x
image
alex999
"ვწერ მათთვის, ვისაც ეს სჭირდება-სიმსივნე განაჩენი არაა!" - გაუზიარეთ მთელ საქართველოს!

ჩემო ძვირფასო მკითხველებო, სანამ სტატიის მთავარ თემაზე გადავიდოდე, მინდა მცირეოდენი შესავალი გავაკეთო... ეს არის რეალური ისტორია ადამიანისა, რომელმაც
მოახერხა ურთულესი დაავადების, სიმსივნის დამარცხება. ეს პიროვნება გახლავთ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეგობარი შორენა სურმანიძე, რომელიც ასევე ჟურნალისტია . მისივე ნებართვით გადავწყვიტე მისი სიმამაცე და სიცოცხლისუნარიანობა მთელი საქართველოსთვის გამეზიარებინა.

image

წარმოგიდგენთ ამ ულამაზესი ადამიანის საბედნიერო სტატუსს, უცვლელად სოციალური ქსელიდან -



"...მივაღწიე იმ ეტაპს ცხოვრებაში, რომ ვფიქრობ, დუმილი დანაშაულია! დიახ, დუმილი, ახლა და ჩემი. ბოლო დღეებში განსაკუთრებით დავრწმუნდი ამაში. დროა, ეს, იმ ადამიანებს ვუთხრა, მათ, ვისაც თუნდაც ჩემი ერთი სიტყვა, ახლა ჰაერივით, წყალივით სჭირდება. დიახ, შეიძლება ამბიციური განაცხადია, მაგრამ მათ სჭირდებათ ეს. უბრალოდ იმის გაგება, რომ სიმსივნე განაჩენი არაა!
ხშირად მიფიქრია, დამეწერა თუ არა, დამეწერა, რომ მე დავამარცხე!!!
ახლა კი, ყოველგვარი კითხვის ნიშნების, მოსალოდნელი შედეგების, შესაძლო მითქმა-მოთქმის, ჩემი ნაცნობების, მეგობრების გაკვირვების, გაოცების მიუხედავად, ყველანაირი შედეგის მიუხედავად, ვწერ...
ვწერ მათთვის, ვისაც ეს სჭირდება...
...13 წლის ვიყავი როცა აღმომაჩნდა ჰოჩკინის ლიმფომა. ონკოცენტრში საორდინატოროს კარებთან ვიდექი, შიგნით მყოფ დედაჩემს ექიმმა დიაგნოზის შესახებ უთხრა: კიბო აქვს... და იყო პირველი განცდა-გაფიქრება, რომ მე მოვკვდები... ამის შემდეგ კი აღარც მახსოვს იმდენი ქიმიო და სხივური თერაპია, ხშირად უსახსრობის გამო დაუსრულებელი მკურნალობის კურსებიც... მაგრამ არ ნებდებოდნენ მშობლები და არ დავნებდი მეც, მაშინაც კი, როცა მესამე კურსის სტუდენტს, ქიმიის შედეგად პირველად გამცვივდა, საკმაოდ გრძელი თმა :) - რამაც მკურნალობის მეექვსე წელს, ყველაზე მეტად იმოქმედა ჩემზე...
მეორედაც გამცვივდა, მაშინ, როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი... პარიკით დავდიოდი... საშინლად განვიცდიდი, მაგრამ ვცდილობდი ეს არ ეგრძნოთ ჩემ მეგობრებს, ოჯახის წევრებს. ამ დროს ყველაზე მთავარია, საკუთარ თავს შემოუძახო, რომ უნდა იბრძოლო, არ უნდა იეგოისტო, უნდა იბრძოლო, იმიტომ რომ ვიღაცისთვის ძალიან საჭირო ხარ, თუნდაც ერთი ადამიანისთვის...
ძალიან შორს წამიყვანს იმაზე წერა, რაც 12 წლის განმავლობაში გავიარე ადიგენის ერთი პატარა სოფლიდან ონკოცენტრამდე, ხშირად ვამბობ, იქ გავიზარდე თქო :) -
ეს იყო საკმაოდ რთული გზა, გზა, რომლის ბოლოსაც მე იმედს, სინათლეს ვხედავდი...
...2012 წელს მორიგი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა რომ არცერთი მეტასტაზი აღარ იყო ორგანიზმში. დიახ, მე დავამარცხე! დავამარცხე რწმენით, იმედით, დროული ჩარევით, კიდევ, იმ ადამიანების გვერდზე დგომით, ვისაც ვუყვარვარ, მათბობს და მუდამ ვფიქრობდი, რომ ეს სითბო და სიყვარული მე ასმაგად უნდა გადამეხადა. დიახ, მე თქვენი ვალი მაქვს, სიყვარულის ვალი... :)
ძალიან ბევრი რამის დაწერა და მოყოლა შეიძლება ჩემო კარგებო, ბევრ კარგ ადამიანზე, უცხო-კეთილ ადამიანებზეც, ვინც კი შემხვედრია ცხოვრების გზაზე. ძალიან შორს წაგვიყვანს, ძალიან... <3
პ.ს. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ ახლა, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე ადამიანზე გავიგე... რამდენიმე მათგანმა შეშინებულმა და დაზაფრულმა მკითხა, რა და როგორ იყო... ასეთი ძალიან ბევრია დღეს, სამწუხაროდ...
თქვენ ერთეულები არ ხართ, მარტო არ ხართ ამ სენთან, მინდა იბრძოლოთ, აუცილებლად იბრძოლოთ იმისთვის, რომ გასცეთ და მიიღოთ სითბო და სიყვარული, მანამ სანამ ვართ ამქვეყნად. გააცნობიერეთ ისიც რომ ბევრი ადამიანი უფრო საშინელი ტკივილით იტანჯება... :(
...მხოლოდ ერთ რამეზე იფიქრეთ, ეს არაა განაჩენი, ეს გამოცდაა, განსაცდელია ცხოვრებაში, რომელიც უფრო გვაძლიერებს, უფრო მეტად გვაყვარებს ერთმანეთს და სიცოცხლეს...
და მაინც, ვფიქრობ, მთავარია, ლამაზად იცხოვრო, რა მნიშვნელობა აქვს დროს...
მიყვარხართ მე თქვენ, ადამიანებო! <3"

image

ფოტოები შორენა სურმანიძის პროფილიდან

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage


არ დანებდეთ სიმსივნეს, ცხოვრება მშვენიერია!

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

6
450
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
450
  
2017, 4 მაისი, 11:54
გაიხარე
2017, 4 მაისი, 9:28
ღმერთMა კარგად ამყოფოს.
2017, 3 მაისი, 20:54
მთავარი აქ ამბის შინაარსია, რომლის წაკითხვისას ბევრ ადამიანს იმედი მიეცემა და ბრძოლის სურვილი გაუჩნდება
2017, 3 მაისი, 20:51
კი სამწუხაროდ ჩემი უყურადღებობის გამო გვიან გავიგე ეს ამბავი. :-( მითუმეტეს ძალიან საყვარელ ადამიანს ეხება ეს
2017, 3 მაისი, 20:22
გუშინ წავიკითხე ეს ამბავი ძალიან გამეხარდა პოზიტიური სტატიაა, ყოჩაღ ალექს
0 1 6