x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 ყველაზე ცნობილი რელიგიური სასწაული
image



1 წმინდა მარიამის გამოცხადება-ასეულობით წლების განმავლობაში, იესოს დედის, წმინდა მარიამის გამოცხადება თითქმის მთელი მსოფლიოს ყველა კუთხეში იყო დაფიქსირებული..ყველაზე ცნობილია მათ შორის გვადალუპეში, მექსიკა 1531 წელს;ფატიმა, პორტუგალიაში 1917 წელს;ლურდი საფრანგეთში, 1858 წელს, გიტსვერალტი, პოლონეთში 1877 წელს.

წმინდა მარიამის გამოცხადების შემთხვევები ჩვენს ეპოქაშიც ხშირად ხდება..გამოცხადების შემდეგ, როგორც წესი წმ.მარიამი მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს..ან წინასწარმეტყველებს, ამათგან ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველება გახლავთ "ფატიმას საიდუმლო".

სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს გახლავთ მასიური ისტერია და ჰალუცინაციები, სხვა მკვლევარები კი ამ მოვლენებს ამოსთან აიგივებენ.



image



სურათზე:წმინდა მარიამის გამოცხადება ზაიტაუნში, ეგვიპტე. 1969 წლის 2 აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით წმინდა მარიამი კვირაში 2-ჯერ ან სამჯერ ჩნდებოდა კოპტის ეკლესიის გუმბათზე...თვითმხილველთა საერთო რაოდენობა 500 000 კაცი იყო.




2-ანგელოზის გამოცხადება-არსებობს უამრავი ფაქტი კერ კიდევ უძველეს წიგნებში აღწერილი, რომ ადამიანებს მოუწიათ ანგელოზთან შეხვედრა.

ანგელოზის აღწერა თითქმის იდენტურია, მანათობელი თეთრებში გამოწყობილი ულამაზესი სახის ნაკვთებით...
ის თითქოს ჩნდება ყველაზე კრიტიკულ მომენტში:მაგალითად, როდესაც ადამიანმა თავის მოკვლა გადაწყვიტა ან იყო ასეთი შემთხვევა:გვიან ღამით ქალს ავტომობილზე დაეშვა საბურავი, სიტუაცია უიმედო იყო..ვიღაც გამოჩნდა არსაიდან, გამოუცვალა საბურავი ქალს და ისევ უკვალოდ გაქრა.




ანგელოზის მიწაზე დაშვება, ინდონეზია 2011 წლის 11 სექტემბერი, ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული.



3-სტიგმატები-ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ურთიერთგამომრიცხავი სასწაული, როდესაც ადამიანს უჩნდება ჭრილობა სხეულის იმ ნაწილებზე, რომელიც ქრისტეს წამების შემდეგ ჰქონდა.


ყველაზე ცნობილი ჩვენი დროის შემთხვევა გახლდათ პიგმანტები წმ.პიოს სხეულზე, იგივე პადრე პიო(1887-1968)...თუმცა ხშირად შარლატანობასაც ჰქონდა ადგილი.

თვით პადრე პიოზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ მჟავათი იზიანებდა სხეულს..
არსებობს კიდევ ფსიქოლოგიური მომენტიც, ღრმა მორწმუნე ადამიანს თვით შეგონების საფუძველზე შეიძლება მართლაც გაუჩნდეს ლაქები სხეულზე.


image

4-მტირალა ხატები-ხშირია შემთხვევა, როდესაც წმინდანთა სტატუებს, ხატებს თუ სურათებს მოსდით ცრემლი ან სისხლი.

მსგავსი მოვლენები მთელს მსოფლიოში ხდება ხოლმე ცნობილი, მათ შორისაა ყველაზე გახმაურებული შემთხვევები:ქრისტეს ხატი ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარში, ხატზე ხშირად შეუნიშნავთ სისხლიანი ცრემლები.მადონას ტირილი ტორონტო, კანადაში.მტირალი წმ.მარიამი ანტიოქიის მართლმადიდებულ ეკლესიაში და სხვა.


image


5-ტურინის სუდარა-რამდენი მეცნიერული ექსპერტიზა და ტესტიც გინდათ ჩატარდეს ტურინის სუდარისა, შედეგი მაინც ყველასთვის მისაღები არ იქნება...მორწმუნეებს სჯერათ, რომ ქრისტე წამების შემდეგ ნამდვილად ამ სუდარაში იყო გახვეული.
. ტურინის სუდარა არის გრძელი ნაჭერი (4.36X1, 1) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის ნაწამები ადამიანის გამოსახულება.

თუმცა რამდენიც არ უნდა იკამათონ მკვლევარებმა ტურინის სუდარის გარშემო, აუხსნელ გამოცანად რჩება ქრისტეს 3 განზომილებიანი გამოსახულება.
თანამედროვე ფიზიკისთვის უცნობმა გამოსხივებამ, რომელიც წამის მემილიონედების განმავლობაში გრძელდებოდა, სუდარაზე დატოვა უზუსტესი ფოტოგრაფიული გამოსახულება, რომლის სისქე სულ რამდენიმე მიკრონია.


image


0
379
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0