x
image
- ლანა -
44 ფრაზა მეგობრობაზე
image


1. ''მეგობრობა იმ მომენტში იბადება, როცა ერთი ადამიანი მეორეს მიმართავს: რა! შენც? მეგონა, რომ ერთადერთი ვიყავი ". (C.S. Lewis)

2. ''არაფერი ხდის დედამიწას იმდენად ფართოს, როგორც მანძილი მეგობრებს შორის; ისინი გრძედებს და განედებს ზომავენ''. (Henry David Thoreau)

3. ''უმეგობროდ ცხოვრება უბედურებაა''. (O. Henry)


4. ''კარგი მეგობარი ოთხფოთლიან სამყურას ჰგავს; ძნელად საპოვნელია და მისი მპოვნელი იღბლიანია''. (ირანული ანდაზა)

5. ''უფრო სასიამოვნოა მეგობართან ერთად ბნელში სიარული, ვიდრე მარტომ იარო ნათელში''. (Helen Keller)

6. ''მეგობრის გვერდით მდუმარედ ჯდომა, რომელმაც გული გატკინა, შეიძლება საუკეთესო საჩუქარი იყოს, რასაც მივიღებთ''.

7. ''მეგობრობა ყველაზე რთულად ასახსნელი რამაა მსოფლიოში, ეს რაღაც სკოლაში არ ისწავლება. მაგრამ თუ მეგობრობის მნიშვნელობას არ გაიგებ, შენ მართლაც არაფერი გისწავლია''. (Muhammad Ali)

8. ''იპოვე ადამიანები, რომლებიც გამოგიწვევენ და შენზე შთაბეჭდილებას მოახდენენ; მათთან ერთად ბევრი დრო გაატარე და შენი ცხოვრება შეიცვლება''. (Amy Poehler)

9. ''ძვირფასო ჯორჯ, დაიმახსოვრე: არავინაა წარუმატებელი, ვისაც მეგობარი ჰყავს''. (It's a Wonderful Life)

10. ''ახალი მეგობრების შეძენაში კარგია ისაა, რომ ისინი შენს სულს ახალი ენერგიით ავსებენ''. (Shanna Rodriguez)


ერ4
11. ''არ იარო ჩემს უკან; ლიდერი არ ვარ. ჩემს წინაც ნუ ივლი; მე არ მოგყვები. უბრალოდ, ჩემს გვერდით იარე და იყავი მეგობარი''. (Albert Camus)

12. ''საბოლოოდ, ჩვენ მეგობრების დუმილს ვიმახსოვრებთ და არა მტრების სიტყვებს''. (Martin Luther King)

13. ''დიდ გამბედაობას მოითხოვს მტრებს წინ აღუდგე და კიდევ უფრო დიდს - მეგობარს აღუდგე''. (Harry Potter and the Sorcerer's Stone)

14. ''გვსურს მეგობრები სწრაფად შევიძინოთ, მაგრამ მეგობრობა ნელადმწიფებადი ხილია''. (Aristotle)

15. ''მეგობრობა იმას კი არ ეხება, ვის იცნობ ყველაზე დიდხანს; მეგობარი იჭრება შენს ცხოვრებაში და ამბობს: ''მე აქ ვარ'' და ამტკიცებს კიდეც''.

16. ''თქვენს გარშემო ბევრი ადამიანი ტრიალებს; მაგრამ ის გჭირდებათ, ვინც თქვენთან ერთად ავტობუსს გააჩერებს, როცა ლიმუზინი დაიმტვრევა'' (Oprah Winfrey)

17. ''ტკბილი მეგობარი სულს გინახლებს''. (იგავი 27:9)

18. ''იმ ემოციას სახელი არ აქვს, როცა ძველი მეგობრები ახლახანს შეხვდებიან ერთმანეთს''. ( Jim Henson)

19. ''მხოლოდ ნამდვილი მეგობარი იქნებოდა მართლაც პატიოსანი''. (Shrek)

20. ''მეგობრობა მინასავით სათუთია, ერთხელ გატეხილი შეიძლება დაამაგრონ, მაგრამ ბზარები ყოველთვის ექნება''. (WaqarWaqar Ahmed)


image


21. ''ნელა დაუმეგობრდი, მაგრამ როცა უკვე გახდები მეგობარი, იყავი მყარი და მუდმივი''. (Socrates)

