პროფილაქტიკა საკვები პროდუქტები, რომლებიც კვებავს ტვინს და აუმჯობესებს მეხსიერებას! 2016, 14 დეკემბერი, 12:17 კვების ხარისხი უშუალო გავლენას ახდენს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზე, კერძოდ, მეხსიერებაზე. მეცნიერები უძველესი დროიდან ადევნებდნენ თვალს თავიანთ გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და რაც უფრო მეტ ინფორმაციას იღებდნენ, მით მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მეხსიერების შენარჩუნებას. მეხსიერების გასაუმჯობესებელი საშუალებებისადმი ინტერესმა სათავე დაუდო მეცნიერულ კვლევას. ხანგრძლივმა ძიებამ საშუალება მისცა სწავლულებს, მიეგნოთ იმ საკვებისა თუ სასმელებისთვის, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს მეხსიერებასა და ინტელექტზე. ტვინს, ისევე როგორც ადამიანის სხვა ორგანოებს, განსაკუთრებული კვება სჭირდება. ჩვენ მიერ შედგენილი რაციონი დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ მეხსიერება, რეაქცია, კონცენტრაციის უნარი, რაც, დაგვეთანხმებით, დღეს ძალზე აქტუალურია.
ახლა მინდა გაგაცნოთ იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და კვებას ტვინს. ეს გაითვალისწინეთ აუცილებლად...
მარწყვი - შეიცავს ფისეტინს, რომელიც მეხსიერების გაუმჯობესებისთვის მისწრებაა. ასევე ეფექტურია, ტვინის სწრაფად მუშაობისთვის. გარდა ამისა დემენციას ყოველთვის აგვიანებს.
ბურღულეული, B ვიტამინის წყარო - მარცვლეულობა, ბურღულეულობა შეიცავს უხვი რაოდენობით B ვიტამინს, რაც სისხლში შაქარს აბალანსირებს და ხელს უწყობს ტვინის სწრაფად მოქმედებაში. ექიმების რჩევით, საუზმეზე მიირთვით მარცვლეულობის პური. კარტოფილი - გონების კარგად მუშაობას უზრუნველყოფს. სისხლში შაქარს ნელ ტემპში აბალანსირებს, თუმცა ტვინის მუშაობაში საკმაოდ ეფექტურია. გაითვალისწინეთ, რომ შემწვარ კარტოფილს იგივე თვისებები არ გააჩნია! იოგურტი - ზრდის რეაქციას, შეიცავს თიროზინის ნივთიერებას, რომელიც მეხსიერებისთვის საკმაოდ სასარგებლოა. გარდა ამისა, იოგურტი ტვინის დროულად გაფრთხილებასა და საღად აზროვნებას ახერხებს. შავი შოკოლადი - ტვინს ჟანგბადს აწვდის, შეიცავს საკმაო ოდენობით მაგნეზიუმსა და ოქსიდანტებს, რაც ტვინს აქტიურად მუშაობაში ეხმარება. პროფესორები გვირჩევენ, რომ გამოცდების წინ, აუცილებლად მიირთვათ შავი შოკოლადი! ყურძენი - პრობლემების მოსაგვარებლად ეფექტური საშუალება! ყურძენი და ყურძნის წვენი დოფამინის სეკრეციას ამრავლებს, რაც ტვინს ეხმარება პრობლემების სწრაფად მოგვარებაში. გარდა ამისა ნიჭიერები თუ ხართ, ყურძნის მირთმევით უფრო ძლიერი გახდებით.
წითელი ხახვი - მეხსიერებას აუმჯობესებს! მიირთვით წითელი ხახვი და მეხსიერების პრობლემას გადაჭრით, ასევე გულმავიწყობასაც დაემშვიდობებით. ორაგული - მდიდარია OMEGA 3 -ით. თევზეულობა ძირითადად ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ორაგული ყველასგან გამოირჩევა, ის ტვინი ექიმი და ერთგული მეგობარია, მიირთვის თვეში ერთხელ მაინც, რათა უკეთ იმუშაოს თქვენმა ტვინმა! მოცვი - ეფექტურად მუშაობს სტრესის წინააღმდეგ! არასწორი კვება, გადაღლილობა და გადამეტებული ვარჯიში, ადამიანს სტრესში აგდებს. ამისთვის საუკეთესო საშუალება მოცვია... გარდა ამისა მოცვი ძალიან სასარგებლოა მეხსიერების გასაუმჯობესებლადაც. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1 -იაკუტაში "სიცოცხლე გაიყინა".... 2 -8 მწარე სიმართლე შაქრის(ტკბილეულის) შესახებ! 3 -ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (XIII ნაწილი) 4 -მობილურის დამუხტვა რამოდენიმე წამში - სასიამოვნო სიახლე! 5 -ნამდვილია თუ არა? ვინ არის გოგონა, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს?! 2353 5-ს მოსწონს
|