სხვა ქმარმა ცოლი და საყვარელი ერთად გაუშვა დასასვენებლად... 2017, 26 აპრილი, 18:36 ქმარმა ცოლი და საყვარელი ერთად გაუშვა დასასვენებლად. ერთსა და იმავე ქალაქში, ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე სასტუმროში. ორივე გააცილა. თვითონ გადაწყვიტა არსად წასულიყო და ძმაკაცებთან ერთად მოელხინა. ასეც მოიქცა. გავიდა ბედნიერი ორი კვირა. ჩამოვიდა ცოლი. დახვდა ქმარი სადგურში. მოიყვანა სახლში. ქალი ეხმატკბილება ქმარს, რომ მოენატრა და უმისოდ მოიწყინა. უყვება დასვენების ამბებს. ჯერი მიდგა სურათებზე. ეს სვეტაა, უხსნის ცოლი. მასთან ერთად ვცხოვრობდი სასტუმროს ნომერში. ეს ლუბაა, ერთ მაგიდასთან ვსადილობდით. ეს ვიღაა? ეკითხება ქმარი და ნაზად მომღიმარი საყვარლის სურათზე უთითებს. ოჰ, ეს ნატაშაა, ეს ისეთი ვინმეა... ქმარმა ყურადღება დაძაბა. ერთი ღამეც არ გაუთევია სასტუმროში. სულ სხვადასხვა კაცებთან ერთად ერთობოდა. ქმარმა უხმოდ გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი. ორი-სამი დღის მერე ქმარი საყვარელს ეწვია. საყვარელი კისერზე ჩამოეკიდა, ათასი საალერსო სახელით და უამრავი მონატრების წუწუნით. უყვება დასვენების ამბებს. ჯერი მიდგა სურათებზე. ეს ნადინკაა, მასთან ერთად ვცხოვრობდი სასტუმროს ნომერში. ეს ტატიანაა, დიდი ღორმუცელა ვინმეა, ერთ მაგიდასთან ვსადილობდით. ქმარმა მომღიმარი ცოლის სურათი შენიშნა და სულმოუთქმელად ეკითხება: -ეს ვინღაა? ოჰ, ეს ანიუტაა, ეს ისეთი ქალია... ქმარს გული აუფანცქალდა... ჩვენ ყველანი ერთად დავდიოდით და ვერთობოდით. ხან კაფეში ვიყავით, ხან რესტორანში, ხან ბუნებაში გავდიოდით და მწვადებს ვწვავდით. ანიუტა კი, ძალიან საყვარელი ქალია, მაგრამ... ჩამოვიდა ქმართან ერთად და წუთითაც არ მოშორებია გვერდიდან. შოკისმომგვრელი ფოტოები საერთო საცხოვრებლიდან ექიმები გაოცდნენ, უბრალო საშუალება და ნაოჭები, შავი წერტილები, მუწუკები ქრება საშინელი ამბავი, რაზეც 40 წელი დუმდნენ 1446 2-ს მოსწონს
|