x
image
პერსეპოლისი
გაიცანით "ცეკვავენ ვარსკვლავების" VII სეზონის მონაწილე - ალექსანდრა პაიჭაძე (+ ფოტოები)
image


მოდელი, ტელეწამყვანი და ფიტნეს-ინსტრუქტორი ალექსანდრა პაიჭაძე პირველად საზოგადოების ყურადღების ცენტრში თვისი სამოდელო საქმიანობიდან გამომდინარე
მოექცა. მას ბავშვობიდანვე ჰქონდა მოდელობის სურვილი და 14 წლის ასაკში სოფო ჭყონიას სამოდელო სააგენტო "ამსაში" მივიდა, სადაც კეიტ მოსს მიამსგავსეს.

სწავლობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან
ურთიერთობის, მარკეტინგის და მენეჯმენტის განხრით, ხოლო ბოლო კურსზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა და დაამთავრა კიდეც. საკუთარი პროფესიით არასოდეს უმუშავია. თუმცა, ნებისმიერი სხვა ექსპერიმენტებისთვის მზად არის.

2009 წელს მოდელი „მის სტუდენტური სახე“ გახდა. 21 წლის ასაკში კი კაზინო "აჭარაში" ივენთების ორგანიზატორი და საღამოების წამყვანი იყო.

ამჟამად მარტოხელა დედას, 2011 წელს ეყოლა შვილი - დემეტრე. ქორწილში ალექსანდრა უკვე 5 თვის ორსული იყო, თუმცა მან და მისმა მეუღლე გიორგი ხატიაშვილმა გადაწყვიტეს ეს სიურპრიზად დაეტოვებინათ, რაც მოდელის აღნაგობიდან გამომდინარე არც თუ ისე რთული აღმოჩნდა და სტუმრებმა ამის შესახებ არც კი იცოდნენ.

მოგვიანებით, ალექსანდრა საზოგადოებამ GDS-ის ეთერში გაიცნო, სადაც მაყურებელს ჯერ მუსიკალური ტოპ ათეულის წამყვანად, შემდეგ კი, მოყვარული ფიტნეს-ინსტრუქტორის ამპლუაში მოევლინა. შემდეგ იყო პატარა სცენა "ჰეროკრატიაში". შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრამ ყველა ის ოცნება აიხდინა, რაც ბავშვობაში სურდა. ახლა კი, ჯანსაღი ცხოვრების წესმა იმდენად გაიტაცა, რომ ინფორმირებულობის კუთხით, ნამდვილ პროფესიონალებს არაფრით ჩამოუვარდება. არის ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელი, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პროპაგანდას. სულ ახლახანს კი, ტელეკომპანია იმედში, დილის გადაცემაში მიიწვიეს ერთ-ერთ წამყვანად, ფიტნეს-ინსტრუქტორად.

მას შემდეგ, რაც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე გახდა, ლათინო-ამერიკულმა ცეკვებმა გაიტაცა. 5-დან 15 წლამდე ქართული ცეკვებით იყო დაკავებული. თუმცა, სიმაღლის გამო ალექსანდრას სყვარელ საქმეზე უარის თქმა მოუხდა, რადგან ბოლო 2 წელი ისე გაიზარდა სიმაღლეში, რომ მხოლოდ ოსურის სოლოს აცეკვებდნენ.

უყვარს კითხვა ბავშვობიდან და ახლაც არ უშვებს მომენტს ხელიდან, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, კითხვით ერთობა და ცოდნის ჰორიზონტს იფართოებს.

ალექსანდრა გატაცებულია სპორტით, კონკრეტულად კი ფეხბურთით, რომელიც თავისი ცხოვრების ნაწილად მიაჩნია. ის გუნდებიდან მადრიდის „რეალის“, ნაკრებებიდან
კი ბრაზილიის გულშემატკივარი გახლავთ. მისი საყვარელი ფეხბურთელი კი რაულია და მთელი ბავშვობა ოცნებობდა, რომ როდესაც ეყოლებოდა მეუღლე, ისეთივე ჟესტი გაეკეთებინა, რასაც ის აკეთებდა.



image


image



image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image




1
1998
8-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
1998
  
2017, 3 მაისი, 21:09
ვგიჟდები ამ ქალზე. ამის შემხედვარეს დორბლი მომდის და უამრავი სექსუალური ფანტაზია მაწუხებს
0 1 1