახელი, პოპულარობა და ა.შ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მათი ცხოვრება არც ისე დალხენილი და უდარდელია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, პირიქთ შეიძლება მათ ჩვენზე, ჩვეულებრივ ადამინებზე მეტი სადარდებელი და პრობლემა აქვთ. თქვენ წარმოიდგინეთ ბევრი სელებრითი იმ დონემდეც მისულა, რომ თავის მოკვლა უცდია. წარმოგიდგენთ ამ ადამიანების სიას:
1) დრიუ ბერი მორი
დაიბადა 22 თებერვალს, 1975 წელს, კალიფორნიაში. ის არის ამერიკელი მსახიობი. ბერიმორი ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა, სადაც ის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებას აღწერს.
მსახიობმა სცადა თვითმკვლელობა და გადაიჭრა ვენები სამზარეულოს დანით, როდესაც ის იყო 14 წლის. image2) ელტონ ჯონი
სერ ელტონ ჰერკულეს ჯონი (ნამდვილი სახელი - რეჯინალდ კენეთ დუაიტი) დაიბადა 1947 წლის 25 მარტს.
ელტონ ჯონმა თავის მოკვლა სცადა და თავის არეში დანით მიიყენა დაზიანება. ამ ფაქტის შემდეგ მან დაწერა სიმღერა "Someone Saved My Life Tonight"(ვიღაცამ იხსნა ჩემი სიცოცხლე). image3) ემინემი
მისი სრული სახელია მარშალ ბრიუს მეზერს III. დაიბადა 17 ოქტომბერს, 1972 წელს. ცნობილი თავისი სასცენო სახელით ემინემი. ის არის ამერიკელი რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი
1996 წელს მან სცადა სუიციდი და მიიღო ნარკოტიკის ზედმეტი დოზა. რადგან მისი იმდროინდელი გერლფრენდი კიმ სკოტი ცდილობდა დაესრულებინა მასთან ურთიერთობა. image4) ბრიტნი სპირსი
დაიბადა 1981 წლის 2 დეკემბერს. ის არის ამერიკელი მომღერალი. დაიბადა მაკკომბში (მისისიპი) და გაიზარდა კენტვუდში (ლუიზიანა).
მან თავად გაიხსენა თავის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიაში, რომ 2006 წელს ორჯერ სცადა თვითმკვლელობა. image5) მაიკლ ჯექსონი
დაიბადა 29 აგვისტოს, 1958 წელს, გარდაიცვალა 25 ივნისს, 2009 წელს. ასევე ცნობილია როგორც პოპის მეფე — ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპ-კერპი
არსებობს ჭორები, რომ მაიკლ ჯექსონიმა თვითმკვლელობა სცადა 2005 წელს. image6) შინეიდ ო'კონორი
დაიბადა 1966 წელს, 8 დეკემბერს. ის არის ირლანდიელი სიმღერების ავტორი და მომღერალი. ცნობილი გახდა 1980-იან წლებში ალბომით The Lion and the Cobra. წარმატება მოიპოვა პრინსის სიმღერის „Nothing Compares 2 U“ ქავერ-ვერსიით.
შინეიდ ო'კონორმა თვითმკვლელობა სცადა 2012 წელს აბების ზედმეტი დოზის მიღებისას. image6) ოუენ ვილსონი
დაიბადა 18 ნოემბერს, 1968 წელს, დალასში. ის გახლავთ ამერიკელი მსახიობი და სცენარისტი.
ოუენ ვილსონის ინფორმაციით, თვითმკვლელობა სცადა ვენების გადაჭრით, 2007 წელს. image7) პრინცესა დაიანა
დაიანა, უელსის პრინცესა (ინგლისურად Diana Princess of Wales), ქალიშვილობის გვარით სპენსერი.
მან სცადა თვითმკვლელობა, როცა ძალით დაგორდა კიბეებზე, რადგან თავზარდაცემული იყო იმის გამო, თუ როგორ მოექცა მას პრინცი ჩარლზი. image8) ტინა ტერნერი
მისი ნამდვილი სახელია ანა მეი ბალოკი. დაიბადა 26 ნოემბერს, 1939 წელს. ამერიკელი მომღერალი, ავტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი, რომლის კარიერა 50 წელიწადზე მეტ ხანს მოიცავს.
ტინა ტერნერის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ირკვევა, რომ მან თვითმკვლელობა სცადა 1968 წელს. image

0
201
7-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0