სასარგებლო პროდუქტები როდის არის ახალი კარტოფილი საშიში და როგორ გავხადოთ იგი უსაფრთხო - ეს ბევრმა არ იცის! 2017, 21 აპრილი, 16:12 ![]() მაგრამ სწორია თუ არა ჩვენი ამგვარი გატაცება ახალგაზრდა კარტოფილით და რამდენად უსაფრთხოა იგი ჯანმრთელობისთვის? ხომ არ ჯობია თავი შევიკავოთ აპრილში შემოსული პატარა კარტოფილების შეძენისგან და რატომ? ამ ყველაფერზე ქვემოთ ვისაუბრებთ. ![]() რატომ არის საშიში ახალგაზრდა კარტოფილი? აპრილის თვეში დახლებზე გამოჩენილი ახალგაზრდა კარტოფილი, როგორც წესი, სასწრაფო წესით მოჰყავთ, რისთვისაც სპეციალურ სასუქსა და ზრდის დამაჩქარებლებს იყენებენ. ეს არც არის გასაკვირი - მოგების გასაზრდელად, კარტოფილი რაც შეიძლება ადრე უნდა დაამწიფონ. თუ ახალგაზრდა კარტოფილს დახურულ გრუნტში, არასაკმარისი მზის პირობებში ზრდიან, როგორც წესი, დიდი რაოდენობით აძლევენ არა მხოლოდ ორგანულ, არამედ ასევე არაორგანულ სასუქს, რათა პროდუქტი რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს. ამიტომ, ახალ კარტოფილში ნიტრატები გაცილებით მეტია, ვიდრე ძველში. ნიტრატები აზოტის ნაერთებია, რომლებიც საშიშია იმით, რომ ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნებიან ონკოდაავადებების გამომწვევ ნივთიერებად. ![]() ამას გარდა, მზისა და სითბოს უკმარისობის გამო ახალი კარტოფილი არც ისეთი სასარგებლოა, როგორც ითვლება. მასში არასაკმარისი ვიტამინებია. ამიტომ, არ ღირს ბავშვებისთვის მაინდამაინც ამგვარი კარტოფილის არჩევა. ახალგაზრდა კარტოფილს ექიმები არც ორსულებსა და მეძუძურებს ურჩევენ. მაგრამ თუ მაინც ვერ ითმენთ და ძალიან გსურთ ახალი კარტოფილის მირთმევა, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ უსაფრთხო გახადოთ ახალგაზრდა კარტოფილი. როგორ გამოვდევნოთ ნიტრატები ახალი კარტოფილიდან - პირველ რიგში, რა თქმა უნდა ძალიან კარგად უნდა გარეცხოთ კარტოფილი. - უმჯობესია, თუ ახალგაზრდა კარტოფილს მუნდირში არ მოხარშავთ, რადგან ნიტრატების უმეტესობა სწორედ კანში გროვდება. - შეინახეთ ახალი კარტოფილი სიცივეში, რადგან დაბალი ტემპერატურის პირობებში ნიტრატები არ "გარდაიქმნება" უფრო საშიშ მომწამვლელ ნივთიერებებად. ![]() - კარტოფილის ხარშვისას, ყველაზე მეტი რაოდენობით ნიტრატები გამოიყოფა წყალში 30-40 წუთის მანძილზე. ამასთან, თავად კარტოფილი ნიტრატებისგან იწმინდება 80%-ით. მაგრამ რაც უფრო დიდხანს ხარშავთ მას, ნიტრატებთან ერთად მით მეტად იკარგება სასარგებლო ნივთიერებები - ვიტამინები და მინერალური მარილები. ![]() სამაგიეროდ, ეკოლოგიურად სუფთა ახალგაზრდა კარტოფილი ძალიან სასარგებლოა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის! იგი მდიდარია ბიოფლავონოიდებითა და С ვიტამინით. ახალგაზრდა კარტოფილში ცოტაა მარტივი შაქარი, პრაქტიკულად საერთოდ არ არის ცხიმი და ქოლესტერინი, სამაგიეროდ, არის საჭმლის მონელებისთვის სასარგებლო ორგანული მჟავები და ბოჭკოვანა. ![]() ასევე უნდა იცოდეთ: 1. საშიშია თუ არა მწვანე კარტოფილი ჯანმრთელობისთვის - ეს უნდა ვიცოდეთ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 11544 4-ს მოსწონს
|