პროფილაქტიკა 10 საკვები პროდუქტი, რომელიც სისხლში შაქარს აბალანსებს! 2017, 26 აპრილი, 10:24 პროდუქტები, რომლებიც სისხლში შაქარს აბალანსებენ, ასევე იწვევენ გვიან მოშიებას და ეხმარებიან საჭმლის მონელებას!
წარმოგიდგენთ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც გამოირჩევიან დაბალი გლიკემიური ინდექსის რაციონით: 1. მარწყვი - ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხილის სახეობა, რომელიც გამოირჩევა დაბალკალორიულობით. შეიცავს უხვი რაოდენობით წყალს და ვიტამინებს, აქედან გამომდინარე სისხლში შაქრის დაბალანსებაში დაგეხმარებათ! 2. მინერალური წყალი - საკმაოდ სასარგებლო დასალევი. არ შეიცავს კალორიებს და შაქარს, თუ მიირთმევთ ჭამის შემდეგ, მაშინ უფრო უკეთესად იმუშავებს თქვენი საჭმლის მონელების სისტემა. 3. იოგურტი - არის ჯანრმთელობისთვის სასარგებლო საკვები, შეიცავს პროტეინებს. ზომიერად მირთმევის შემთხვევაში დადებითი შედეგებიც არ მოგაკლდებათ, იოგურტი დიეტურია. 4. შვრია - არის ძალიან დიეტური. პროფესორები გვირჩევენ, რომ ყოველ დილას მივირთვათ რძესთან ერთად! 5. ბროკოლი - ვიტამინების ნაკლებობას არ განიცდის. ეხმარება საჭმლის მონელებას და სიხლში შაქარსაც აბალანსირებს! დაბალი კალორიების წყალობით დიეტურ საკვებ პროდუქტებს შორისაც მოიხსენიება. 6. დარიჩინი - სისხლის შაქრის ბალანსირებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სანელებელი. რეკომენდებულია იოგურტთან და ხილთან ერთად მირთმევაც. 7. ორაგული - ომეგა 3 და პროტეინი თუ გჭირდებათ, მაშინ აუცილებლად მიიღეთ ორაგული. თუ საჭირო რაოდენობით ორაგულს მიირთმევთ, მაშინ სისხლის შაქარის ნორმალურ მდგომარეობაში გექნებათ. გარდა ამისა, ორაგული სასარგებლოა გულისთვისაც. 8. ისპანახი - რკინის ნაკლებობა ძალიან გახშირდა. ამ პრობლემის მარტივად გადასაჭრელად მიირთვის ისპანახი, რომელიც საკმაო რაოდენობით რკინას შეიცავს. ისპანახი სისხლის შაქარს არ ამატებს. 9. ლობიო - ძველების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ, შეიცავს პროტეინებს. აბალანსირებს სისხლის შაქარს და ეხმარება საჭმლის მონელებას. 10. ვაშლი - ერთ-ერთი პროდუქტი, რომელსაც დაბალი გლიკემიური ინდექსი გააჩნია. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. 10 პრეისტორიული არსება, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ბინადრობდა! 2. გამოცხადდა ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები, რომელიც ზამთარში უნდა მივირთვათ! 3. მიირთვით დღეში 3 ცალი ფინიკი და გახდით საოცარი შედეგის მომსწრენი! 4. საკვები პროდუქტები, რომელიც აპრილში აუცილებლად უნდა მივირთვათ! 5. ისინი 18 წელია უკვე, რაც ცივილიზაციისგან შორს ცხოვრობენ 1798 7-ს მოსწონს
|