x
image
alex999
გამოცხადდა ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები, რომელიც ზამთარში უნდა მივირთვათ!

image

ზამთარში იმუნიტეტი ყველაზე ძალიან გვისუსტდება. ამისთვის საჭიროა სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც უამრავ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავენ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ზამთრის სეზონის საუკეთესო პროდუქტებს, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის სარგებელის მეტი არაფერი მოაქვს!!!


image







ხილეული



მსხალი - გემრიელი და წვნიანი ხილის სახეობაა, რომელიც აუცილებლად უზმოზე უნდა მიირთვათ. მდიდარია კაროტინის შემცვლელობით და აქედან გამომდინარე ძირითადად ყვითელი ან მწვანე ფერისაა. A, B1, B2, B3, B6 და C ვიტამინების უდიდესი მარაგი აქვს.


image



კომში - ოქროსფერი ყვითელის სახეწოდებით ცნობილი კომში, შეიცავს A და B ვიტამინებს, უხვი რაოდენობით ტანინინს, კალიუმსა და კირის მარილებს. კომშის კანი შეიცავს პექტინს, რომლის მოხარშულ წვენსაც დიარეის მოსაშორებლად სვავენ. გარდა ამისა, გამოიყენება - ბრონქიტის, ქრონიკული ხველების და ტუბერკულოზის განსაკუნებლად.


image



ვაშლი - მდიდარია A და C ვიტამინებით. გარდა ამისა, შეიცავს ხსნად და უხსნად ბოჭკოებს, რომელიც ეფექტურია დიარეის და შეკრულობის წინააღმდეგ. მსხვილი ნაწლავის კიბოს პირველი მტერია. ვაშლის მირთმევა ყოველთვის რეკომენებულია, რადგან ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას.


image



გრეიფრუტი - მდიდარია C ვიტამინით და ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას. გაითვალისწინეთ: წამლების მიღების დროს, გრეიფურტის თავი შორს დაიჭირეთ!


image



კივი - C ვიტამინის მარაგით გამოირჩევა, ინფექციების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. მიირთვით კივი საშუალო დოზით!


image



მანდარინი - როგორც ყველა ხილის სახეობა, მანდარინიც მდიდარია C ვიტამინით. ვირუსული დაავადებების, გრიპის და გაციების წინააღმდეგ, აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. კალიუმის შემცვლელობით, მაღალ არტერიულ წნევას არეგულირებს.


image



ბროწეული - თუ გსურთ, რომ გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, მაშინ აუცილებლად მიირთვით ბროწეული. ფოლიუმის მჟავა, A და C ვიტამინებთან ერთად, ბროწეულს შეუდარებელს ხდის. გარდა ამისა, შეიცავს სასარგებლო მინერალებს : ფოსფორს, სელენს და მაგნიუმს.


image



ფორთოხალი - მდიდარია C ვიტამინით და ფოლიუმის მჟავით, კარგია ანემიის საწინააღმდეგოდ.


image









ბოსტეული


გოგრა - უმაღლესი A ვიტამინის, ფოსფორის და კალციუმის მინერალების შემცვლელი გოგრა, როგორც ტკბილეულში, ასევე წვნიანებსა და აპეტაიზერებშიც გამოიყენება. პროფესორების კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გოგრა მსხვილი ნაწლავის კიბოსაც ანადგურებს.


image



ბროკოლი - გოგრასავით, ბროკოლიც მდიდარია A ვიტამინით. ნაკლებად კარგავს მინერალებს და სასარგებლოა ორგანიზმისთვის.


image



სტაფილო - A, B1, B2 ვიტამინების მარაგით გამოირჩევა. არის ენერგეტიკული, ეზმარება ღვიძლის ნაღვლის სეკრეციას და აბალანსებს ქოლესტერინს. ზრდის ჰორმონებისთვის პირველი მისწრებაა.


image



ისპანახი - მდიდარია რკინის მარაგით და სხვა ფოთლოვან ბოსტნეულებზე მეტ პროტეინს შეიცავს. ამცირებს წნევას და სისხლის შედედებას. ბეტაკორინის შემცვლელობის საშუალებით, თვალის დაავადებების წინააღმდეგაც ეფექტურია. რათქმაუნდა აძლიერებს იმუნურ სისტემას.


image



ყაბაყი - დღეში 100 გრამი ყაბაყი, თქვენი ორგანიზმის ფოლიუმის მჟავის მოთხოვნილების 1/4 დაფარავს. მოხარშულ ყაბახში არსებული კაროტინის ნივთიერება, ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტია. უმაღლესი დონის კალიუმი, ხელს უწყობს თხევადობის და მარილის წონასწორობას.


image



ნიახური - მიირთვით დაჭრისთანავე, რათა უფრო მეტი სარგებელი მიიღოთ თქვენი ორგანიზმისთვის. დამამშვიდებელი თვისების გარდა, წმენდს სისხლს და სასარგებლოა თირკმელებისთვის.


image



ხახვი - გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით. აძლიერებს იმუნურ სისტემას. ნიორთან ერთად, გრიპს, გაციებას და ასთმას ეფექტურად ებრძვის. გარდა ამისა, ხსნის ხველას, ასუფთავებს ბრონქებს და კარგია ოსტეოპოროზის წინააღმდეგ.

image



კომბოსტო - შეიცავს სელენიუმს, რომელიც ცნობილია როგორც ყველაზე ეფექტური მინერალი, დაბერების წინააღმდეგ. კომოსტო ამცირებს კუჭის და საყლაპავის კიბოს რისკს. ერთადერთი ბოსტეული სახეობაა, რომელიც შეიცავს U ვიტამინს.


image



სალათის ფოთლები - შეიცავს A ვიტამინს და 95% წყლისგან შედგება.


image



ოხრახუში - არის დიურეტიკი, რომელიც მდიდარია C და A ვიტამინებით. უკეთესია მიირთვით უმი, ვიდრე მოხარშული.


image



მხოლოდ ეს არ არის!

ზემოთ ჩამონთვლილი ხილეულების და ბოსტნეულის გარდა, ზამთარში მიირთვით: კარტოფილი, სოკო, კამა, კიტრი, ბანანი, კურკუმა, ნიორი, ანანასი და თალგამი.

image






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

image

1- რომელ თვეში, რომელი თევზი უნდა ვჭამოთ?

2- იცანით ეს ბავშვი? ის უკვე სკოლაში დადის!

3- საკვები, რომელიც თებერვალში უნდა მივირთვათ!

4- 7 საოცრება, რომელიც თქვენს ჭკვიან ტელეფონებს გააჩნია

5- იაპონია - საინტერესი ფაქტები "მზის სამშობლოს" შესახებ!

6- 4 გასაიდუმლოებული სამხედრო ექსპერიმენტი!

7- 4 ადგილი, სადაც დასვენება ადრენალინის ტოლფასია...



0
9668
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
9668
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0