ფსიქონევროლოგია 7 საკვები პროდუქტი, რომელიც დასაძინებლად დაგეხმარებათ 2017, 25 აპრილი, 3:40 ვერ იძინებ? დაარეგულირე საკვები რაციონი, თორემ ზეწარზე წრიალი და შფოთვა გაგრძელდება. ღამე მშვიდი ძილისთვის ხელსაყრელია: 1. ბალი - შეიცავს მელატონინს, რომელიც დაგეხმარებათ ძილის ფაზების კონტროლში. 2. თეთრი ბრინჯი - მიირთვით დაძინებამდე 4 საათით ადრე. 3. ბანანი - შეიცავს მაგნიუმს და კალიუმს, რითაც კუნთების მოდუნებაში დაგეხმარებათ. 4. მარცვლეული - მარტივად მოინელება და დაძინებამდე რამდენი საათით ადრე მიირთვით, სწრაფად დაგეძინებათ. 5. ტკბილი კარტოფილი - მისი ნახშირწყლები და კალიუმი ძილს ხელს უწყობს 6. რძე - შეიცავს ძილისთვის ხელშემწყობ ტრიფტოფანს. 7. მცენარეული ჩაი - კოფეინისგან თავისუფალი ვალერიანის და გვირილას ჩაი დაძინებაში დაგეხმარებათ. ძილის დარღვევა უამრავი დაავადების საწყისია. უძილობა კი არც მეტი არც ნაკლები – კლავს. ასე რომ, თავს გაუფრთხილდით! 75 1-ს მოსწონს
|