წარმოგიდგენთ ცნობილი “სელებრითების'' ცნობილ და ნაკლებად პოპულარულ დედმამიშვილებს.
ჯულია და ერიკ რობერტსები
ჯულია რობერტსი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მეტად ცნობადი მსახიობია მსოფლიოში და ჰოლივუდის კინო ინდუსტრიაში. მაგრამ მისი უფროსი ძმა, ერიკიც არანაკლებ ცნობილია. იგი გამოირჩევა მწვავე და საინტერესო როლების შესრულებით. იგი მრავალჯერ იყო ნომინირებული სხვადასხვა დაჯილდოვებებზე, წარდგენილი იყო ოსკარზე 1985 წელს. ჯოან და ჯონ კიუსაკები
ჯოან და ჯონ კიუსაკები, ერთ-ერთი პოპულარული და-ძმა კინოინდუსტრიაში. ისინი თანამშრომლობდნენ და ერთობლივად მუშაობდნენ რამდენიმე ფილმში, მათ შორის “High Fidelity'' (2000), “Grosse Pointe Blank'' (1997), “Say Anything'' (1989), და “Sixteen Candles'' (1984). ანჯელინა და ჯეიმს ჯოლები
ანჯელინა ჯოლი ვოითი ამერიკელი კინომსახიობია. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად, ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მისი ძმაა ჯეიმს ჯოლი. მან თავი ოსკარების დაჯილდოვებიდან დაგვამახსოვრა, როდესაც თავის დას ტუჩებში აკოცა.
პერის და ნიკი ჰილტონები
პერის უიტნი ჰილტონი (დაიბადა 17 თებერვალს, 1981) არის ამერიკელი ტელეწამყვანი, მოდელი, მსახიობი და მომღერალი. მას ჰყავს არანაკლებ პოპულარული და ნიკი ჰილტონი. ის არის ამერიკელი სუპერმოდელი და ბიზნეს ლედი.
ბიონსე და სოლან ნოულსები
ბიონსე ჯისელ ნოულსი (დაიბადა 4 სექტემბერს, 1981წ) — ამერიკელი R&B მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე, მოდის დიზაინერი და მოდელი. მას ყავს და სოლანი. დები ძალიან გვანან ერთმანეთს.