შოუბიზნესი ნანუკა ჟორჟოლიანმა ,,მეორადი'' ტანსაცმლის და ნივთების მაღაზია გახსნა? რატომ ყიდის ჟურნალისტი საკუთარ ნივთებს? 2017, 4 მაისი, 21:57 სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელს ვირუსივით მოედო ახალი “ფეისბუკ'' გვერდი “ნანუკას Second Hand''. გვერდის შესახებ უამრავი ჭორ-მართალი გავრცელდა, ყველას ძალიან აინტერესბდა თუ რაში იყო საქმე. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტა, რომ მოცემულ გვერდზე მართლაც გაიყიდება მისი ნივთები, რომ შემდგომ შეგროვილი თანხით დაფინანსდეს სტუდენტების სწავლა-განათლება. ჟურნალისტი წერს: “გვერდი დამუშავების პროცესშია. შეიცვლება ბევრი რამ, მაგრამ მთავარი არა და ამიტომ უკვე მოგახსენებთ. აქ, ამ გვერდზე, გაიყიდება ჩემი ნივთები, დაბალ ფასში ბუნებრივია. ამიტომაც ჰქვია second hand-ი:) შემოსული თანხით დაფინანსდება კონკრეტული ადამიანების (სტუდენტების) სწავლა. ვინც ამას ვერ ახერხებს. თითოეულ მათგანს გაგაცნობთ♥''.გაყიდვა უკვე დაიწყო და გვერდს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ფასები კი მეტად ხელმისაწვდომია. გვერდზე იყიდება თმის სარჭეები, საყურეები, საათები, სამაჯურები და ა.შ. გვერდმა ხალხში დადებითი ემოციები გამოიწვია. მომხმარებლები დიდ მადლობას უხდიან ჟურნალისტს და საქებარ სიტყვებს არ იშურებენ მისთვის. გთავაზობთ ზოგიერთი მომხმარებლის შეფასებას: 266 5-ს მოსწონს
|