ქალი და მამაკაცი ფილიპ კირკოროვმა თურმე თინა კანდელაკს ცოლობა სთხოვა 2017, 25 აპრილი, 9:52 "ჩვენ ისე შეგვიყვარდა ერთმანეთი, რომ ალბათ არც არასდროს გადაგვიყვარდება, შესაძლოა დავქორწინდეთ კიდეც"-ასე განაცხადება გააკეთა სტუდიაში თინა კანდელაკმა, რამაც დამწრეთა გაოცება გამოიწვია.
"Сегодня вечером" ბოლო გადაცემა ფილიპ კირკოროვს, მის შემოქმედებას და პირად ცხოვრებას მიეძღვნა.სტუდიაში მოწვეულმა სტუმრებმა ბევრი ისაუბრეს მომღერლის შესახებ. ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა აღიარა, რომ რამდენიმე ხნის წინ კირკოროვმა ხელი სთხოვა, ეს მანამდე მოხდა, სანამ იგი მეორედ გათხოვდებოდა და მომღერალი მამა გახდებოდა. ქართულ რესტორანში სადილობის დროს კირკოროვმა თინას უთხრა, რომ იგი ახალგაზრდაა, წარმატებული და ღირებული, თინაც ასევე ახალგაზრდაა, წარმატებული და დიდებული. "მოდი დავქორწინდეთ, წარმოგიდგენია რა იქნება?"–განუცხადა კირკოროვმა კანდელაკს. კირკოროვის აზრით კანდელაკს და მას ერთნაირი იუმორის და თვითირონიის გრძნობა გააჩნიათ, რაც მათი ხანგრძლივი, სტაბილური ქორწინების საფუძველი იქნებოდა. 766 6-ს მოსწონს 1-ს არა
|