x
image
პერსეპოლისი
"ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-4 სეზონის მონაწილეების ვინაობა უკვე ცნობილია.
image24 აპრილიდან, ყოველ ხუთშაბათს, 22 საათზე,
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ცეკვავენ ვარსკვლავების“
მე-4 სეზონი გავა. პროექტის ახალი პრომო, სადაც პროექტის მონაწილეები ჩანან, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასვლისთანავე უამრავმა ადამიანმა იხილა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.უკვე ცნობილია ჟიურის წევრების ვინაობა : ინგა გრიგოლია, რეჟისორი ლევან წულაძე, იგივე ჭოლა და უცვლელი გოჩა ჩერტკოევი.
რაც შეეხება „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-4 სეზონის მონაწილეებს, ვისი გარკვევაც პრომოდან შეიძლება, რვა „ვარსკვლავია“. დანარჩენი
ორი წყვილიდან კი ხალხისთვის გაუგებარია რომელია ვარსკვლავი და რომელი მოცეკვავე. პროექტის შემადგენლობამ უკვე დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რაზეც პროექტის პროდუსერი ნოე სულაბერიძე საზოგადოებას პასუხობს, რომ „ვარსკვლავი“ არ ნიშნავს მხოლოდ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს. ეს ის ადამიანები არიან, ვინც თავიანთ სფეროში წარმატებას მიაღწიეს.


საბოლოოდ, პროექტის მონაწილეები არიან :


აფხაზეთში მცხოვრები და რუსეთში მოღვაწე მომღერალი - ნანა არახამია, იგივე იასენია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა სულ ახლახანს გაიცნო.

image


ჟურნალისტი და პედაგოგი ნუგზარ რუხაძე.
image


ახალგაზრდა მოდელი ნინი ნებიერიძე.


image



გია ჯაჯანიძე, რომელსაც პარტნიორობას თავისი
მოგვარე ანი ჯაჯანიძე გაუწევს.
image



მოდელი და ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე.
image



მომღერალი თიკა ჯამბურია.
image



მსახიობი მიშა მესხი.
image



მომღერალი TL.
image


0
261
6-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0