22. ''ჭეშმარიტი მეგობრები ბრილიანტებივით არიან - კაშკაშა, ლამაზი, ღირებული და მუდამ მოდაში''. (Nicole Richie)

23. ''ზოგი ადამიანი მღვდელთან მიდის, ზოგი პოეზიას მოუხმობს, მე კი - მეგობართან მივდივარ''. (Virginia Woolfe)

24. ''არასდროს მყოლია ისეთი მეგობრები, როგორიც 12 წლის ასაკში''. (Stand by Me)

25. ''ჭეშმარიტი მეგობრობა არასოდესაა უშფოთველი''. (Marquise de Sevigne)

26. ''მრისხანე და ბოროტი მეგობრის უფრო მეტად მეშინია, ვიდრე გარეული მხეცის; მხეცმა შეიძლება შენი სხეული დაგლიჯოს, მაგრამ ბოროტი მეგობარი შენს გონებას დაფლეთს''. (Buddha)

27. ''ძლიერი მეგობრობა არ არის ყოველდღიური საუბარი ან ერთად ყოფნა; როცა ურთიერთობა გულშია, ნამდვილი მეგობრები არასდროს იყოფიან''.

28. ''მეგობარი, რომელსაც შენი ცრემლები ესმის, ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ის ბევრი მეგობარი, რომლებმაც შენი მხოლოდ ღიმილი იციან''

29. ''შენ ჩემი მეგობარი ხარ''- უპასუხა შარლოტამ. ''ეს თავისთავად ამაღელვებელი რამაა''. (E.B. White Charlotte's Web)
30. ''მეგობარზე უკეთესი არაფერია, თუ ეს მეგობარი არაა მხოლოდ შოკოლადის''. (Linda Grayson)


image


31. ''მეგობარი ადამიანია, რომელიც გარწმუნებს საკუთარ ძალებში''. (Heidi Wills)

32. ''ზოგი ადამიანი მოდის და შენს ცხოვრებაზე იმდენად ლამაზ გავლენას ახდენს, რომ ძლივს იხსენებ, მის გარეშე როგორ ცხოვრობდი''. (Anna Taylor)

33. ''საუკეთესო სარკე ძველი მეგობარია''. (George Herbert)

34. ''ნამდვილ მეგობარს ყოველთვის უყვარხარ - არასრულყოფილი, დაბნეული, შემცდარი - ეს მათი საფიქრალი ხდება და ალბათ ამიტომ''. (R. J. L.)

35. ''ერთადერთი გზა, რომ იყო ვინმეს მეგობარი - გქონდეს ერთი სახე''. (Ralph Waldo Emerson)

36. ''ყველას მეგობარი არავის მეგობარია''. (Aristotle)

37. ''მეგობრები დაჭრილი გულის წამალია და იმედიანი სულის ვიტამინი''. (Steve Maraboli)

38. ''შეინარჩუნე ის ადამიანი, ვისაც შენი უსიტყვოდ ესმის''

39. ''როცა გვერდით საუკეთესო მეგობარი გყავს, საშიში აღარაფერია''. (Bill Watterson)

40. ''სამუდამო მეგობრები ვიქნებით, პუჰ?'' - ჰკითხა ფიგლეტმა. ''უფრო მეტიც'' - მიუგო პუჰმა.


სედ


41. ''ჭეშმარიტი მეგობარი ვერასოდეს გაგაოგნებს: მან წინასწარ იცის იმ წუთს რა გინდა ან რა გაგახარებდა''. (Charlotte Gray)

42. ''ერთგული და ჭკვიანი მეგობარი მანამ არ მოგასვენებს, სანამ შეცდომას არ გამოასწორებ''.

43. ''მეგობარს წელიწადში შეიძენ, მაგრამ ერთ საათში შეიძლება დაკარგო'' (ჩინური ანდაზა)

44. ''სულელი მეგობარი, მტერზე უარესიაო''. (ქართული ანდაზა)

0
22997
1-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
22997
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0