x
image
natia.a
როდის არის ახალი კარტოფილი საშიში და როგორ გავხადოთ იგი უსაფრთხო - ეს ბევრმა არ იცის!
image

ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ უყვარს გაზაფხულზე, ახლად შემოსული პატარ-პატარა, მთელ-მთელად შემწვარი, კამით შეზავებული კარტოფილი. ბევრი დედიკო გაზაფხულის დადგომისთანავე ცდილობს სწორედ ასეთი, ახალი კაროტოფილი შესთავაზოს თავის პატარას.


მაგრამ სწორია თუ არა ჩვენი ამგვარი გატაცება ახალგაზრდა კარტოფილით და რამდენად უსაფრთხოა იგი ჯანმრთელობისთვის? ხომ არ ჯობია თავი შევიკავოთ აპრილში შემოსული პატარა კარტოფილების შეძენისგან და რატომ? ამ ყველაფერზე ქვემოთ ვისაუბრებთ.


image


რატომ არის საშიში ახალგაზრდა კარტოფილი?


აპრილის თვეში დახლებზე გამოჩენილი ახალგაზრდა კარტოფილი, როგორც წესი, სასწრაფო წესით მოჰყავთ, რისთვისაც სპეციალურ სასუქსა და ზრდის დამაჩქარებლებს იყენებენ. ეს არც არის გასაკვირი - მოგების გასაზრდელად, კარტოფილი რაც შეიძლება ადრე უნდა დაამწიფონ.


თუ ახალგაზრდა კარტოფილს დახურულ გრუნტში, არასაკმარისი მზის პირობებში ზრდიან, როგორც წესი, დიდი რაოდენობით აძლევენ არა მხოლოდ ორგანულ, არამედ ასევე არაორგანულ სასუქს, რათა პროდუქტი რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს. ამიტომ, ახალ კარტოფილში ნიტრატები გაცილებით მეტია, ვიდრე ძველში. ნიტრატები აზოტის ნაერთებია, რომლებიც საშიშია იმით, რომ ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნებიან ონკოდაავადებების გამომწვევ ნივთიერებად.


image

ნიტრატების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ძლიერი მოწამვლა ღებინებითა და დიარეით, რაც განსაკუთღებით საშიშია ბავშვებისთვის.


ამას გარდა, მზისა და სითბოს უკმარისობის გამო ახალი კარტოფილი არც ისეთი სასარგებლოა, როგორც ითვლება. მასში არასაკმარისი ვიტამინებია. ამიტომ, არ ღირს ბავშვებისთვის მაინდამაინც ამგვარი კარტოფილის არჩევა.


ახალგაზრდა კარტოფილს ექიმები არც ორსულებსა და მეძუძურებს ურჩევენ.


მაგრამ თუ მაინც ვერ ითმენთ და ძალიან გსურთ ახალი კარტოფილის მირთმევა, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ უსაფრთხო გახადოთ ახალგაზრდა კარტოფილი.


როგორ გამოვდევნოთ ნიტრატები ახალი კარტოფილიდან


- პირველ რიგში, რა თქმა უნდა ძალიან კარგად უნდა გარეცხოთ კარტოფილი.


- უმჯობესია, თუ ახალგაზრდა კარტოფილს მუნდირში არ მოხარშავთ, რადგან ნიტრატების უმეტესობა სწორედ კანში გროვდება.


- შეინახეთ ახალი კარტოფილი სიცივეში, რადგან დაბალი ტემპერატურის პირობებში ნიტრატები არ "გარდაიქმნება" უფრო საშიშ მომწამვლელ ნივთიერებებად.


image

- თუ ახალგაზრდა კარტოფილს მომზადებამდე 30-40 წუთით წყალში გავაჩერებთ, მასში ნიტრატების რაოდენობა 20-25%-ით შემცირდება. თუმცა იმის საშიშროებაც არის, რომ წყალში დიდხანს გაჩერების შემთხვევაში კარტოფილი ძალიან გამგრდეს და აღარ მოიხარშოს.


- კარტოფილის ხარშვისას, ყველაზე მეტი რაოდენობით ნიტრატები გამოიყოფა წყალში 30-40 წუთის მანძილზე. ამასთან, თავად კარტოფილი ნიტრატებისგან იწმინდება 80%-ით. მაგრამ რაც უფრო დიდხანს ხარშავთ მას, ნიტრატებთან ერთად მით მეტად იკარგება სასარგებლო ნივთიერებები - ვიტამინები და მინერალური მარილები.


image

- ახალი კარტოფილისგან მომზადებული კერძი უნდა მიირთვათ მომზადებისთანავე, რადგან, ახალგაზრდა კარტოფილის დიდი ხნით ოთახის ტემპერატურაზე გაჩერება ხელს უწყობს მიკროფლორის გამრავლებას, რის შედეგადაც ნიტრატები გარდაიქმნება ნიტრიტებად. აღნიშნულ პროცესს კიდევ უფრო ააქტიურებს ტემპერატურის მრავალჯერადი ცვალებადობა - მაცივრიდან გამოღება-შედება.


სამაგიეროდ, ეკოლოგიურად სუფთა ახალგაზრდა კარტოფილი ძალიან სასარგებლოა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის! იგი მდიდარია ბიოფლავონოიდებითა და С ვიტამინით. ახალგაზრდა კარტოფილში ცოტაა მარტივი შაქარი, პრაქტიკულად საერთოდ არ არის ცხიმი და ქოლესტერინი, სამაგიეროდ, არის საჭმლის მონელებისთვის სასარგებლო ორგანული მჟავები და ბოჭკოვანა.

image

ასე რომ, ცოტა მოგვიანებით, როცა ეკოლოგიურად სუფთა ახალგაზრდა კარტოფილი შემოვა, შეგიძლიათ გაბედულად მიირთვათ და თქვენს პატარებსაც გაუმასპინძლდეთ ამ პროდუქტით.


ასევე უნდა იცოდეთ:

1. საშიშია თუ არა მწვანე კარტოფილი ჯანმრთელობისთვის - ეს უნდა ვიცოდეთ!

image

2. საზიანოა თუ არა ამოსული კარტოფილის ჭამა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image

3. სინამდვილეში რა არის და რა თვისება აქვს ენდროს - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image

4. 9 შეცდომა, რომელსაც კარტოფილის პიურეს მომზადებისას ვუშვებთ - ამაზე ნამდვილად არ გიფიქრიათ!

image

5. უნდა გავთალოთ თუ არა კიტრი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image

0
11529
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
11529
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0